1 წელია თავი გავანებე WOW-ის თამაშს იმიტომ რომ გარეკილი მოქნდა ბოლომდე და სამსახურშიც ხელს მიშლიდა...
2 ამბავს მოვყვები რაც პირადად გადამხდა...
1. ჩემს ძმაკაცს რომელიც ასევე თავგადაკლული თამაშობდა wow-ს მოუვიდა შელაპარაკება ვიღაცა ტიპთან და მოკლედ ეს ტიპი სცემა ჩემმა ძმაკაცმა... ხოდა რამოდენიმე დღის მერე ასე ვთქვათ შერიგების პონტი გავაკეთე და შევხვდით იმ ტიპს... ხოდა მივედით მე და ჩემი ძმაკაცი და ისინი მოვიდნენ 3-ნი და შერიგების მაგივრად უარესი კაჩაობა და ერთი ამბავი გაიმართა... მოკლედ ძალიან რომ დაიძაბა სიტუაცია და ჩხუბის ამბავი უნდა დაწყებულიყო ჩემმა ძმაკაცმა გამომხედა და ხმამაღლა დაიყვირა: მე გავტანკავ შენ გამჰილეო და გლიჯა ერთერთს

... წამოიდგინეთ ჩხუბი მიდის მაგარი... თანა მაგარი ვცემეთ ეს 3-ვე და თან ჩხუბის დროს ვიხევი სიცილით ამ სიტყვებზე

მე გავტანკავ შენ გამჰილეო!!!
2. ერთხელ კიდე რესტორანში ვზივართ კუპეში და შემოვიდა ახალგაზრდა 18-19 წლის იქნებოდა მიმტანი ბიჭი... (ძალიან ცუდათ მოვიქეცით ეხლა მიტყდება მაგარი რომ მახსენდება) დავუწყეთ ამ ბიჭს კაიფი: 40 ხინკალი, ოთხი "გორეთუსკის" მწვადი, ორი ტაურენის ხაშლამა, გოლდშირის მწვანილი, ხუთი ბოთლი ნატახტარის "მანის პოტიონი"-მსხლის და ორი ბოთლი ვესტფალის არაყიო... თან ვიხევით სიცილით ამაზე და თან მიმტანიც გიჟივით გვიყურებს... მოკლედ კაი ხანი ვიჯექით კიდე, რაღაცეები დავიმატეთ და თან ამ მიმტანს WOW-ს ლექსიკით ვეკაიფებოდით... ხოდა ბოლოს იყო კულმინაცია... ავიშალეთ და ამ ბიჭს ვეუბნებით ანგარიში მოგვიტანეო... გავიდა ეს ბიჭი და 2 წუთში მობრუნდა უკან ანგარიშის ჩეკი დადო და გავიდა... ჩეკის ბოლოს რომაა თანხა დაანგარიშებული იქ მსხვილად წერია: 104 გოლდი და 70 კოპერი... წამოიდგინეთ რა მოხდებოდა ეს რომ წავიკითხეთ, დავწექით ყველა იატაკზე და იმდენი ვიცინეთ ლიმონათებს ვასხავდით სახეში რომ მოვსულიერებულიყავით.... ეს ტიპი მთელი 4-5 საათის განმავლობაში ხმას არ იღებდა და ჩვენ კიდე გვეგონა ვეკაიფებოდით და თურმე თვითონაც ჩვენს სერვერზე არ თამაშობდა... ბოლოს გარეთ რომ გავედით დაველაპარაკეთ და უფრო მაგარი ვიღადავეთ ერთად.... დაჟე ბოლოს სიცილით მოგვაძახა: ფრთხილად იარედ ბიჭებო ნასვამები ხართ და "მოუნთები" არ დალეწოთ თორე გოლდშირის სასაფლაოზე ანგელოზი არ მუშაობს "ბაგი" აქვსო