ძალიან ძალიან ძალიან ბევრ თამაშს ვთამაშობდი, უმეტესობას ონლაინ მაგრამ ყველაზე ცუდი მოგონება MU_ს უკავშირდება... თავიდან MuTTs, MuAlien და ბოლოს Zhypermu.com ზე ვთამაშობდი, რომელიც იყო არის და იქნება N1 პლანეტაზე და ისე ვიყავი დაზომბებული რომ 100 ლარიც (ან მეტი, არ მახსოვს) დავხარჯე რომ სხვა ქართველი მოთამაშეებიდან ნივთები მეყიდა..
სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ჩემი კომპიუტერის დამტვრევა და სიმბოლური სახლიდან გაგდება.
2-3 კვირიანი თერაპიის შემდეგ, რომელიც ბიძაჩემთან გავატარე, მივხვდი რომ ცხოვრება მშვენიერია

და თვალებიც აღარ მტკიოდა. მივხვდი თუ რა მუღამი აქვს ძილს ღამით და სიფხიზლეს დღისით, მეგობრებთან ერთად დალევას და თუნდაც ეზოში სეირნობას.. ან თუნდაც სერიალების ყურებას ოჯახის წევრებთან ერთად..
მახსოვს კლავიატურა გავტეხე როდესაც კრიზისში, წყალქვეშა ტური რომაა რაღაც, ვერ გავდიოდი

მე ყველაზე ცუდი შემთხვევა ვიყავი და ოდნავადაც არ ვაზვიადებ არაფერს....
არ მეძინა, წელი და თვალები მტკიოდა, დედაჩემიც კი არ მყავდა ნანახი კაი ხნის

მონიტორს ვერ ვაცილებდი თვალს, სკოლიდან მრიცხავდნენ კიდევაც, საბედნიეროდ ისევ მიმიღეს და სწავლის დამთავრების საშუალება მომცეს.. მადლობა ეთერს, ჩემს დამრიგებელს...
სკოლა დავამთავრე და უნივერსიტეტშიც ვსწავლობ, მაგრამ თამაშებს კიდევ ვთამაშობ, უფრო სწორად 1_ს Lineage2 თან ისაც PVP სერვერზე რომ PVE_მ არ შემიყოლოს, ან როგორ უნდა შემიყოლოს 8 ზე ვამთავრებ მუშაობას და სწავლას...
არ ვამბობ რომ არ უნდა ითამაშოთ, სხვა რა გასართობია როოო ??
უბრალოდ ჩემნაირები ნუ იქნებით