@lexიმპერიუმი ლეგენდების სამყაროა

(ბევრი რამე მაქედანაა გადმოღებული, მაგრამ უფრო მეტი არ დაწერილა მაგალითად მოჩვენებები ზოგჯერ მთელ დასახლებას ამოხოცავენ რომ მათი რესურსები მტრებმა ვერ ჩაიგდონ ხელში, ან მტრების ბაზებში ნაბდვილ სასაკლაოს აწყობენ მათი საბრძოლო სულის დასაქვეითებლად.

)
* * *
ვდებ ჩაპტერის საბრძოლო ფლოტს. წაიკითხეთ თუ რამე იდეა გაგიჩნდებათ დაწერეთ. თუ კრიტიკა გამოუშვით გამძლე ნერვები გვაქვს

მოჩვენებითი მეომრების ფლოტი უმეტესად მცირე საიერიშო ხომალდებისგან შედგება, მაგრამ როგორც ყველა ორდენს მასაც აქვს საბრძოლო ბარჟები დამკოლოსაკური განადგურებისთვის შექმნილი ხომალდები.
ფლოტის ბრილიანტი ხომალდი-გოლიათი 'წყვდიადის მბრძანებელია'. ეს უნიკალური კლასის ხომალდი წართმეული და აგწმენდილი იქნა 37-ე ათასწლეულში. 10 კილომეტრის სიგრძის შავი მეტალის მონსტრს შეუძლია მთელი პლანეტები ფერფლად აქციოს ან მრავალი მოწინააღმდეგე ძლევამოსილი ლენს-გამომსხივებლებით კოსმოსური ნაგავის გროვად აქციოს.
მოჩვენებითი მეომრების ხომალდები:
წყვიადის მბრძანებელი-უნიკალური კლასის ფლაგმანი.
შურისძიების მახვილი-საბრძოლო ბარჟა.
სისხლიანი ვენდეტა-დამრტყმელი კრეისერი, პირველი ბატალიონის ფლაგმანი.
ჰექტორის შუბი-დამრტყმელი კრეისერი, მეშვიდე ბატალიონი.
უშიშარი-დამრტმელი კრეისერი.
ღამის გუშაგი-დამრტყმელი კრეისერი.
კალიფსო-გლადიუსი კლასის ფრეგატი.
ჰერა-გლადიუსი კლასის ფრეგატი.
მედეა-გლადიუსი კლასის ფრეგატი.