EliasWar
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 838
წევრი No.: 144307
რეგისტრ.: 12-March 12
|
#35027546 · 3 Feb 2013, 12:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ხო ეგენი არიან. deathshroud-ის ტერმიანტორები. * * * ეხლა კი მოჩვენებით მეომრებზე რაც აქამდე დაწერილა შეჯამებას გავაკეთებ(თუ ვინმემ რამე გამოტოვა) და დამატებით გავაპიარებ ორდენს.
პლანეტა მოჩვენებითი მეომრების სახლი სასიკვდილო სამყარო დიაოხია- მესამე 7 პლანეტიან ვარსკვლავურ სისტემაში. ტერანული სტანდარტებით დიაოხი დიდი პლანეტაა. მისი ზედაპირი დაყოფილია 3 კონტინენტად, რომლებს შორისაც ე.წ. შავი ოკეანეა. დიაოხის ხალხმა არაფერი იცის იმპერიუმზე და გალაქტიკაზე, ხოლო მოჩვენებითი მეომრებში მათში ლეგენდარული გმირები არიან, რომლებიც შავი ჩიტების ფრთებზე ეშვებიან და ახალგაზრდა ბიჭები თავიანთ რანგებში მიჰყავთ. დიაოხი ბნელი ტყეების და ღრმა ოკეანეების პლანეტაა. ციხე-ქალაქების ძლევამოსილი კედლები ადამიანების ერთადერთი დაცვაა პლანეტის სასიკვდილო მხეცებიდან. ასეთი ქალაქები ძალიან იშვიათია და ირგვლივ დიდ ტერიტორიას აკონტროლებენ. ტრადიციულად ერთი ციხე-ქალაქი ერთი სახელმწიფოა და ძლევამოსილი მეომარი მეფით იმართება. ცხოვრება დიაოხზე დასურულებელი ომია. ხალხი ომობს ყველაფრისთვის:საჭმლისთვის, ტერიტორიისთვის, რესურსებისთვის, მონებისთვის... ასეთი ცხოვრების სტილმა შექმნა ძლიერი მეომარი საზოგადოება, რამაც მოჩვენებითი მეომრების ყურადღება მიიქცია. თითქმის ყოველი კაცი დიაოხზე მეომარია და მზად არის დაიცვას საკუთარი სახლი ან მისი მბრძანებლის დროშის ქვეშ დადგეს საჭიროების შემთხვევაში. ცხოვრება დიაოხელისთვის ნიშნავს იყო ვაჟკაცი-მეომარი ღირსებით და კეთილშობილებით, სიმამაცით და სიძლიერით, არ გეშინოდეს სისხლისღვრის. მოჩვენებითი მეომრების თითოეული რეკრუტი დიაოხიდანაა აყვანილი და აშკარაა, რომ პლანეტის კულტურა დიდ გავლენას ახდენს ორდენზე. დიაოხის ფაუნა მდიდარია საშინელი მტაცებლებით, როგორებიცაა დიაოხური მგლები, ფოცხვრები, გველები, დათვები და ყველაზე საშინელი-დიაოხური ლომები, საკმაოდ მყარი კანით, რომ მახვილებს და ნაჯახებს გაუძლოს და საკმარისად ბასრი და შხამიანი კლანჭებით, რომ ასტარტესი მოკლას. ასეთი მხეცების მოკვლა ორდენში დიდ გმირობად ითვლება. მოჩვენებითი მეომრები ხშირად ატარებენ მოკლული მხეცების ბეწვებს, რომ თავიანთი ძალა და სიმამაცე წარმოაჩინონ. დიაოხის მთვარეები 1.ფაეტონი- პლანეტის უდიდესი მთვარე. ორდენის ციხესიმაგრე აქაა განთავსებული. 2.ოემნისი- ეს მთვარე გამოიყენება როგორც ორდენის სავარჯიშო ტერიტორია. ის განსხვავდება მსგავსი ტერიტორიებიდან ციხესიმაგრეში ან ხომალდებზე, რომლებს თითქმის ნებისმიერი საბრძოლო გარემოცვის შექმნა შეუძლიათ. ოემნისი დაფარულია რადიკალურად განსხვავებული შენობებით, რომელთა სქემები იმპერიუმის სხვადასხვა მხარეებიდან მოიტანეს. ასეთი 'ჰიბრიდული' არქიტექტურა საშუალებას აძლევს მოჩვენებებს განავითარონ საკუთარი ბრძოლის, გადარჩენის და დამალვის უნარები. სხვადასხვა საბრძოლო სერვიტორები და ქსენოსური ქმნილებებიც კი დაძრწიან ცარიელ კორიდროებში, რომ მედესანტეებს რეალური პრობლემები შეუქმნან. 3.რენტანი-მინერალებით მდიდარი მთვარე.
ციხესიმაგრე მოჩვენებითი მეომრების ციხესიმაგრე, ასევე ცნობილი როგორც ჩრდილთა სიმაგრე მდებარეობს დიაოხის მთვარე ფაეტონზე. ფაეტონს აქვს საკუთარი ატმოსფერო, რომელიც უმეტესად შედგება ნიტროგენისგან და გამოუდეგარია საცხოვრებლათ. მთვარის ზედაპირი დაფარულია თხევადი ყინულით და ქრივულკანებით. ჩრდილთა სიმაგრე აშენებული იქნა მაგოსი დეირანის მიერ, რომელიც Tellanum Ibernis-ის ფილოსოფიის მიმდევარი იყო. ის მიიჩვენვდა, რომ მექანიკუმების ქმნილებები არა მარტო მუშა, არამედ ალამზებიც უნდა ყოფილიყვნენ. ამ ფაქტმა დიდი გავლენა იქონია მშენებლობაზე. ჩრდილთა სიმაგრე აშენებული იქნა შავი ქვებით, ხოლო მისი ზედაპირი დაიფარა ქანდაკებებით და გარგულიებით, დამცავი ქვემეხების ლულებს მიეცათ დრაკონების, მგლების და სხვა მხეცების თავების ფორმები. ყველაზე ლამაზი ციხის შიგა ტერიტორიაა- გიგანტური სურათები და ქანდაკებები აღწერდნენ იმპერიუმის ისტორიას და შთააგონებდნენ ახალგაზრდა ორდენის მეომრებს. მაგრამ კედლების და დარბაზების უმეტესობა ცარიელი დატოვეს, რადგან მომავალ თაობებს შეევსოთ. ჩრდილთა სიმაგრე მშვენიერია, მაგრამ პირველ რიგში ის ციხესიმაგრეა იმპერიუმის ყველაზე განვითარებული იარაღებით და დამცავი სისტემებით. ლაზერული, პლაზმური და მაკრო ქვემეხები, სარაკეტო ბატარეები და ძლევამოსილი კინეტიკური ფარები სულ მზად არიან ბრძოლისთვის. ეს ყველაფერი თავის მხრივ სერიოზული დაცვაა, მაგრამ ამაზე მეტი- კოსმოსური ფორტი, რომელიც კოსმოსური ხომალდების პორტის და დიაოხური გვარდიის სავარჯიშო ბაზის როლს ასრულებს, იკავებს მთვარის ახლო კოსმოსს. ჩრდილთა სიმაგრე სხვა ორდენების ციხესიმაგრეების მსგავსია. აქ არის სამჭედლო, აფთექარიუმი, სასტუმრო დარბაზები, რეკლუზიამი, ტელეპორტარიუმი, ლიბრარიუმი, საცხოვრებელი ადგილები მედესანტეებისთვის და ორდენის სმახურებისთვის, გენერატორიუმი და ადეპტუს ასტარტესის ორდენისთვის აუცილებელი სხვა ტერიტორიებით. საბრძოლო დოქტრინა მოჩვენებითი მეომრების ტაქტიკა მრავალფეროვანია და გამოყენებული მეთოდები მხოლოდ გამარჯვებისკენაა მიმართული. ტაქტიკა უმეტესად ეფუძნება 'ომთა კანონებს'-წიგნს, რომელიც ლეგენდის თანახმად თვით იმპერატორის ნაშრომებს ეფუძნება. ორდენის ინკვიციასთან ახლო კავშირის გამო მოჩვენებების სტრატეგიულ-საომარ ფილოსოფიურ ნაშრომად აირჩა ზემოდხსენებული წიგნი და არა კოდექს ასტარტესი. ეს ყველაფეირ მოხდა იმიტომ, რომ ინკვიზიციას სჭირდებოდა ასასინები, რომლებიც არაფერზე არ დაიხევდნენ უკან და არა რაინდული წესებით შებოჭილი მეომრები. 'ომთა კანონები' დიადი რობაუტ ჟილმანის ნაშრომისგან განსხვავდება მხოლოდ ორი რამით: 1.ის არ არის ისეთივე დეტალური, როგორიც ულტრამარინების პრიამრხის ნაშრომი. 2. 'ომთა კანონები' არ ბოჭავს მოჩვენებას დოგმებით, არამედ ათავისუფლებს მას ზღუდეებისგან და ახალი ტაქტიკური ხერხების გამოყენებას ურჩევს, რადგან წიგნში თვითონ წერია ''იმარჯვებს ის, ვინც ტრადიციულს და ორიგინალურს სწორად შეახამებს, რადგან ბრძოლა ხშირად ტრადიციულით იწყება და ორიგინალურით მთავრდება.' 'ომთა კანონები' განიხილავს თითოეული ბრძოლის სამ ფაზას: 1.შეუტიე მტრის გეგმებს-ანუ შეისწავლე ისინი. გააანალიზე ინფორმაცია და გამოიყენე მზვრავები. 2.შეუტიე მტრის რესურსებს- მოუჭერი მას მომარაგების გზები და დაასუსტე. 3. შეუტიე თვით მტრებს. თუ დიდი ჯარი გყავს-დაყავი ის მახვილებათ. ყველაზე ძლიერს თავში ჩაუდექი და მტრის თავისკენ მიმართე, ხოლო დანარჩენებით კიდურები მოსჭერი რადგან პასუხი ვერ დაგიბრუნოს და არც გაგექცეს. თუ მცირე ჯარი გყავს-გააანალიზე შენი ძალები. შემდეგ შეუტიე მტრის სუსტ წერტილებს, ამოხოცე სუსტები და დაარღვიე ძლიერების მორალი. შეუტიე მტერს მაშინ, როდესაც კისერი დაუცავი ექნება. 'ომთა კანონები' ასევე გვაძლევს განმარტევევს სხვადასხვა საბრძოლო სიტუაციებზე: ომის შეცდომაში შეყვანის ხელოვნებაა- თუ ძლიერი ხარ აჩვენე მტერს შენი უძლურება, თუ შორს ხარ აჩვენე, რომ ახლოს ხარ. თუ ახლოს ხარ აჩვენე, რომ შორს ხარ. შეუტიე მტერს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ამას არ მოელის-რადგან პირდაპირი შეტევა სულელთა ხვედრია. გამოიყენე სიბნელე, როგორც შენი სამყოფელი და სიჩუმე, როგორც შენი მეგობარი. დაესხი მტერს ჩრდილებიდან, როდესაც ის ამას არ მოელის და შენ გაიმარჯვებ. საბრძოლო ტექნიკის სიმცირის გამო მოჩვენებები ქვეით ძალას ეყრდნობიან. მათ შორის ბლოამდ არიან მოიერიშენი, რადგან ცვლილებებზე სწრაფი რეაგირება მოახდინონ. ხოლო ტანკები გამოიყენება, როგორც დამოუკიდებელი საბრძოლო ერთეულები და ეხმარება ქვეითებს ყველაზე ძლიერი გამაგრებების თუ მტრის ტექნიკის გასანადგურებლად. კოსმოსურ ბრძოლებში მოჩვენებები უხეშ და პირდაპირ, მაგრამ საოცრად ეფექტურ აბორდაჟს არჩევენ. ტელეპორტის და სააბორდაჟო კაბულებით მეომრები მტრის ხომალდებზე აღმოჩნდებიან და მათ შიგნიდან ანადგურებენ. ფლოტი. მოჩვენებითი მეომრების ფლოტი უმეტესად მცირე საიერიშო ხომალდებისგან შედგება, მაგრამ როგორც ყველა ორდენს მასაც აქვს საბრძოლო ბარჟები დამკოლოსაკური განადგურებისთვის შექმნილი ხომალდები. ფლოტის ბრილიანტი ხომალდი-გოლიათი 'წყვდიადის მბრძანებელია'. ეს უნიკალური კლასის ხომალდი წართმეული და აგწმენდილი იქნა 37-ე ათასწლეულში. 10 კილომეტრის სიგრძის შავი მეტალის მონსტრს შეუძლია მთელი პლანეტები ფერფლად აქციოს ან მრავალი მოწინააღმდეგე ძლევამოსილი ლენს-გამომსხივებლებით კოსმოსური ნაგავის გროვად აქციოს. მოჩვენებითი მეომრების ხომალდები:
წყვიადის მბრძანებელი-უნიკალური კლასის ფლაგმანი. შურისძიების მახვილი-საბრძოლო ბარჟა. სისხლიანი ვენდეტა-დამრტყმელი კრეისერი, პირველი ბატალიონის ფლაგმანი. ჰექტორის შუბი-დამრტყმელი კრეისერი, მეშვიდე ბატალიონი. უშიშარი-დამრტმელი კრეისერი. ღამის გუშაგი-დამრტყმელი კრეისერი. კალიფსო-გლადიუსი კლასის ფრეგატი. ჰერა-გლადიუსი კლასის ფრეგატი. მედეა-გლადიუსი კლასის ფრეგატი.
|