კარგი სანამ სტატია მექანიკუმებზე კეთდება მე ჰორუსის ღალატზე დავწერ.
გავრცელებულიაზრის მიუხედავად ჰორუსი არ იყო პირველი მორალატე, ეს არასაპატიო ტიტული (ლოიალისტებისთვის რათქმაუნდა) ლორგარ ავრელიანს ეკუთვნის. სწორედ მან შეუგზავნა ჰორუსს ერებუსი რომელმაც ბოლოს და ბოლოს გადაიბირა ომის მაგისტრი. ჩემი სტატია შეეხება იმას თუ როგორ დაადგა ლორგარი ქაოსის გზას.
ყველაფერი უბრალო პლანეტაზე დაიწყო სახელად კჰური.მისი დედაქალაქი მონატხია ბრილიანტი იყო მთელს პლანეტაზე, მისი მაცხოვრებლები ყოველდღე ავტომატურად ლოცულობდნენ იმპერატორისთვის და მას დახმარებას სთხოვდნენ, კაცობრიობის მბრძანებლის ძეგლები და საქებარი პედესტალები ყოველ ქუჩაზე იდგა, ეს ქალაქი და მასთან ერთად მთელი პლანეტა იმპერატორის ფანატიკური ერთგულებით იყო გავსებული, სამყუხაროდ მათ ისე უყვარდათ იმპერატორი რომ მას ღმერთად აღიარებდნენ, სწორედ ამან გამოიწვია მათი განადგურება. ეს ამბავი ღალატამდე ორმოცდა შვიდი წლით ადრე მოხდა, კაცობრიომის მბრძანებელი თვითონ ჩაუდგა სათავეში ამ საქმეს. მან თან წამოიყვანა ულტრამარინები თავისი პრიმარჰით და კუსტოდიელები რომლებსაც აკვილონი მეთაურობდა.კჰურის გადასარჩენად სიტყვის მატარებლები ორი თვის დაგვიანებით მივიდნენ, როდესაც ლორგარმა გაიგო რომ პლანეტას იმპერიუმის ფლოტინია ბომბავდა ამან თავისი ყველაზე ცუდი შიშები რეალობად აქცია. როდესაც მეჩვიდმეტე პრიმარჰი პლანეტაზე ჩავიდა მას როგორც დამნაშავეს ისე შეხვდნენ, იმპერატორი პირადად დაელაპარაკა მას და უთხრა რომ ერთადერთი ლეგიონი იყო ყველასგან რომელმაც იმედი გაუცრუა. სიტყვის მატარებლები რაოდენობით მეორე ლეგიონი იყო მაგრამ იმპერატორს იმედი გაუცრუეს, მისი ბრძანებით სიტყვის მატარებლების რიგებში კუსტოდიანელები შევიდოდნენ, ისინი იქნებოდნენ ადამიანების მბრძანებლის თვალები და შეატყობინებენ მას ამ ლეგიონის ყოველ ნაბიჯს.
გაბრაზებული და ნაწყენი ლორგარი რამოდენიმე კვირით ჩაიკეტება თავის პირად აპორტიმენტებში სადაც მხოლოდ ორ ადამიანს მთავარ კაპელან ერებს და მეჩვიდმეტე პრიმარჰის "მამას" კორ ფაერონს ჰქონდათ შესვლის უფლება. კუთხეში მიმწყვდეული პრიმარჰი არ აღმოჩნდა ძნელი სამიზნე ქაოსისთვის მან გაიგო რომ კორ ფაერონს ბევრი რელიაგია შემოუნახია, არ გაუნადგურებია. "მე არ შემეძლო შესაძლო სიმართლის განადგურება" (ასე იმართლა მან თავი)
მეჩვიდმეტე ლეგიონი ერთვება ექსპედიციაში რადგან აღმოაჩინონ ახალი ღვთაება. ისინი მათ იპოვიან ერთს კი არა პირდაპირ ოთხს!

სიტყვის მატარებლების ტაქტიკა კჰურის შემდეგ რადიკალურად შეიცვლება, ისინი დროს აღარ კარგავდნენ დიპლომატიაზე არამედ პირდაპირ ორბიტალური ცეცხლით წმენდნენ პლანეტებს, ათობით და ასობით სამყაროები იქმნებოდა იმპერიუმისთვის შეუჩერებლად, სიტყვის მომტანები არაფერში ამჟღავნებდნენ დაუმორჩილობას, პირიქით ისინი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მეომრები გახდნენ. თითქოს ეს ლეგიონი გამოსწორდა და თავის შეცდომებზე ისწავლეს, მაგრამ არა. ლორგარის მეომრები ისე ეფექტურად ბრძოლობდნენ და ისე შორს გასცილდნენ ტერრას რომ ბოლოს და ბოლოს მიადგნენ ამ გალაქტიკის ყველაზე საშიშ ადგილს. ისინი ტერრორის თვალთან მივიდნენ.

ათასობით კილომეტრი უბრალოდ გატენილი იყო ვარპით, აქ ვარპი ჟონავდა რეალურ სამყაროში (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ამყველაფერთან ახლოს კი იყო ერთი პლანეტა, რომლის კულტურა საოცრად წააგავდა სიტყვის მატარებლების საშინაო პლანეტის კოლხიდას კულტურას. (ეს კადია იყო) ლორგარმა დიდი ხნის ფიქრის გარეშე ბრძანა გადასულიყვნენ პლანეტაზე რათქმაუნდა მათ კუსტოდიანელების ნაწილიც მიყვნენ. ამ პლანეტის ზედაპირზე ასტარტესები კოლხიდისმაგვარ უფრო სწორად ზუსტად იდენტურ ენას წაასყდნენ, აქ მცხოვრები ხალხი არ გამოირჩეოდა განვითარებით მათ სჯეროდათ რომ ზეციდან ჩამოვიდოდა ოქროსკანიანი მეომარი რომელიც მათ გადაარჩენდა და ასეც მოხდა! აბორიგენებმა ლორგარის თვალწინ ჩაატარეს უსასტიკესი რიტუალი (რათქმაუნდა კუსტოდიელი მოკლეს და სარზე ჩამოანცვეს) რის შედეგადაც "შამანის" სხეულში დემონი ინგეფელი ჩასახლდა. დემონმა ლორგარი პირდაპირ ტერორის თვალში შეიყვანა სადაც დაანახა ძველი ელდარული იმპერიის ნარჩენები.

სწორედ აქ გაიგო ლორგარმა ქაოსის შესახებ და გაიგო რომ თურმე ღმერთები არსებობენ, მაგრამ არა ისეთები როგორებიც მას ეგონა. აქ მან ბევრი რამ გაიგო და დღოშიდაც კი იმოგზაურა, მას კაიროსი ტზინჩის დემონიც დაელაპარაკა რომელსაც ორი თავი აქვს ერთი მუდამ სიმართლეს ამბობს მეორე კი ცრუობს. ლორგარისთვის გამონაკლისი მოხდა, მას ორივე სიმართლეს ეუბნებოდა. პრიმარჰის რწმენა იმაში რომ იმპერატორი უბრალო მოკვდავი იყო უფრო და უფრო მაგრდებოდა, ის საშინელ შეცდომაში შეიყვანეს უთხრეს რომ იმპერატორმა ქაოსის ძალების დახმარებით შექმნა პრიმარჰები და ძალით გაფანტა მათი კაფსულები მთელს გალაქტიკაში (სინამდვილეში ეს ლორგარის მეშვიდე კაპიტანმა ანგელ ტალმა გააკეთა, მაგრამ ეს სულ სხვა ისტორიაა) სისხლის ღმერთმა კჰორნმა ლორგარის გამოცდა გადაწყვიტა და მის მოსაკლავად თავისი უძლიერესი დემონი ანგგ'არატ შეუჩერებელი გაგზავნა. ლორგარმა დაამარცვა დემონი რითაც თავისი ძალა და ვაჟკაცობა დაამტკიცა, მან წარჩინებით ჩააბარა ქაოსის გამოცდა. სწორედ აქედან დაიწყო უდიდესი ღალატი დიდ გალაქტიკაში.
კიდევ ერთი რამ რისი ხსენებაც მინდოდა, ის კუსტოდიანელები, ბოლოს და ბოლოს ანგელ ტალის გალ ვორბაკმა მოკლა ვინც კითხულობს წიგნებს ვურჩევ იჩქარონ და მალე მივიდნენ პირველ ერეტიკოსამდე და ასევე ავრელიანიც წაიკითხონ (პატარა მოთხრობაა 80 პურცლიანი, მაგრამ ბევრ რამეზე ახდის ფარდას) აი ანგელ ტალის და კუსტოდიანელების ბრძოლაც. (ყველაზე ეპიკური კი ის არის რომ სიტყვის მატარებელი აკვილობს ძმად თვლიდა)

მე მახსოვს ბოლო ჟამი.
თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ როგორ ვარდებიან დედამიწაზე ვარსკვლავები? შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ციდან როგორ მოდის ცეცხლი?
თქვენ იტყვით რომ ეს შესაძლებელია. მე თქვენ არ დაგიჯერებთ. მე არ ვლაპარაკობ ომზე. მე არ ვლაპარაკობ პრომეთეის რაღაც ზეთიან ან რაკეტების ქიმიურ სუნზე. დაივიწყეთ დაუნდობელი ბრძოლები და სასტიკი დაბომბვები. მე არ ვლაპარაკობ ჩვეულებრივ სისასტიკეზე რომლითაც ადამიანები ებრძვიან ერთმანეთს.
მე ვლაპარაკობ სამართალზე. ღვთიურ სამართალზე.
ღმერთის მრისხანებაზე რომელიც უყურებს მთელს სამყაროს და ეს მის გულს სიბრაზით ავსებს. თავის რისხვაში ის აგზავნს ასობით ანგელოზს, თავისი წყევლის აღსასრულებლად. ის წვავს ცას და ავრცელებს განადგურებას მისი ექვსი მილიარდი ერთგული მიმდევრის თავებზე.
ახლა კი გაიმეორეთ, თქვით ისევე რომ თქვენ შეგიძლიათ ამის წარმოდგენა, როგორ ვარდებიან ვარსკვლავები ციდან, როგორ მოდის ცეცხლი წვიმასავით და ქალაქი ისე კაშკაშად აალებული რომ მისი დაღუპვის გარდა სხვას ვეღარაფერს დაინახავთ.
ბოლო ჟამმა მე ხედვა წამართვა, მაგრამ მე მაინც შემიძლია თქვენი სწავლება. მე მახსოვს ყველაფერი, საერთოდ როგორ შეიძლება ამის დავიწყება? ეს იყო ბოლო რასაც მე შევხედე.
ისინი ჩამოვიდნენ ჩვენთან ცისფერი მეტალის და თეთრი ცეცხლის მტახეველ ჩიტებზე.
ისინი თავის თავს მეცამეტე ლეგიონს ეძახოდნენ. ულტრამარის მეომრებს.
ჩვენ არ ვამბობთ ამ სახელებს. როცა ისინი გვაგდებდნენ ჩვენ სახლებიდან, კლავდნენ ყველას ვინც ეწინააღმდეგებოდათ, ანთხევდნენ ღვთიურ წყევლას ყველაფერზე რაც ჩვენ შევქმენით..
ჩვენ მათ ცრუ ანგელოზებს ვეძახდით.
თქვენ მოხვედით აქ რომ გაიგოთ როგორ გადაურჩა ჩემი რწმენა განკითხვის ჟამს. მე თქვენ საიდუმლოს გაგიმხელთ, როდესაც ვარდებოდნენ ვარსკვლავები, დუღდენ ოკეანეები, იწვებოდა მიწა, ჩემი რწმენა არ მომკვდარა.
ღმერთი მართლა არსებობს და ის ჩვენ ვერგვიტანს.
ნაწყვეტი კირენა ვალანტიონის "მომლოცველიდან"
აღწეილია კჰურის განადგურება
This post has been edited by Erickson on 8 Feb 2013, 23:52