
მწვანეკანიანთა რასული კლასიფიკაცია:
ორკები: უბრალო ორკს იგივი სიმაღლე აქვს როგორც ჩვეულებრივ ადამიანს(მიუხედავად იმისა რომ შეიძლება იყოს გაცილებით მაღალი, სწორად რომ დადგეს). ორკებს აქვთ ძლიერი, გამძლე, სხეული, გრძელი ხელებით და მოკლე მაგრამ მსხვილი ფეხებით. ორკებს გააჩნიათ დიდი ყბა, ბრტყელი ცხვირი და წითელი თვალები. მათ აქვთ მწვანე, უხეში კანი. ისინი ლაპარაკობენ ნელი ბასური ხმით. მათი საუბარი ნელი და კონკრეტულია

გრეტჩინები- გრეტჩინები საერთოდ გავენ ორკებს, მიუხედავად იმისა რომ ორკებივით დიდები, ძლიერები და სასტიკები არ არიან. სამაგიეროდ, ძველებმა ისინი ჭკუით და ეშმაკობით დაასაჩუქრა. გრეტჩინები ორკებზე მრავალრიცხოვანი არიან და ორკთა საზოგადოება მთლიანად დამოკიდებულია მათზე. ორკებს, ყოველდღიური ცხოვრება დიდად არ ანაღვლებთ, მხოლოდ ომის დაწყების წინ იჩენს თავს მათი საორგანიზაციო უნარ-ჩვევები. საჭმლის მოძებნა და მომზადება, წერილის გადაცება, ინფორმაციის დამუშავება, ყველაფერი გრეტჩინების მხრებზეა. საკვირველია, მაგრამ გრეტჩინები სრულად კმაყოფილი არიან თავისი მონური ცხოვრებით და აჯანყების შესახებ ფიქრებიც არ უჩნდებათ

სნოტლინგები- სნოტლინგები გამოიყურებიან როგორც ახალგაზრდა გრეტჩინებივით. როგორც ცნობილია, სნოტლინგები არიან ტვინიანი ბიჭების გადმონაშთი, რომლებსაც ორკები უმეტესად მონებად იყენებენ. მათი მთავარი დანიშნულება: სოკოების ფერმების, სპირტიანი სასმელების, და საკვების კეთებაა. ისინი ასევე მწყემსავენ სკვიგებს.

სკვიგები- სკვიგები ცნობილი არიან როგორც სკვიგური ცხოველები და ისინი ცხოვრობენ ორკებთან ახლოს. ისინი მწვანეკანიანთა ეკოსისტემის ნაწილს წარმოადგენენ. არსებობს სკვიგების უამრავი ნაირსახეობა, რომლებიც კიდევ იყოფა სხვადასხვა სახეებად. ყოველ მათგანს გააჩნია თავისი დანიშნულება, საკვები ნივთიერებიდამ, წამლამდე.
* * *
ორკების მცირე ლექსიკონი
BAD-ბოროტი, მამაცი, ძლიერი, მაგარი
BLITZ-შეჭრა, გაჩანაგება
BOSS- ლიდერი, ბელადი
DAKKA- შეტევა, ხმაურიანი იარაღი, სროლა, ჩხუბი
GUL- სიკვდილი, ძვლები, ქვა, თეთრი
GOB- პირი, ჭამა, დალევა
GOF- მეომარი, შავი, ღამე
GOR- სისხლი, წითელი, ჭრილობა
GRIM- უმოწყალო, გმირი, სახე, სახიფათო
GROD- მეგობარი ან საყვარელი მტერი
GROT- გრეტჩინი
MEK-ჭკვიანი, ტექნიკა, მექანიკური
MOR-ძველი, უხეში
NAZ-მთვარე, მდიდარი, შუქი
NOB- თავადობა, ავტორიტეტი
ORDZ- ბევრი
SKRAGA- მაგარი, ვეტერანი
SKUL- ბრძოლის დასასრული, მკვდარი
SNIK-ჭრა, ხოცვა, გლეჯვა
“Every atom in your body came from a star that exploded. And, the atoms in your left hand probably came from a different star than your right hand. You are all stardust.. So, forget Jesus. The stars died so that you could be here today.”
― Lawrence M. Krauss