"მე ვარ საომარი ჩაქუჩი, მე ვარ იმპერატორის მარჯვენა ხელი,
მისი ნების ინსტრუმენტი, შეჯავშნული ხელთათმანი მის მუშტზე,
მისი შუბის წვერი, მისი ხმლის პირი"რუხი რაინდების სამხედრო შეძახილი
იქ სადაც დემონები მძლავრობენ და Ordo Malleus-ის ინკვიზიტორიც ვერაფერს გახდება, სამეში ერთვებიან
რუხი რაინდები 
რუხი რაინდები არის კოსმოსური საზღვაო ქვეითების ორდენი, ოღონც სხვა ორდენებისგან განსხვავებით მათ არ იციან ვინ არის მათი პრიმარქი, არც ერთ "დაარსებაში" არ წერიან, ისინი არ იღებენ რიგით ბრძოლებში მონაწილეობას და დახელოვნებულები არიან დემონებთან ბრძოლაში და არიან Ordo Malleus-ის სამხედრო ფრთა. ყოველი რუხი რაინდი პოტენციური პსაიკერია, მაგრამ მათ ორდენში დაარსების დღიდან 10000 წლის განმავლობაში არავინ მიმხრობია ქაოს.
მათი მთავარი ბაზა "მონასტერი-ციხესიმაგრე" მდებარეობს სატურნის ერთ-ერთ მთვარეზე, ტიტანზე. მათი პიროვნება გასაიდუმლოებულია, ინკვიზიციამაც კი არ იცის ყველა მეომრის სახელი, მათი გმირობები ასევე საიდუმლოდ რჩება, სხვა ორდენების ქმედებებისგან განსხვავებით.
არსებობს 2 ურთიერთ გამომრიცხავი ,ლეგენდა როგორ შეიქმნა რუხი რაინდების ორდენი, პირველის თანახმად, რუხი რაინდები არცერთი 20 პრიმარქის გენისგან არ არის შექმნილი არამედ პირდაპირ იმპერატორის გენია მათში გამოყენებული. მეორე ლეგენდის თანახმად იშტვაან III-ის ხოცვა ჯლეტვას გადარჩენილი 8 ლოიალისტი ასტრატესის შერწყმული გენია ამ ორდენის მეომრებში გამოყენებული ხოლო ორდენის შექმნა თვით მალკადორმა ბრძანა.
რიგითი მეომრების, ტერმინატორების და სხვა ასტრატესების ორდენებისათვის დამახასიათებელი ჯარების სახეობების გარდა რუხ რაინდებს ყავთ 2 გამორჩეული კასტა "გამწმენდელები" და "პალადინები". გამწმენდელები არიან ორდენის "სულიერი ძალა" ხოლო პალადინები ორდენის "კუნთებია".
გამწმენდელებს არჩევენ ყველაზე უფრო სულიერად სუფთა და გაუხრწნელი მეომრებისგან, მთელს ორდენში მათი რაოდენობა არასდროს ასცილებია 40-ს.
პალადინებს შეუძლიათ თითქმის დამარცხებული ბრძოლის ბედის შემობრუნებაც კი. მათი ტოლნი არავინ არის მთელს ორდენში. იმისათვის რომ რუხი რაინდი გახდეს პალადინი არ არის საკმარისი ვაჟკაცობა და ბრძოლის უნარიანობის ქონა, პალადინობის რანგის მოსაპოვბლად საჭიროა 8 საგმირო საქციელის ჩადენა, ისინი იმდენად რთული და სარისკოა რომ მხოლოდ ყველაზე თავდადებული რაინდები ეკიდებიან ამ საქმეს. ყოველი პალადინი არამხოლოდ მის ასეულს არამედ რუხი რაინდების ხელმძღვანელებს დიდ მაგისტრებს უნდა ემსახურონ, როგორც მათი პირადი მცველები და მრჩევლები.
რუხი რაინდების ორდენს ყავს 8 დიდი მაგისტრი, ეს ტრადიცია ალბათ სათავეს იღებს იშტვაან III-ზე გადარჩენილი 8 საზღვაო ქვეითისგან რომლებსაც ზოგი ამ ორდენის დამაარსებლებად თვლიან. ასე რომ ორდენში არასდროს გამოჩნდება ერთი კაცი რომელიც ერთპიროვნულად შეძლებს რუხი რაინდების მართვას.

ბრძოლის ველზე წარმოდგენილი იქნება ერთი რაზმი რომელიც ეხმარება Ordo Malleus-ის ინკვიზიტორს ან პლანეტარული დაცვის ძალებს. მხოლოდ რუხი რაინდების ყოფნა ბრძოლის ველზე უკვე საკმარისია იმისათვის რომ დემონებმა დიდი ტკივილი და დისკომფორტი იგრძნოს, რუხი რაინდების პსაიკერული სიწმინდე და მათი საგალობლები ურთულებენ დემონებს მატერიალურ სამყაროში ყოფნას. რუხ რაინდებს უპირატესობა აქვთ დემონებთან შედარებით, მაგრამ ბრძოლაში ისინი ყოველთვის უმცირესობაში არიან ამიტომ რუხმა რაინდებმა უნდა იმოქმედონ სწრაფად და ეფექტურად რომ დემონების ლეგიონებმა არ წალეკონ ისინი.
This post has been edited by @lex on 13 May 2012, 17:53