"მშობელო-პირველმართველო, შენი დიდებისათვის და მისი დიდებისათვის დედამიწაზე"
საომარი შეძახილი

მთელს იმპერიაში განთქმული და პატივცემული
იმპერიის მუშტებიიმპერიის მუშტები ერთ-ერთი უძველესია და საწყისებით მიდის დიდ ჯვაროსნულ ლაშქრობამდე, იმპერატორი იმდენად ენდობოდა ამ ორდენს რომ ლაშქრობის დროს მათ პატივი ქონდათ Ordo Custodian-თან ერთად დაეცვათ იმპერატორი. მათ დაევალათ ასევე წმინდა დედამიწაზე სასხლის აშენება იმპერატორისათვის, რომელსაც ისინი "კბილებით" იცავდნენ ჰორუსის ღალატის ბოლო ეტაპზე. სწორედ ამ ორდენის პრიმარქს, როგალ დორნს დაავალა იმპერატორმა ოქროს ტახტის აგება.
დიდი ჯვაროსნული ლაშქრობის დროს მათ ერქვათ VII ლეგიონი, სხვანაირად მათ ასევე "ROMA" საც ეძახდნენ მათი რომის იმპერიისადმი და დედამიწისადმი მიკუთვნების ნიშნად.
ბრძოლების დროს VII ლეგიონი ასევე თამაშობდა სტრატეგიული რეზერვის როლს, ბრძოლის გადამწყვეტ მომენტში იმპერატორი სწორედ ამ ორდენს ავალებდა გამარჯვების მოპოვებას, როგორც შეჯავშნულ ხელთათმანიან მუშტს მათ ნოკაუტით უნდა დაეგდოთ მტერი ძირს. გავიდა დრო და ამ ლაშქრობაში, როგორც ყველა სხვა ორდენმა, იმპერიის მუშტებმაც იპოვეს მათი პირველმართველი, როგალ დორნი.

არ შეიძლება მოყვე კოსმოსური საზღვაო ქვეითების ორდენზე და არ დაწერო მათ პრიმარქზე. სხვა პრიმარქებისგან განსხვავებით ცოტა რამ არის კაცობრიობის ამ გმირის ახალგაზრდობის შესახებ ცნობილი, რაც ვიცით არის ის რომ, როგალ დორნი მოხვდა ცივ პლანეტა ინვიტზე სადაც ის აღზარდა ერთ-ერთი კლანის ლიდერმა. ამ კაცმა ყველაფერი ასწავლა როგალს ომის სტრატეგიის და დიპლომატიის შესახებ, დროთა განმავლობაში, დორნი გახდა კლანის ლიდერი და როგორც ბევრი მისი ძმა მან ჯერ მთელი პლანეტა დაიმორჩილა ხოლო შემდეგ სხვა პლანეტებსაც მიწვდა. როგალ დორნი ძალიან დიდ პატივს სცემდა მის მამობილს მას შემდეგაც კი როცა გაიგო რომ სისხლით ნათესავი არ იყო მისი.
მამობილის სიკვდილიდან 40 წლის შემდეგ იმპერატორი ინვიტამდეც მივიდა, როგალ დორნი მის ნამდვილ მამას მის ფლაგმანზე "ფალანგაზე" შეხვდა, (ამ ხომალდის შესახებ ცოტა მოგვიანებით დავწერ უფრო დაბლა). დორნი უყოყმანოდ შეუერთდა იმპერატორს ჯვაროსნულ ლაშქრობაში, იმპერატორმა მას მისი VII ლეგიონი გადასცა სამართავად, რომელსაც პრიმარქმა თავისი ინვიტელი მეომრებიც დაუმატა. როგალ დორნი ცნობილი იყო მისი უსაზღვრო ერთგულებით იმპერატორისადმი, მას არასდროს არაფერი მოუთხოვია იმპერატორისგან სანაცვლო, ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგი პრიმარქებს შორის, ის გამოირჩეოდა სამხედრო გეგმის სკურუპულიოზური დაგეგმვით, მისი გამარჯვებები აურაცხელი იყო ლაშქრობის დროს, ჰორუსმაც კი თქვა რომ თუ იმპერიის მუშტებს, თავდაცვითი ბრძოლის დიდოსტატებს მოუწევდათ ბრძოლა ლუნა მგელთან (როგორ გამოიცნო) ბრძოლა დაუსრულებლად გაგრძელდებოდა. დორნი ასევე იყო ძალიან პატიოსანი, ის არასდროს იტყოდა ტყუილს, თუნდაც ეს მას დახმარებოდა მის საქმეში, ამის გამო მაკრაგზე რობუტ გილიმანის ძეგლის გვერდზე აღმართულია როგალ დორნის ძეგლიც.
დიდი ჯვაროსნული ლაშქრობის ბოლოსკენ. როდესაც იმპერატორმა გადაწყვიტა დაბრუნებულიყო დედამიწაზე, მან როგალ დორნიც და იმპერიის მუშტებიც თან წაიყვანა, დიდებული სასხლის ასაშენებლად და მის დასაცავად. ერთხელ ფულგრიმმა კითხა როგალს თუ შეძლებდა სასახლე "რკინის მეომერების" შეკავებას, დორნს არც იქამდე ჩვეოდა ტყუილი და არც იმ მომენტში თქვა, "იმპერიის მუშტებს" და "რკინის მეომრებს" შორის არასდროს ყოფილა დიდი მეგობრობა რადგან ორივე ორდენი ალყის და ფორტიფიკაციების შენების დიდოსტატები იყვნენ, მათ შორის ყოველთვის იყო კონკურენცია, მაგრამ დორნის პასუხმა ისე შეურაწყო პერტურაბო რომ ძმებს აღარ უსაუბრიათ ამის შემდეგ არასდროს, ხოლო ძმათამკვლელი ომის დროს ისინი დანასისხლად გადაეკიდებიან ერთმანეთს.
ჰორუსის ერესის დასაწყისისას, იმპერიული მუშტების ჯერ კიდევ მიემართებოდა დედაიმიწისაკენ, როდესაც დაზიანებული "ეიზენშტეინი" იპოვეს და გადარჩენილმა საზღვაო ქვეითებმა ჰორუსის ღალატზე უამბეს იმპერატორს, დორნმა ეს ვერ დაიჯერა და კინაღამ მოკლა ნატანიელ გარო, თუმცა როდესაც ყველა გადარჩენილმა უამბო თუ რა ხდებოდა იშტვაან III-ზე, როგალიც იძულებული გახდა დაეჯერებინა რომ მისი ძმები ჰორუსი, ფულგრიმი, მორტარიონი და ანგრონი მისი, იმპერატორის და მთლიანად კაცობრიობის მტრები გახდნენ. როგალი იძულებული გახდა მისი ორდენის დიდი ნაწილი იშტვაანის სისტემაში გაეშვა, ხოლო თვითონ ვეტრანებთან ერთად დედამიწაზე დარჩა მამის სასახლის გასამაგრებლად. აჯენყების დაწყებას და სასახლეზე იერიშს შორის იყო მისია მარსზე, მალკადორ სიგილიტმა თხოვა დორნს რომ გაეგზევნა საექსპედიციო კორპუსი წითელ პლანეტაზე, სადაც იქაური სამოქალაქო ომი დაწყებულიყო, Adeptus Mechanicus-ის ნაწილი ჰორუსის მხარეზე დამდგარიყო, თუ იმპერიას სურდა ამ სამოქალაქო ომში გადარჩენა, მაშინ მას აუცილებლად უნდა შეენარჩუნებინა კონტროლი მარსის ქარხნებზე სადაც მზადდებოდა ასტრატესების და იმპერიული გვარდილების შეიარაღება ტყვიებით და ბოლტებით დაწყებული, კოსმოსური ხომალდებით დამთავრებული. იმპერიულმა მუშტებმა, Adeptus Mechanicus-ის ლოილური ფრთა და იმპერიული გვარდიის ნაწილები ერთად შეებრძოლნენ მოღალატეებს, მათ შეძლეს მნიშვნელოვანი ქარხნების ხელში ჩაგდება, მაგრამ მტერი მათ ჯაბნიდა რაოდენობით, ლოიალისტები იძულებულები გახდნენ უკანდაეხიათ, დანაკარგები შემზარავი იყო თუმცა მათ შეძლეს მარსიდან დიდი რაოდენობა იარაღის გამოტანა რომელიც მათ დედამიწის დაცვაში ძალიან გამოადგათ.

სამოქალაქო ომი 7 წელი მძინვარებდა, მოღალატეებმა შეძლეს დედამიწამდე მოღწევა, იმპერიის მუშტები, თეთრი შრამები, სისხლის ანგელოზები და სხვა ლოიალისტები მზად იყვენენ ბოლომდე ებრძოლათ და მტრისთვის არაფერი დაეთმოთ, თუმცა მოღალატეებმა ბრძოლის დასაწყისშივე იგდეს ინიციატივა, ჯერ კოსმოსში გაანადგურეს ლოალისტების ხომალდები, შემდეგ კი დესანტი გადმოსხეს 2 კოსმოპორტთან ახლოს, ამით მათ შეძლეს უზრუნველყოთ ჯარების და ამუნიციის უწყვეტი მომარაგება მოიერიშე ქაოსის მეომრებისათვის, ნელნელა მაგრამ დაბეჯითებით მოღალატეები უახლოვდებოდნენ იმპერატორის სასახლეს, ამას ერთვოდა ისიც რომ ვარპიდან დემონები გადმოდიოდნენ, ლოალისტთა რიგები თვალსადახელს შუა დნებოდა. ჩაღათაი ხანის ეშმაკობით და გაუგონარი ვაჟკაცობის წყალობით თეთრმა შრამებმა ხელთ იგდეს 2 დან ერთერთი კოსმოპორტი რითაც ქაოსის ჯარების მომარაგება განახევრდა, ამით ხანმა ასე საჭირო დრო მოიგო იმპერიისათვის. მოღალატეებმა რამდენიმე იერიში მიიტანეს პორტზე მაგრამ თეთრი შრამების სასახელოდ უნდა ითქვას რომ მათ ყველა შეტევას გაუძლეს. ბრძოლის 55 დღეს ორივე მხარისათვის ნათელი იყო რომ იმპერიის დამარცხება დროის ამბავი იყო, ოღონც ჰორუსის დრო დასასრულს უახლოვდებოდა, ერებუსმა აცნობა მას რომ ბნელი ანგელოზები და კოსმოსური მგლები უკვე გზაში იყვნენ, ხოლო ულტრამარინები ახლოს იყვნენ დედამიწასთან, ჰორუსმა იცოდა რომ მას კიდევ რამდენიმე კვირა ჭირდებოდა რომ ლოიალისტები საბოლოოდ გაეტეხა, მისი ვაბანკი წარუმატებელი აღმოჩნდა. რაც ამის შემდეგ მოხდა ერთიანი პასუხი არ არსებობს, ჰორუსმა მის ხომლადზე "შურისმაძიებელ სულზე" ფარების გამორთვა ბრძანა, ზოგი ფიქრობს რომ ჰორუსი ისე გამედიდურდა რომ მამის გამოწვევა უნდოდაო ერთ-ერთზე რომ ებრძოლათ, მაგრამ მე ვთვლი რომ ჰორუსმა განჭვრიტა რომ იმპერატორი არ გაუშვებდა ასეთ შანს ხელიდან რომ ბრძოლა დაესრულებინა მისი შვილის მოკვლით, ჰორუსსაც ხელს აძლევდა მამამისის ხომალდზე შეტყუებით აქ ის უცებ დაასრულებდა ომს, მოკლედ ორივე მხარეს სურდა ომის რაც შეიძლება მალე დასრულება თუნდაც უდიდესი რისკის ფასად, როგორც არ უნდა იყოს იმპერატორმა და მისმა შვილებმა ამით ისარგებლეს და ხომალდზე გადახტნენ მათ თან მიყვნენ იმპერატორის პირადი მცველები, და ვეტერანი სისხლის ანგელოზები და იმპერიის მუშტები, ოღონც ნახტომისას ხომალდის 3 სხვადასხვა ადგილზე აღმოჩნდნენ, როგალ დორნი თავისი იმპერიის მუშტებით ყველაზე შორს მოხვდა და ამიტომ მივიდა ბოგურაზე ყვეალზე გვიან, როგორც ზემოთ ავღნიშნე სწორედ მას დაავალა ოქროს ტახტის აგება იმპერატორმა.
ერესის შემდეგ როგალ დორნი სევდამ მოიცვა, ის თვლიდა რომ იმპერატორის ასეთი მდგომარეობა მისი პირადი დანაშაული იყო, ის ვერ პატიობდა თავს რომ ვერ მივიდა ბოგურაზე დროზე და ვერ შეძლო სანგვინიუსის გადარჩენა, ის გულქვა და შეუბრალებელი გახდა, მან წამოიწყო ლაშქრობა იმ ერეტიკოსების წინაამღდეგ ვინც დედამიწაზე ბრძოლას გადაურჩა, სანამ რობუტ გილიმანი და მისი ულტრამარინები წესრიგს ამყარებდნენ იმპერიაში, როგალ დორნი თავისი "მუშტებით" ლეწავდა მოღალატეების თავშესაფარებს.
მოგვიანებით, როგალ დორნი და სხვა პრიმარქები გილიმანმა დაიბარა დედამიწაზე, სადაც მან ძმებს წარუდგინა CODEX ASTRATES ანუ წესები თუ როგორ უნდა ემოქმედათ პოსტერესულ პერიოდში ორდენებს, ერთერთი წესი თხოვდა მათ რომ უშველებლი ლეგიონები დაშლილიყო და თითოეულ ლეგიონში 1000 საღვაო ქვეითზე მეტი არ უნდა დარჩენილიყო, როგალ დორნიც, ლემან რუსიც და ვულკანიც უკმაყოფილოები დარჩნენ ძმის ასეთი გადაწყვეტილებით, დორნმა როგორც დედამიწის და იმპერატორის მცველი ლეგიონის პრიმარქმა განსაკუთრებული უფელებები ითხოვა რომ მისი ლეგიონი არ დაშლილიყო, მაგრამ გილიმანი უდრეკი იყო, ვერცერთმა ძმამ ვერ გაბედა რობუტის წინააღმდეგ წასვლა, ყოველი მათგანი ხვდებოდა რომ ახლახანს მორჩენილი ომის შემდეგ იმპერიას მეორე სამოქალაქო ომი ყველაზე ნაკლებად ჭირდებოდა, ულტრამარინები ყველაზე უფრო დიდი ლეგიონი იყო იმ დროისათვის და პლიუს იმპერიის გვარდიაც და მთლიანად იმპერიის მთავრობა გილიმანს უჭერდა მხარს. მაგრამ იმპერიის მუშტების გაყოფა არ იყო ადვილი საქმე, ამ ორდენში ძმობა ძალიან მაღლა ფასობდა ყოველი ასტრატესი უზომოდ ერთგული იყო თავისი ორდენის და პრიმარქისადმი. დორნს ეშინოდა რომ მისი შვილები არ ისურვებდნენ ორდენის დაყოფას და ამას შეიძლებოდა საქმე იმპერიის ღალატამდეც კი მიეყვანა, რასაც დორნი ვერ დაუშვებდა, მან გადაწყვიტა რომ ჯობდა მისი მომრები გმირული სიკვლდილით "დასაჩუქრებულიყვნენ" ერეტიკოსებთან ბრძოლაში ვიდრე მოღალატეები დარქმეოდათ და იმპერიის ძალებს შებრძოლებოდნენ, ეს უნდა ყოფილიყო ორდენის წმენდა და განწმენდვა. ასე იწყება ტრაგიკული სამხედრო კამპანია "რკინის გალია".

ჰორუსის სიკვდილის შემდეგ როდესაც ერეტიკოსი ასტრატესები ან ტერორის თვალში მირბოდნენ გადასარჩენად ან თავშესაფრას ეძებდნენ გაცეცხლებული ლოიალისტური ორდენებისგან, იმპერიის მუშტების დაუძინებელმა მტრებმა რკინის მეომრებს და მათ პრიმარქს პერტურაბოს ეყოთ სითავხედე იმპერიაში დაეპყროთ პლანეტა სებასტუს IV და იქ დიდი ციხესიმაგრე აეგოთ, ასეთ სითავხედს იმპერიის მუშტები ვერ მოითმენდნენ, იმ თეორიას რომ დორნს სურდა მისი ლეგიონის გაწმენდა ამტკიცებს ის ფაქტიც რომ, პრიმარქი ყოველთვის გულმოდგინეთ აგდენდა საბრძოლო გეგმას ხოლო აი ასეთ მნიშვნელოვან ბრძოლაში მან უბრალოდ მიუსია მტერს მისი შვილები. რკინის მეომრებს უზარმარი უპირატესობა ქონდათ, ისინი იყვნენ თავდაცვიტ პოზიციაში, აწყობდნენ ხაფანგებს და ჩასაფრებებს, მუშტები გეგმის გარეშე იბრძოდნენ, მაგრამ მათი დამარცხება მაინც ვერ მოახერხეს, რკინის მეომრებს აკლდათ ის რაც იმპერიის მუშტებს საკმარისზე მეტი ქონდათ, თავგანწირვის უნარი, დორნი პირადად იბრძოდა და თავზარს სცემდა მტრებს. იმპერიის მუშტებს უშველებლი დანაკარგები ქონდათ და საბოლოო დარტყმას ვერ აყენებდნენ მტრებს, რკინის მეომრებსაც არ შეეძლოთ VII ლეგიონის დამარცხება, ბრძოლა "ჭაობში ჩაეფლო" სიტუაცია შეცვალეს ულტრამარინებმა რომლებმაც განდევნეს რკინის მეომრები სებასტუს IV დან. ამ ბრძოლის შემდეგ ორდენის დაყოფა აღარ იყო ისეთი რთული. თუმცა აქვე ავღნიშნავ რომ ყველა შვილობილი ორდენი უზომო პატივს სცემს როგალ დორნს და არ კარგავს ურთიერთობას "იმპერიის მუშტებთან" (შვილობილ ორდენებზე და მათ ურთიერთობაზე მშობელ ორდენთან ცოტა ქვემოთ დავწერ). 20 წელი დაჭირდათ იმპერიის მუშტებს რომ "რკინის გალიის" იარები მოეშუშებინათ, და როდეაც ისინი დაუბრუნდნენ ბრძოლის ველს, მათი ერთგულება კოდექსისადმი მხოლოდ ულტრამარინებისას თუ ჩამოუვარდებოდა.
როგალ დორნმა სიცოცხლე დაასრულა ისე როგორც ნამდვილ პრიმარქს და იმპერიის გმირს შეფერის, აღმატებულ მტერთან ბრძოლაში. როდესაც I შავი ჯვაროსნული ლაშქრობა ჯერ კიდევ მხოლოდ მზადებაში იყო, როგალ დორნი წარუძღვა მცირე ელიტარულ რაზმს ბრძოლაში, ისინი იყენებდნენ პარტიზანულ ტაქტიკას და მტერს აყენებდნენ საგრძნობ დანაკლის. მაგრამ ერთხელაც ის და მისი რაზმი მოიმწყვდიეს ხომალდ "საკრილიჯის ხმალზე" სადაც ის გმირულად მოკვდა, თუმცა არსებობს მოსაზრება რომ დორნი გადარჩა და დაბრუნდება როდესაც ადამიანთა იმპერია ყველაზე დიდ განსაცდელში იქნება.

ყველა ორდენს აქვს თავისი მშობლიური პლანეტა სადაც ის ბრძანებლობს, ულტრამარინებს მთელი კოსმოსური იმპერია აქვთ სადაც ისინი იმპერიის მოქალაქეების ბედს განაგებენ. აი იმპერიის მუშტებზე კი იგივეს ვერ ვიტყვით. მათი "სამშობლო" არა რომლეიმე კონკრეტული პლანეტა არამედ 10000 წლიანი კოსმოსური მონასტერი-ციხესიმაგრე "ფალანგა", იმპერიის მუშტებს არასოდეს ქონიათ სურვილი ემართათ მთელი პლანეტები, ორდენი ყოველთვის იყო წმინდა სამხედრო შენაერთი, მათ მიერ განტავისუფლებული პლანეტებისგან ისინი ითხოვენ მხოლოდ ახალ რეკრუტებს და მეტს არაფერს. ყველაზე დიდი სარეკრუტო ბაზები ორდენს აქვს ინვიტზე, დედამიწაზე და ნეკრომუნდაზე.
პოსტერესულ პერიოდამდე იმპერიის მუშტების სამხედრო დოქტრინა იყო მოუქნელი ფორმაციით ერთიანი შეტევა მტერზე როდესაც ის უკვე "ტომარაში" იყო მოქცეული სხვა ლეგიონების მიერ. ყოველი შენაერთი ზუსტად ერთიდაიგივე იყო ხოლო შენაერთის ხელმძღვანელები არ გამოირჩეოდნენ ფანტაზიით, საბოლოო შეტევისას ისინი იპოვნიდნენ მტრის დაცვაში ბზარებს და იქ დაარტყამდნენ ყველა მაგრა, ვერცერთი მტერი ვერ უძლებდა ასეთ შეტევას, ან თუ მტერი კერკეტი კაკალი აღმოჩნდებოდა იმპერიის მუშტები, ნაბიჯ ნაბიჯ მეთოდურად უსწორდებოდნენ მათ, როგორც ეს სებასტუს IV-ზე გააკეთეს. თანდაცვიტ ბრძოლაში კი მათი გატეხვა თითქმის შეუძლებელი იყო. გამარჯვების წყურვილში ცოტა ვინმე თუ შეედრება იმპერიის მუშტებს.
ერესის შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა იმპერიის მუშტების დოქტრინაში ყოველი ასეული განსაკუთრებულია, ყოველი რანგის მეომარი წახალისებულია რომ გამოიჩინოს ინიციატივა და იმპროვიზაციას მიმართოს. ახალი დოქტრინით იმპერიის მუშტებით მოულიდნელად და დიდი ძალით უტევს რომ მტერზე მანამ მოიპოვოს უპირატესობა სანამ ის აზრზე მოვა რა ხდება. ერესის შემდეგაც ისინი რჩებიან ურბანული ბრძოლის და ალყის დიდოსტატები, ისინი იყენებენ ფორტიფიკაციებს მხოლოდ მა შემდეგ რაც ყველა სხვა უფრო აგრესიული ხერხი ამოწორულია.
ახალა კი შვილობილ ორდენებზე
მეორე დაარსებისას იმპერიის მუშტებისგან წარმოიშვა კიდევ 3 ახალი ორდენი (რკინის რაინდები II დაარსებას არ ეკუთვნიან), ისინი შეიქმნენ სხვადსხვა იდეოლოგიური და სამხედრო დოქტრინის გარშემო. დაყოფისას როგალ დორნმა ყოველ ახალ ორდენს დაურიგა რელიქვიები, იმის ნიშნად რომ დრონი არ ტოვებდა მის შვილებს მიუხედავათ გაყოფისა. კიდევ ერთი ტრადიცია რიტაც შვილობილი ორდენები ერტად არიან არის "დანების ნადიმი" სადაც ორდენთა რჩეულები ერთმანეთს ეჯიბრებიან, საზღვაო ქვეითები ერთმანეთს უზიარაბენ გამოცდილებას, ამბებს და ა.შ.

"არავითარი შეწყალება, არავითარი ქენჯნა, არავითარი შიში"
ყველაზე ცნობილები ალბათ შავი ტამპლიერები არიან. ის დაარსა როგალ დორნის ჩემპიონმა სიგისმუნდმა, მან დადო ფიცი რომ მისი ორდენი არასოდეს შეწყვეტდა ბრძოლას იმპერიის მტრებთან და ასე 10000 წელის შავი ტამპლიერება მარადიულ ჯვაროსნულ ლაშქრობაში არიან. შავი ტამპლიერები საშინლად ვერ იტანენ პსაიკერებს, მათ რიგებში ვერ ნახავთ ვერცერთ ბიბლიოთეკარს, მათ უწევთ ნავიგატორებთან მუშაობა რადგან მათ გარეშე ვერ იფრენენ და პატივს სცემენ რუხ რაინდებს, ამგრამ აი სხვა ყველა სანქცირებულ პსაიკერებთან რთული დამოკიდებულება აქვთ. რუხ ტაიმპიელერებს ძალიან უყვართ ცივი იარაღით ბრძოლა, ხშირად ისნი პირდაპირ მტრის ცეცხლის ქვეშ მიდიან რომ ბოლოს მტერს ხმალდახმალ ეკვეთნონ ხოლო დანაკარგებს ისინი ადვილად უყურებენ.

-არის მხოლოდ იმპერატორი!!!
-ის ჩვენი ფარი და მცველია!!!
ორდენის გაყოფისას მეწამული მუშტები ყველაზე ახალგაზრდა საზღვაო ქვეითებით დაკომპლექტდა და ამიტომ მათვის ყველაზე ადვილი იყო გაყოფის გადატანა. თავიანთი 9000 წლიანი არსებობისას მეწამულ მუშტებს მრავალ ქსენოსთან ქონიათ ბრძოლა, განსაკუთრებით კი ორკებთან, ისინი სპეციალისტები გახდნენ უცხოპლანეტელებთან ბრძოლებში და ამიტომ Ordo Xenos არმისს Deathwatchის ძირითად ბირთვს წამროადგენენ.

რკინის რაინდები

"დორნისათვის!!!" ან "იმპერატორისათვის, თავისუფლებისათვის"
სულის მსმელები. ამ ორდენი სამხედრო დოქტრინა იყო სწრაფი და თავდაუზოგავი შეტევა მტერზე, იერიში იმდენამ სწრაფი და მასიური უნდა ყოფილიყო რომ მტრის სულისკვეთება გამქრალიყო, თუნდაც დიდი დანაკარგების ფასად. მათ უცნაურ ისტორიაზე როგორმე სხვა დროს დავწერ.
იმპერიის მუშტები მოდიან!!! ძრწოდეთ მუტანტებო, ერეტიკოსებო, ქსენოებო!!!
This post has been edited by @lex on 17 May 2012, 23:25