ჰორუსის ერესის დროს სისხლის მღვრელი და სასტიკი ბრძოლები იმართებოდა, მინდა მოვყვე თუ როგორი იყო ბრძოლები XXX ათასწლეულში, პრიმარქების ერაში. მე მოვყვები თვითონ ბრძოლებზე და არა იმაზე თუ როგორ გადადიოდნენ ლეგიონები ჰორუსის მხარეზე და როგორ ისადგურებდა ქაოსი პრიმარქების გულებში.
ამ სამოქალაქო ომის პირველი შებრძოლება სულაც არ იყო ჰორუსის ჯარებთან. ამ ომის პირველი შეტაკება მოხდა პლანეტა პროსპეროზე ლოიალისტ კოსმოსურ მგლებს და ასევე ლოიალისტურ ათას შვილს შორის.

რომ გავიაზროთ ამ ბრძოლის მიზეზები, ერთი-ორი სიტყვა უნდა ვთქვათ ათასი შვილის პრიმარქზე მაგნუს წითელზე, მაგნუსი მოხვდა პლანეტაზე სადაც პსაიკერები მართავდნენ და "ჯაოდქრობა" ცხოვრების შემადგენელი ნაწილი იყო, მაგნუსი თვითონ იყო დაჯილდოვებული დიდი პსაიკერული შესაძლებლობებით, როდესაც იმპერატორი მაგნუს შეხვდა მას სულაც არ გახარებია რომ პროსპეროზე პსაიკერობა ასე უკონტროლო იყო, იმპერატორმა გაანდო მაგნუს რომ იმატერიუმში ქაოსი იმალებოდა რომელიც საშიში იყო მატერილაური სამყაროს არსებობისათვის, მაგნუსმა ნახა ვარპის საზარელი მხარე და დაპირდა იმპერატორს რომ ის უფრო ფრთხილად მოეკიდებოდა პსაიკერობას, მაგრამ რეალურად ის სულ სხვანაირად იქცეოდა. მაგნუსი დიდ პატივს სცემდა სხვა პსაიკერებს და მან პირველმა დაიწყო პსაიკერების რეკრუტირება მისი ორდენისათვის რომლებსაც ბიბლიოთეკარები ეწოდათ, ათასი შვილის შემდეგ პსაიკერული შესაძლებლობების კოსმოსური საზღვაო ქვეითების აყვანა დაიწყეს სხვა ორდენბმაც, მაგრამ ზოგ პრიმარქს სულაც არ მოეწონათ ეს იდეა, ლემან რუსსმა მათ ალქაჯები უწოდა, კორაქსმა და როგალ დრონმა უარი განაცხადეს იმ ორდენებთან ერთად ბრძოლა ვინც ბიბლიოთეკარებს იყენებდა, მორტარიონმა პირდაპირ ჯდოქარი უწოდა მაგნუს. იმპერატორი დააფიქრა იმან რომ ძმებს შორის მწიფდებოდა უნდობლობა და არც იმპერატორს ეხატებოდა გულზე პსაიკერი ასტრატესების ხილვა, იმპერატორი აპირებდეა ჩამოშორებოდა დიდ ჯვაროსნულ ლაშქრობას მაგრამ საამისოდ მას ჯერ ეს პრობლემა უნდა გადაეწყვიტა, ასე დაიწყო ნიკეის საბჭო (ასეთი საბჭო რეალურად გაიმართა ბიზანტიის ქალაქ ნიკეაში ორჯერ სადაც ქრისტიანობი დოგმატებზე მსჯელობდნენ) ამ საბჭოში მონაწილეობდა ყველა პრიმარქი და იმპერიის მართველი წრეები, იქ გამართულ დისკუსიებს აღარ ავღწერ სიტყვა ისედაც გამიგრძელდა, ვიტყვი მხოლოდ იმპერატორმა რა გადაწყვეტილებაც მიიღო, ასტროპათების და ნავიგატორების გარდა ორდენებში არცერთი სხვა პსაიკერის აყვანა აღარ შეიძლებოდა, არსებულ ბიბლიოთეკარებს ეკრძალებოდათ მათი ნიჭის გამოყენება, ყველა ორდენში უნდა შექმნილიყო ახალი ორგანო, კაპელანები, რომელთაც უნდა დაეცვათ "იმპერიული სიმართლე" და თვალყური უნდა ედევნებინათ რომ ორდენში რაიმე იმპერიის საწინაამღდეგო არ ჩასახულიყო, იმპერატორი გაცეცხლებული იყო მაგნუსის საქციელით როცა საბჭოს დროს გაირკვა რომ ის არ შეშვებია ჯადოქრობას და კონტროლ ქვეშ არ აუყვანია პსაიკერები პროსპეროზე, როგორც ის დაპირდა მამამის, იმპერატორმა აუკრძალა მაგნუს პსაიკერობის გამოყენება შემდეგი სიტყვებით "თუ ვარპთან კავშირში დარჩები, მე ნგრევას მოგივლენ და შენი ლეგიონის სახელს ამოვშლი ისტორიიდან!" მაგნუსი შეპირდა იმპერატორს რომ ყველაფერს შეასრულებდა მაგრამ რეალურად ერთი წუთითაც არ უფიქრია ამის გაკეთება, მან უბრალოდ იატაკქვეშეთში გაუშვა პროსპეროს ჯადოქრობის სკოლები და თავის უფროს ბიბლიოთეკარებს დაავალა ჯადოქრობის მალულად შესწავლა. მაგნუსმა უბრძანა ყველა ორდენის წევრს დაბრუნებულიყნენ პროსპეროზე მაგრამ ზოგი შენაერთი ისე შორს იყო რომ ბრძოლის დროსაც კი ჯერ კიდევ გზაში იყვნენ.

ტიზკა, დასჯამდე
ერთხელაც მედიტაციისას მაგნუსმა დაინახა საზარელი სურათი, როგორ დებს ჰორუსი ქაოსის ღვთაებებთან ხელშეკრულებას, ბრძოლას დედამიწაზე, რამდენიმ ძმის სიკვდილს, მაგნუსი შევიდა ვარპში და შეეცადა ჰორუსისთვის გადაეთქმევებინა ღალატი მაგრამ უშედეგოდ, ამ წარუმატებლობის მერე, მაგნუსი შეეცადა გაეფრთხილებინა მამამისი, ასტროპათიით ამბავს დიდი ხანი დაჭირდებოდა რომ დედამიწამდე ჩაეღწია, მაგნუსმაც გადაწყვიტა აკრძალული ჯადოქრობა გამოეყენებინა, ამით ის 2 კურდღლის დაჭერას ფიქრობდა, ერთი რომ იხსნიდა იმპერიას სამოქალაქო ომისგან და მეორე დაარწმუნებდა იმპერატორს რომ ჯადოქრობა არ არის აუცილებლად ცუდი. გაგზავნილმა ამბავმა ეგრევე ჩააღწია დედამიწამდე, გაარღვია პსაიკერული ფარი რომელიც იცავდა სასახლეს, ჩააღწია სასახლის ყველაზე ქვედა სართულებამდე, დაარღვია გზა- ქსელი და პირდაპირ იმპერატორის გონში მოხვდა, იმპერატორმა დაინახა ყველაფერი რაც მაგნუსმა უწინასწარმეტყველა, როდესაც მან გაიაზრა თუ რა გააკეთა მისმა შვილმა, მოთმინების ფიალა აევსო, ის ისე გაბრაზდა რომ რეალობის დანახვა ვეღარ შეძლო და მაგნუსი ჩათვალა ქაოსის მიმდევრად და მამის მოღალატედ რომელსაც სურდა იმპერატორის და პრიმარქების გადაკიდება. გაბრაზებულმა იმპერატორმა მოიხმო ლემან რუსსი და უბრძანა რომ წასულიყო პროსპეროზე და შებრალების გარეშე დაესაჯა მაგნუსი და მისი ლეგიონი, ლემანმა მთელი მისი არმია წაიყვანა, მას თან გაყვნენ იმპერატორის პირადი დაცვის წევრები, დუმილის დები და შავი ხომალდები, ამ ბოლოს 2-ის დავალება იყო პროსპეროდან ყველა პსაიკერის და ჯადოქრის ჩამოყვანა. კოსმოსური მგლებისთვის ეს არასასიამოვნო დავალება იყო, ჯერ ერთი მათ თავიანთი ძმები, ასტრატესები უნდა გაენადგურებინათ მეორეც ერთი ისინიც ისევე ძლიერები იყვნენ როგორც მგლები, იგივე ღონით და შეიარაღებით. თან ყოველი ჯარი ძლიერია საკუთარი კედლებში, მაგრამ იმპერატორმა გასცა ბრძანება, კოსმოსური მგლები მას ნებისმიერ ფასად შეასრულებდნენ.
მაგნუსმა როგორც დიდმა პსაიკერმა იგრძნო რომ მამამისი ძალიან გაბრაზებული იყო შვილის საქციელით, იმასაც მიხვდა რომ ის ძენჩის მაქინაციების მსხვერპლი იყო, ცვლილებების ღვთაებას სურდა რომ ათას შვილს და კოსმო მგლებს ერთმანეთი გაენადგურებინათ. მან არ გააფრთხილა პროსპეროს თავდაცვა და მისი ლეგიონი მოახლოებული უბედურების შესახებ, პირიქით მაგნუსმა დაბლოკა პსაიკერების უნარი რომ წინაწარ ეგრძნოთ მოახლოებული მტერი. მაგნუს უნდოდა ეჩვენებინა იმპერატორისათვის რომ ის მიხვდა თავის დანაშაულს და მზად იყო მიეღო სასჯელი. როდესაც კოსმო მგლების ფლოტმა პლანეტას მიაღწია, ისინი გაკვირვებულნი დარჩნენ, პლანეტარული თავდაცვითი სისტემა სრულიად გათიშული იყო. თუმცა მათ შეამჩნიეს რომ ბევრი სამოქალაქო ხომალდი ტოვებდა პროსპეროს, ზოგიერთზე მგლებმა შეძლეს შეღწევა და ეკიპაჟისგან იგებდნენ ყველაფერს ერაც პლანეტაზე ხდებოდა. ხომალდებმა პროსპეროს ორბიტაზე გაჩერდნენ და პლანეტარული ბომბარდირებისათის გაემზადნენ, პირველი გასროლა ლემანის ფლაგმანმა ჰრაფნკელმა გააკეთა გამთენიისას, დანარჩენმა ფლოტმა მაშინვე მიბაძა მას. მგლებმა პირველ რიგში ორბიტალური დაცვის პლატფორმები გაანადგურეს, ამ დანაგარების უმრავლესობის დატენვაც კი არ მოხერხდა, რამდენიმე იღბლიანმა თითო გასროლა გააკეთა და იმავე წამს სამუდამოდ დაადუმეს.
შეიძლება მანუს არც სურდა რაიმე წინააღმდეგობის გაწევა მაგრამ ათას შვილში ყველა ასეთი დამთმობი არ იყო, ლეგიონის ჯადოქრებმა პსაიკერული ფარი შექმნეს პროსპეროს დედაქალაქის, ტიზკას გარშემო. პირველი რაც პროსპეროს მცხოვრებლებმა იგრძნეს იყო ცხელი ქარი რომელიც ზემოდან მოდიოდა მას დამწვარი მეტალის და ზეთის სუნი ქონდა. ტიზკას მცხოვრებნი ხედავდნენ მათი ქალაქის ცაზე უამრავ ელვას ეს იყო ბომბები რომელიც ფეთქდებოდა პსაიკერულ ფარზე დავარდნისას. ორიბიტიდან მომავალი ცეცხლი იმდენად მჭიდრო და ხშირი იყო რომ კონტინენტის ხელა ქალაქს გაასწორებდა მიწასთან მაგრამ კინეტიკური ბარიერი იცავდა ტიზკას, თუმცა ფარის შენარჩუნებას იმხელა პსაიკერული ძალები ჭირდებოდა რომ მრავალი ლეგიონერი უბრალოდ დაიცალა ძალისგან და მოკვდა. მაგნუსი თავისი სასახლიდან უყურებდა როგორ იწვოდა მიწა ტიზკას გარშემო, როგორ იფერფლებოდა უზარმაზარი ტყეები სულ რაღაც წამებში, ახლა მან სრულებით გაიაზრა თუ რას ფიქრობდა მამამისი მის პსაიკერულ გზავნილზე და ჯადოქრობის გამოყენებაზე.
ბომბრადირების დამთავრების თანავე დაიწყო სახმელეთო ოპერაცია, მგლები ათასობით მოდიოდნენ. პსაიკერული ფარი ვერ დაიცავდა ქალაქს სახმელეთო იერიშისგან და ამიტომაც ათასმა შვილმა შეწყვიტა მისი გამოყენება და ქალაქის გამაგრება დაიწყეს. მოიერიშე და სადესანტო ხომალდები პირველები გამოჩნდნენ, მათ უკან უფრო დიდი ხომალდები მოდიოდნენ რომლებსაც ჯავშანტექნიკა და საარტილერიო დანადგარები მოქონდათ, პროსპეროს თავდაცვითი დოქტრინით ნებისმიერი მტერი ორბოტაზევე უნდა განადგურებულიყო, ვერცერთი მტერი ვერ შემოაღწევდა პლანეტის ატმოსფეროში, ასე რომ ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარები პროსპეროს მცხოვრებლებს უბრალოდ არ ქონდათ, ასეთ პირობებში გზა ტიზკასკენ თავისუფალი იყო.
პირველმა ხომალდმა ქალაქის ძველ ნაწილს შეუტია, ჯერ რაკეტების ბარაჟი გაუშვა შემდეგ ქვემეხებიც აამუშავა, ხომალდი ნანგრევებში დაჯდა და რამპა ჩამოწია, იქიდან კი ლემან რუსი ჩამოვიდა 2 ფენრისიულ მგელთან ერთად,

მან ნასიამოვნებმა დაიღრიალა როდესაც გარშემო გამეფებული ნგრევა დანახა, მისმა მეომრებმა ტიზკას პორტს შეუტიეს. ტიზკას სამოქალაქო მილიცაიმ შენობების სახურავებიდან და ფანჯრებიდან გაუხსნა ცეცხლი კოსმო გლებს ყველაფრით რაც მათ გააჩნდათ, არავინ ფიქრობდა რომ ისინი შეაჩერებდნენ მაინც მგელბს მაგრამ არც არავის უფიქრია რომ "ვიკინგებისთვის" ტურისტული გასეირნება მოეწყოთ მათ ქალაქში.

ქალაქის დაცვამ ჰაერში აწია ყველა გამანადგურებელი რაც მათ ყავდათ და ტიკზას ცა საჰაერო ბრძოლის ველად იქცა სადაც ორივე მხარის გამანადგურებლები ერთმანეთს კუდში უჯდებოდნენ, აფეთქებდნენ და ა.შ. პროსპეროს იმპერიის გვარდია მამაცურად შეეგება მგლებს ბრძოლის ველზე, მიუხედავათ იმის გააზრებისა რომ გამარჯვების შანსები ძალიან მცირე ქონდათ. მიუხედავათ ხოცვა ჟლეტვისა ტიზკას მცველები არ ფიქრობდნენ წინაამღდეგობის შეწყვეტაზე, XV მოიერიშე ქვეითი პოლკის ნაწილებმა ძველი ქალაქის ასასვლელები დაიკავეს, ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ბომბარდირება ს გადარჩენილი ჯარი იკრიბებოდა ქალაქისკენ დასაძვრელად, პალატინის გვარდიელები ცეცხლმოკიდებულ პორტთან დაბანაკდენენ, მიუხედავათ ამ რაზმის მომგებიანი პოზიციისა და გონიერი ხემლძღვანელისა, ლემან რუსსმა და მისმა საზღვაო ქვეითებმა 2 წუთში გადაუარეს მათ.

იმპერიის გვარდია და მილიცია გატეხილ იქნა, ქალაქის ძველი ნაწილი დაეცა. მაგრამ ნამდვილი ბრძოლა კოსმოსური მგელბისთვის მხოლოდ ახლა იწყებოდა. ათასმა შვილმა 6 მთავარი პირამიდის გარშემო შექმნა დამცავი რკალი და მტერს დაელოდა.

მგლებმა ისევ იგდეს ინიციატივა ხელში და მრავალი ათასი შვილის ლეგიონერი ბრძოლის დასაწყისშივ მოკვდა როდესაც მეფე მგელი მათ პოზიციებზე შევარდა,

ჰუსკარლები მტრის რიგებს წუთებში თელავდა, დუმილის დები, ძალას აკარგვინებდნენ ბიბლიოთეკარებს, როგორც იქნა კასტოდიანელებიც ჩაერთვნენ ბრძოლაში, მათი უძლიერესი იარაღი კერამიტის ჯავშანს და ხორცს ერთნაირად გლიჯავდა,

ათასი შვილის დასასრული უკვე ახლოს იყო, სულ 1500 ლეგიონერი იყო ცოცხალი იმ მომენტისთვის, 3-ჯერ უპირატესი რაოდენობის მქონე მტერი და გაცეცხლებული პრიმარქი ლემან რუსსი, ეს უკვე დასასრული იყო, ამ ავბედით ჟამს ათასმა შვილის ლეგიონერებმა მიიღეს გადაწყვეტილება და შავი მაგია გამოიყენეს მტრის წინაამღდეგ, ბევრი კოსმო მგელი დაეცა ამ მომენტში, ათასი შვილის ლეგიონს იმედი გაუჩნდა რომ მათ ჯერ კიდევ შესწევთ ძალა გაიმარჯვებინაღ ამ ბრძოლაში,

მაგრამ მათი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან დუმილის დები გამოვიდნენ ჩრდილიდან და პირდაპირ შეუტიეს ათასი შვილის პოზიციებს, მათ გადალახეს მომაკვდინებელი ბარიერი და შავი მაგია ათასი შვილის წინააღმდეგ შეატრიალეს, მოღალატე ლეგიონერები სისხლის ანთხევდნენ და იხოცებოდნენ ხოლო დუმილის დები მათ ენერგო ხმლებით ჩეხავდნენ

კოსმოსურმა მგლებმა გამოიყენეს ეს შანსი და ისევ შეტევაზე გადავიდნენ, მაგრამ მაგნუსის შვილებმა შეძლეს გადაჯგუფება და დუმილის დებზე ცეცხლის კონცეტრირება. ათასი შვილის კაპიტნებმა ახალი კონტრშეტევა წამოიწყეს, მათ პსაიკერული შესაძლლებლობებით ბზარები გააჩინეს კოსმოსური მგლების ფორმაციაში, იქ შეიჭრენ და დაცვა გააძლიერეს, ეს წარმატება მცირეხნიანი აღმოჩნდა რადგან ჰორიზონტზე უშველებელი "მეფე მგელი" ლემან რუსსი და ტრემინატორთა რაზმი გამოჩნდა, ათასი შვილის კაპიტნები მიხვდნენ რომ ისინი განწირულები იყვნენ თუ პრიმარქს არ მოკლავდნე, ერთ-ერთმა კაპიტანმა, აურაგმამ რუსსზე ცეცხლი გაუშვა მაგრამ პრიმარქმა როგორღაც ეს ცეცხლი აურაგმას წინააღმდეგვე მიმართა და დაფერფლა ის. ათას შვილს აღარ შეეძლო რუსსის სისასტიკის ატანა, ბრძოლა უკანასკნელ თავისუფალ პირამიდასთან, ფოტეპის პირამიდასთან გრძელდებოდა, ათას შვილს ახალი მტერი მოევლინა, ვულფენები, მუტირებული ასტრატესები რომლებიც მაქციებს გავდნენ, მათი ბრჭყალები და კბილები ჯავშანსაც კი გლიჯავდა და ისეთ ჭრილობებს იტანდნენ რომელიც ნებისმიერ საღვაო ქვეითს მოკლავდა. ათას შვილს მთელი მათი სამხედრო კამპანიების განმავლობაში არაფერი ამდაგვარი არ უნახავთ. მაქციებმა ღრმა ხვრელები გააკეთეს ათასი შვილის ფორმაციაში რომელიც კოსმოსურმა მგლებმა და კასტოდიანელებამ გაავსეს, ისინი ალყაში აქცევდნენ მტერს და უმოწყალოდ ხოცავდნენ.
ათასი შვილის პირველი კაპიტანი აჰზეკ არიმანმა და ლეგიონის გადარჩენილმა ლეგიონერებმა თავი მაგნუსისი სასახლეს, ფოტეპის პირამიდას შეაფარა. გარეთ კი მაქციების გაბმული ყმუილი ისმოდა, ამ ყმუილს ბოლსდაბოლოს პასუხი გაეცა.
მაგნისუმა უპასუხა მისი განწირული შვილების მუდარას და ის პირამიდიდან გამოვიდა, მას ეცვა საუკეთესო ოქროს ჯავშანი, ფსაკიერული ენერგიის მოზღვავებისგან თმები ყალყზე ქონდა, ხორცი ეწვოდა სიბრაზისგან, მისი კვერთხისგან მოდიოდა ენერგია რომელიც აფეთქებდა ჯავშანტექნიკას, როგროც კი მაგნუსი გადახედავდა მტერს ისინი გიჟდებოდნენ და კვდებოდნენ,

მხოლოდ ლემან რუსსი და მისი ფენრისიელი მგლები იდგნენ უშიშრად, როდესაც ორივე პრიმარქი მიხვდა რომ მხოლოდ ერთ-ერთი გადარჩებოდა იმ დღეს, მაგნუსმა შეანელა დრო მივიდა არიმანთან და არტეფაქტი გადასცა მას, და უთხრა რომ როდესაც დრო მოვიდოდა ის მიხვდებოდა რა უნდა ექნა, ტიზკას გადარჩენილი მოქლაქეები, იმპერიის გვარდიელები და ათასი შვილის ნარჩენები ფოტეპის პირამიდას აფარებდა თავს, ამ დროს ბრძოლით გადაღლილ ლეგიონერებში მუტაციები დაბრუნდა არიმანს და ჯანმრთელს ლეგიონერებს მოუწიათ მუტირებული ძმების დახოცვა, იმ საშინელ დღეს ლეგიონის მეათედი 1242 ასტრატესი გადაურჩა.
მეწამული მეფე და მეფე მგელი ერთმანეთს შეეტაკნენ, ბრძოლა ისეთი იყო როგრც მითოლოგიური ტიტანების ორთაბრძოლა, ლემანმა რამდენჯერმე დასცხო ხმალი მაგნუს ჯავშანზე და მკერდის დამცავი ნაწილი დაუმსხვრია, საპასუხოდ მაგნუსმა ცივი ცეცხლი ესროლა რომელმაც გააღწია ჯავშანში და ლემანს თმაზე ცეცხლი აეკიდა, მეფე მგელმა ხმალი მოუქნია მაგრამ მაგნუსმა ნაჯახით აიცდინა დარტყმა, ბრძოლა, ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ დონეზე მიდიოდა, ორივე პრიმარქი მთელ ძალას ხარჯავდა რომ მეორე გაენადგურებინა, მაგნუსმა პსაიკერულ დარტყმა მიაყენა ლემანს მაგრამ მეფე მგელი ამან მხოლოდ კიდევ უფრო გაამხეცა, მაგნუსმა მუშტი დაარტყა ლემანს მკერდის ჯავშანში და შეამტვრია ის, კერამიტის ნაწილაკები ღრმად შევიდა ლემანის მკერდში. ლემანმა ერთი ხელი მოტეხა მაგნუს, მაგრამ მეწამულმა მეფემ მეორე ხელით პსაიკერული დანა ჩაარტყა მკერდში რუსს, ამ დროს ორი ფენრისიელი მგელი გადმოუხტა მაგნუს და ფეხებში ეცნენ, მაგნუსმა ერთს მუშტი ჩაარტყა და თავის ქალა დაუმსხრია, ხოლო მეორე აზრით გადააგდო კოსმოსური მგლების ხაზის უკან, ბრძოლით დაღლილმა ლემანმა კიდევ ერთხელ მოიქნია მისი ხმალი და ამჯერად მაგნუს მის ერთადერთ თვალში მოარტყა, მაგნუსმა ტკივის ვერ გაუძლო და უკავ დაიხია, მიუხედავათ ჭრილობებისა ლემანი არ აპირებდა ხელიდან გაეშვა მისი შანსი, მან ტანზე მოხვია მაგნუს ხელები და ზევით აიტაცა, ყველას თვალი ორი პრიმარქისკენ იყო მიპყრობილი, რუსსმა ძირს დაახეთქა ძმა ოღონც ისე რომ მუხლი დაუხვედრა, მაგნუსის ხერხემლის გადამტვრევა ყველა მისმა შვილმა იგრძნო გულში, მეფე მგელმა მიწაზე დააგდო მაგნუსის სხეული და მისი ხმალი მიალნარი გაამზადა ძმისთვის თავის მოსაჭრელად, მაგნუსმა მიაბრუნა თავი, დაინახა არიმანი და უთხრა "ესეც ჩემი ბოლო საჩუქარი" სანამ ლემანის მოქნეული ხმალი თავს წააცლიდა, მაგნუსმა წარმოთქვა სიტყვები და მისი სხეული უცებ გაქრა ამ მომენტში არიმანმა უშრეტი ენერგიის მოზღვავება იგრძნო, მან იცოდა რა უნდა ექნა, მან აამოქმედა არტეფაქტი და პირამიდა გადარჩენილებით ტერორის თვალში მოხვდა, ჯადოქრების პლანეტაზე.
მართალია ძენჩმა ვერ შეძლო კოსმოსური მგლების განეიტრალება, მაინ ბოლომდე თავის მხარეზე გადაიყვანა მაგნუსი და მისი ათასი შვილი. სისატიკე და სისხლის ღვრა რაც პროსპეროზე მოხდა ამ სამოქალაქო ომის საფირმო ნიშანი იქნება.
This post has been edited by @lex on 21 May 2012, 00:03