"ძმებო მისმინეთ, XVII ლეგიონის მეომრებო მისმინეთ, ეს ძალადობა ლეგიონთა ცოდექს ეწინააღმდეგება და ეწინაამღდეგება ჩვენი მამის, იმპერატორის ნებას. ულტრამარის 500 პლანეტის სახელით გეხვეწებით შეწყვიტოთ ცეცხლი. დამიკავშირდით, მოდით დავილაპარაკოთ. მოდით ერთად გადავწყვიტოთ ეს. ეს არის ყველაზე ტრაგიკული სახის შეცდომა, შეწყვიტეთ ცეცხლი. მე რობუტ გილიმანი საზეიმო პირობას ვდებ რომ ჩვენ შევძლებთ მეგობრულად და სამართლიანად მოლაპარაკებას, თუ ეს მტრობა შეწყდება. მე მოგიწოდებთ რომ მიპასუხოთ"
რობუტ გილიმანი, კალტის ბრძოლა.
ისტვაან III-მზე ლოიალისტების წმენდა დასრულებული იყო მაგრამ იმპერიამ ჯერ არაფერი იცოდა აჯანყების თაობაზე, როდესაც ჰორუსმა გადაწყვიტა თამაშიდან გამოეყვანა ყველაზე დიდი ორდენი, ულტრამარინები. თუ ჰორუსს სურდა ომის მოგება საჭირო იყო ამ გოლიათის განადგურება. ამ დავალების შესასრულებლად მხედარმთავარმა გამოიყენა "სიტყვის მატარებლები", ლორგარი უზომოდ გახარებული იყო რომ მას მიეცა შანსი ანგარიში გაესწორებინა რობუტთან და მისი საძულველ ლეგიონთან. ულტრამარინების პრიმარქი და მისი ორდენის დიდი ნაწილი სატურნის მთვარეებზე იყო როდესაც ჰორუსის ბრძანება მოუვიდათ რომ მათი ლეგიონი და "სიტყვის მატარებლები" პლანეტა კალტიდან ერთიანი ძალებით თავს დაესხმებოდნენ ორკებს გაშლაკის იმპერიაში. რობუტ გილიმანმა და ულტრამარინების სხვა მეთაურებმა შესანიშნავად იცოდნენ რომ გაშლაკის იმპერია არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა იმპერიისათვის და მითუმეტეს არანაირი საჭიროება არ იყო რომ ორ ყველაზე დიდ ლეგიონს (ულტრამარინები მიახ: 250000 ასტრატესი, "სიტყვის მატარებლები" მიახ: 100000 კოსმოსური საზღვაო ქვეითი) ერთად ელაშქრათ, გილიმანამა ჩათვალა რომ ეს უფრო პოლიტიკური ჟესტი იყო ჰორუსის მხრიდან ვიდრე წმინდა სამხედრო გადაწყვეტილება, პლანეტა კჰურის დასჯამ გააცივა ურთიერთობები ამ ორ ლეგიონს და მათ პრიმარქებს შორის, საჭირო იყო ძმობის და ნდობის აღდგენა იმპერატორის შვილებს შორის, ასე თვლიდა რობუტ გილიმანი.
ბრძოლის წინ ულტრამარინთა იმ ქვეითებს რომლებსაც პსაიკერული შესაძლებლობები ქონდათ მაგრამ ნიკეის საბჭოს შემდეგ ბიბლიოთეკართა პოსტი მიატოვეს დაეწყოთ თავის ტკივილები და ცუდი სიზმრები ტანჯავდათ, ეს იყო ვარპის გაფრთხილება რომ რაღაცა საშინელი უნდა დატრიალებულიყო და რომ ქაოსი ამოძრავდა მათ წინაამღდეგ, მაგრამ ამ ნიშნებს არავითარი ყურადღება არ მიექცა და ასტრატესებმა ჩათვალეს რომ ეს ორკებთან მოსალოდნელი ომის მოსამზადებელი პერიოდის სტრესისგან იყო გამოწვეული.
ისტვაან V-ის ბრძოლის მთავარი ეტაპი დასრულდა, და "სიტყვის მატარებლებმაც" თავმოყრა დაიწყეს კალტის გარშემო. კალტი იყო ულამაზესი აგრარული პლანეტა რომელიც რამდენიმე ათწლეულში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი გახდებოდა ულტრამარში. ულტრამარინებმა არაფერი იცოდნენ არც ჰორუსის აჯანყებაზე და არც ისტვაან V-ის ჟლეტვაზე. მოღალატეები ისე უახლოვდებოდნენ ულტრამარინების ხომალდებს, თითქოს მათი ხელები არ ყოფილიყოს ამოსვრილი 3 მოძმე ლეგიონის სისხლში.
სიბნელე ნელნელა, უჩუმრად ეპარებოდა ულტრამარინებს. მოღალატეებმა შეძლეს ვირუსის ატვირთვა კალტის პლანეტარული დაცვის სისტემებში რაც მათ დიდათ გამოადგათ ბრძოლაში.
სანამ ომს გააჩაღებდნენ "სიტყვის მბრძანებლებმა" კორ ფაერონის და ერებუსის ხელმძღვანელობით (9-ჯერ წყეული იყოს მისი სახელი) კალტზე ჩაატარეს ამაზრზენი, შავი რიტუალი რითაც კალზტე და მის გარშემო კრიტიკულად შეასუსტეს რეალურ სამყაროს და იმატერიუმს შორის არსებული ბარიერი.
ბრძოლის დაწყებას უკვე არაფერი უკლდა, ულტრამარინების ხომალდზე "სამოთრაკზე" 209-ე ასეულის კაპიტანი ჰონორიუს ლუციელმა მის მეგობარს "სიტყვის მატარებლების" კაპიტანს სოროტ ჩურეს ოფიციალური სადილი გაუმართა, ჩურემ სამხედრო ტაქტიკებზე ჩამოაგდო სიტყვა, მან უთხრა ლუცილეს რომ ისტვაანის სისტემის სამხედრო კამპანიებში მან ერთ-ერთი საუკეთესო საომარი ტაქტიკა აღმოაჩინა, ლუციელმა არაფერი იცოდა რა ხდებოდა ისტვაანის პლანეტებზე და სმენად იქცა, ჩურემ კი გააგრძელა, რომ ღალატი ერთ-ერთი საუკეთესო ხრიკია ომის მოსაგებად, რაგდან მტერი არაფერს არ მოელის. ჰონორიუსი მიხვდა ჩურეს ნაამბობის აზრს, მაგრამ გვიანი იყო, მოღალატემ დაასწრო სროლა, მას ყველა იქ მყოფმა "სიტყვის მატარებელმა" მიბაძა და ულტრამარინები წამში მოთელეს, ამ რამდენიმე გასროლით დაიწყო
კალტის ბრძოლა. წამებში სოროტმა და მისმა რაზმა კონტროლ ქვეშ აიყვანეს, "სამოთრაკი" რომელსაც ძალიან მნიშვლეოვანი მისია დაეკისრა.

ამ ხომალდის გარდა მოღლატეებმა მანამდე კიდევ ერთი ულტრამარინების ხომალდი "კამპანილა" ქონდათ ჩაგდებული ხელში, ბრძოლის დაწყების წინ "კამპანილა" მიუახლოვდა კალტის მთვარეს, გაიარა ულტრამარინების ორბიტალური თავდაცვითი ზღუდე და დაიწყო აჩქარება, "კამპანილა" ნამდვილი ჯაგერნოტივით იყო რომელიც გზაზე ყველაფერს ანადგურებდა, ხომალდები დიდი პატარა, ორბიტალური სადგურები, ყველაფერი ისპობოდა "კამპანილას" შეჯახებისგან, დოკები და იქ მყოფი ხომალდები ფეთქდებოდნენ, 35000 ადამიანი წუთში დაიხოცა როდესაც აწყვეტილი ხომალდი ერთ-ერთ დოკს შეასკდა. "კამპანილას" ჩავლის შემდეგ გადარჩენილმა მაგრამ დაზიანებულმა ულტრამარინების ხომალდებმა მზადება დაიწყეს რომ გაცლოდნენ იქაურობას, მაგრამ მოღალატეები იმ დღეს არავის შებრალებას არ აპირდბდნენ, სანამ ულტრამარინების ხომალზდები მზადყოფნაში მოვიდოდვნენ "კამპანილას" შექმნილ ხვრელში "სიტყვის მატარებლების" ხომალდებმა დაიწყეს შემოსვლა. ჯერ "ცრუ იმპერატორი" გამოჩნდა მას მოყვნენ "კოლხების გვირგვინი", "კამიელი", "სიწმინდის ალი", "სედროს შუბი", და "ბედის ხელი". სასოწარკვეთილი ულტრამარინები ხედავდნენ როგორ ''ხვრიტავდნენ" სიტყვის მატარებლელბი მათ მოუმზადებელ ხომალდებს, ეს არ იყო ბრძოლა, ეს იყო ჟლეტვა. ამ დროს "სამოთრაკზე" სოროტ ჩურემ და მისმა მეომრებმა სრულებით გაწმინდეს ხომალდი ლოიალისტებისგან, კორ ფაერონი გადავიდა ამ ხომალდზე მისი დანიშნულების შესასრულებლად, მათ უპრობლემოდ ჩაიდგეს ხელში პლანეტის ორბიტალური დაცვის ზღუდე და "სიტყვის მბრძანებლების" ხომალდებს შეუერთდნენ ულტრამარინების ხომადების ჟლეტვაში. ორდენის უზარმაზარი ფლოტიდან მხოლოდ მისი 1/5-ღა იყო გადარჩენილი, ხოლო რაც გადარჩა ფლაგმანის "მაკრაგეს ღირსების" ჩათვლით, ვეღარ ერთვებოდა ბრძოლაში ზღუდის გამო. თავდაცვითი ზღუდის ცენტრიდან კორ ფაერონს შეეძლო მთელ პლანეტაზე არსებული ინფორმაციის მოპოვება და მოქმედება. 962 ორბიტალური ქვემეხიდან "სიტყვის მბრძანებლებმა ცეცხლი გაუხსნეს კალტის მთვარეს რომლზეც იყო ქალაქი სკები, ამ მთვარის მოსახლეობა თითქმის სრულებით განადგურდა. კოსმოსში მოღალატებმა სრული გამარჯვება მოიპოვეს. პლანეტის ზედაპირზე განადგურებული ხომალდების და სადგურების ნაწილები ცვიოდა მეტეორებივით რომლებიც ქალაქებშიც ეცემოდნენ. მოღალატეებმა პლანეტაზე დიდი უპირატესობა მოიპოვეს ბრძოლის დაწყებამდე. დესანტირებისათვის ყველაფერი მზად იყო.
"ლორგარ კოლხო, შეგიძლია ეს გაითვალისწინო, პირველი: მე უკან ვიწვევ ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნას, ის უარყოფილია და მეორედ აღარ შემოგთავაზებთ არც შენ და არც შენ უდედო ნაბიჭ*ებს. მეორე: შენ აღარ ხარ ჩემი ძმა, მე შენ გიპოვნი, მე შენ მოგკლავ და შენს მოწამლულ სხეულს ჯოჯოხეთში მოვისვრი"
რობუტ გილიმანი კალტის ბრძოლა.
კალტის ბრძოლის დასაწყისამდე რამდენიმე თვით ადრე ასეულ ათასობით ქაოსის კულტის მიმდევარმა შეაღწია პლანეტაზე და ელოდებოდნენ ბრძოლის დაწყებას რომ "სიტყივს მატარებლების" სახმელეთო ოპერაციაში მიეღოთ მონაწილეობა, ასი ათასი "სიტყვის მატარებელი" ასტრატესი დაეშვა პლანეტაზე, მათ მხარს უბამდნენ მოღალატე მექნიკუსები და ტიტანები. ომი კალტისთვის ახალ ფაზაში შევიდა.
კორ ფაერონმა და ლორგარმა ნამდვილად კარგათ დაგეგმილი ხრიკი განახორციელეს მაგრამ მათ ვერ გაითვალისწინეს ერთი რამ, ულტრამარინების სიმამაცე და მათუ უდრეკელობა.
პლანეტაზე ბევრი იყვნენ ვინც ჯერ კიდევ არ იცოდა რა მოხდა სინამდვილეში, ასე მოუვიდა ულტრამარინების 111 ასეულის მეთაურს ფასტორექს რომელიც პირდაპირ "სიტყვის მატარებლებისკეს" წავიდა სიტუაციაში გასარკვევლად, მოღალატეებმა ის და მისი მცველები მაშინვე მოცელეს. უცებ მოღალატე ტიტანებმა ცეცხლი გაუხსნეს იქვე დაბანაკებულ 112 და 111 ასეულის ნაწილებს, ლოიალისტებმა ტყისკენ დაიხიეს, მათ მაღლობზე დაიკავეს თავდაცვითი პოზიცია, იქიდან როგორც ხელის გულზე ჩანდა ქვევით დატრიალებული ჯოჯოხეთი, ასეულ ათასობით ქაოსის მიმდევარი, "სიტყვის მატარებელი" და ტიტანი უტევდნენ კალტის ქალაქებს და ცეცხლში ხვევდნენ,

მათ უკან კი ყველგან გვამები ეყარა. სამოქალაქოები, იმპერიის გუშაგები, და ძალიან ბევრი ულტრამარინი, ზოგი მათგანი მხეცურად იქნა მოკლული, ზოგი შეჭმულიც კი იყო, ეს არ იყო ბრძოლა ეს იყო ომის კოდექსის და ასერთოდ მორალის საზარელი შებილწვა.
პლანეტაზე არავითარი კომუნიკაციის საშვალებები არ მუშაობდა, ლოიალისტები ვერ ახერხებდნენ დაკავშირებას და საერთო სამოქმედო გემგის შემუშავებას. ულტრამარინების IV ასეულის მეთურმა კაპიტანი რემუს ვენტანუსმა და მექანიკუსმა მაგოს ტავრენმა პატარა რაზმით პლანეტის გუბერნატორის ძველი სასახლისკენ გასწია სადაც მათ ტრანსრისივერი ეგულებოდათ, ულტრამარინებმა და მექანიკუსებმა წარმატებით ჩართეს მიმღებიდა და ახლოს მყოფ თანამოძმეებს დაუკავშირდნენ, არცერთმა რაზმმა არ იცოდა სად იყო მათი პრიმარქი, რობუტ გილიმანი. სასახლეს კი ამ დროს "სიტყვის მატარებელთა" შენაერთი მიუახლოვდა და ალყაში მოაქცია იქ მყოფნი. მოღალატე საზღვაო ქვეითები ცოცხალ ფარად იყენებდნენ ქაოსის კულტის მიმდევრებს და ნელნელა უახლოვდებოდნენ სასხლის შესასვლელებს. აქ ლოიალისტებმა პირველად იხილეს ის რაც თითქმის არცერთ იმპერიის ქვეშევრდომს არასროს არ ენახა და მითი და ლეგენდა ეგონა, დემონები იმმატერიუმიდან, რემუსის მეომრები ვერ აკავებდნენ ამ ახალ მტერს, ულტრამარინების და მექანიკოსების პატარა რაზმის ბედი უკვე გააწყვეტილი იყო, მაგრამ ამ დროს სასხლეს IV ასეული სრული შემადგენლობით მოადგა მძიმე ტექნიკით მათ მამაცურად შეუტიეს მოღალატეებს და რაღაცა დროით უკანაც დაახევინეს, მექანიკუსმა მაგოსმა შეძლო რეტრანსლიატორის სრული ძალით ამუშავება, მათ წინაშე ვერიდანის სისტემის ბრძოლის სურათი სრული მისის სისატკით წამორდგა, განადგურებული ფლოტი და პლანეტები, ცეცხლში გახვეული კალტის ქალაქები, ამოჟლეტილი პლანეტის მცველები, რემუსმა შეძლო რობუტთან დაკავშირება რომელიც "მაკრაგის ღირსებაზე" იყო და საომარი სიტუაციის გაცნობა, ფლოტისგან 1/5 იყო გადარჩენილი, პლანეტაზე 30.000 ულტრამარინი და 200.000 იმპერიული არმისს მეომარი და მექანიკუსი დანაწევრებულად, უგეგმოთ იბრძოდნენ მტრის წინაამღდეგ, თუ რობუტი შეძლებდა მათ გაერთიანებას ამ ბრძოლის მოგება კიდევ შესაძლებელი იყო.
ბრძოლაში გარდატეხვის შესატანად ულტრამარინებს პირველ რიგში ორბიტალური თავდაცვითი ზღუდე უნდა დაებრუნებინათ. მექანიკუს მაგოს შეეძლო სისტემაში შესვლა და "სიტყვის მატარებლებისთვის" სადავეების წართმევა მაგრამ საამისოდ საჭირო იყო ზღუდის ცენტრის, საკონტროლო სადგურის ფიზიკური კონტროლი. რობუტ გილიმანმა 50 რჩეული კოსმოსური საღვაო ქვეითით ტელეპორტაცია გააკეთა "კაგრაგეს ღირსებიდან" საკონტროლო სადგურზე, ტელეპორტაციები არ იყო ზუსტი მეცნიერება და მის დროს ფატალური შედეგიც არ იყო იშვიათი, 51 ტელეპორტირებულიდან რობუტ გილიმანი და 46 საზღვაო ქვეითი გადარჩა. სადგურზე მოხვედრის თანავე ლოალისტებს "სიტყვის მატარებლები" შეეგებნენ, მაგრამ პრიმარქისთვის ისინი დიდი ვერაფერი წინაამღდეგობა, იყო, გაცეცხლებულმა რობუტმა ათამდე მოღალატე თავისი ხელით მოკლა, გალ ვორბაკების ჩათვლით, ამ შეტაკებაში ულტრამარინებმა კიდევ 8 ძმა დაკარგეს, დარჩენილები კი საკონტროლო ოთახისკენ წავიდნენ, იქ ლოიალისტებს ნამდვილი ბრძოლა ელოდათ, შესვლის თანავე მათკენ ბოლტების ნამდვილი წვიმა წამოვიდა, კორ ფაერონი მის მეომრებს წინ წარუძღვა და პრიმარქს ეკვეთა.

კალტზე ამ დროს IV ასეულის წინაშე სიტყვის მატარებლების "კედელი" აღიმართა, შეტაკება გარდაუვალი იყო, რემუსმა უბრძანა მის მეომრებს შეეტიათ მოღალატეებისათვის, უცნაურია მაგრამ "სიტყვის მატარებლებმა" არ აუტეხეს ულტრამარინებს სროლა, მათ სურდათ ხმალდახმალ შებრძოლებოდნენ მათთვის საზიზღარ ულტრამარინებს, ბრძოლა სასტიკი გამოდგა, არცერთი მხარე არც აძლევდა და არც ითხოვდა შეწყალებას, ულტრამარინებმა გაარღვიეს მოღალატეთა ფორმაცია და იმ შენობაში შევარდნენ სადაც სისტემაში შესასვლელი ეგულებოდათ, ეხლა კი იკადრეს "სიტყვის მატარებლებმა" ბოლტების დაშვება ლოიალისტებისათვის. მაგოსს უნდა შეეყვანა სისტემაში ანტი ვირუსი როდესაც ლოიალისტების სიტუაცია საშინლად გაუარესდა, მათ დაედევნა "სიტყვის მატარებლების" ერთ-ერთ მეთაური, ჰოლ ბელოთი, რომელსაც მოყვნენ გალ ვორბაკები ტერმინატორების რაზმი და რამდენიმე ტიტანი!!! IV ასეულს უმოწყალოდ ხოცავდნენ, ჰოლ ბელოთის მეომრები, ულტრამარინების უკანასკნელმა ტანმკა შეძლო ერთი ტიტანის მწყობრიდან გამოყვანა, მაგრამ იმავე წუთს განადგურდა სხვა ტიტანების მიერ, მაგოსმა შეძლო ანტივირუსის ატვირთვა, მაგრამ ახლა საკონტროლო ოთახიდან უნდა ემოქმედათ. სიტუაცია იმდენად მძიმე იყო რომ რემუს უკვე ეგონა რომ ბრძოლა კალტისთვის წაგებული იყო.
საკონტროლო ოთახში ამ დროს უშეღავათო ბრძოლა იყო გამართული, ფაერონმა პსაიკერული შესაძლებლობებით კედელს მიანარცხა პრიმარქი, რობუტი წამოდგა მაგრამ იმავე წამს კიდევ ერთი პსაიკერული დარტყმა მიიღო, პრიმარქმა ისევ სცადა ადგომა, შეტორტმანდა და დაეცა, მისი საუცხოო ჯავშანი გაბზარული იყო, გილიმანმა სისხლი ამოახველა, პრიმარქი არ ნებდებოდა და კიდევ ერთხელ სცადა წამოდგომა, ამჯერად კორ ფაერონმა სხვა სახის დარტყმა მიაყენა რობუტს, ის არ დაცემულა უბრალოდ ენერგია გამოეცალა და მუხლებზე და ხელებზე იდგა, კორ ფაერონმა ამოიღო მისი მახვილი "ანათემა" და პრიმარქისკენ წავიდა, მას შეეძლო თავი წაეკვეთა გილიმანისთვის ან ისევე როგორც ერებუსმა (9-ჯერ დაწყევლილი იყოს მისი სახელი) შეებრუნებინა იმპერატორისადმი ერთგული პრიმარქი ქაოსისაკენ, კორ ფაერონმა კისერზე მიადო მახვილი და მოთხოვა რომ ქაოსის მხარეზე დამდგარიყო, რობუტმა მხოლოდ ის ამოიგმინა რომ მოღალატემ შეცდომა დაუშვა როდესაც მისი მოკვლის მაგივრად, ღალატზე დაუწყო საუბარი, კორ ფაერონს ჩაეცინა და სწორედ ამ დროს დაღლილმა პირმარქმა მას მუშტი პირპდაპირ მკერდში ჩასცხო და გული ამოაგლიჯა.
IV ასეული უკვე თავის ბოლო წუთებს ითვლიდა როდესაც უცებ ორი ლოიალისტრუი ტიტანი გამოჩნდა. მათ უკან მოდიოდნენ მძიმე ჯავშანტექნიკა, კიდევ სამი ტიტანი, ულტრამარინების დიდი შენაერთი და იმპერიის გუშაგები.

ჰოლ ბელოტი თვალებს ვერ უჯერებდა რომ ლოაილისტებმა შეძლეს ამხელა შენაერთის კოორდინირება, ლოიალისტებმა მწარედ აზღვევინეს ქაოსის მიმდევრებს მათი სისატიკე და არა ადამიანური საქციელი, როგორც იქნა ლოიალისტებმა სრული კონტროლი აღადგინეს თავდაცვით ზღუდეზე და ქვემეხების ნაწილი პლანეტისკენ შემოაბრუნეს, ნაწილი კი მოღალატეების ხომალდებისკენ შეუაბრუნეს დაიწყო მოღალატეების სრული განადგურება, მაგრამ "სიტყვის მატარებლებმა" ბოლო კოზირი გაათაშეს, მათ ვერიდანის მზისკენ მიმართეს ყველა მათი არსებული ქვემეხი და ერთიანი ზალპით დესტაბილიზაცია გაუკეთეს მას, რის გამოც პლანეტა-სამოთხე და ულტრამარის მომავალი მნიშვნელოვანი პლანეტა უსიცოცხლო უდაბნოდ გადაიქცეოდა.
ჰორუსმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა, მან მართალია ვერ შეძლო ულტრამარინების სრული განადგურება მაგრამ უზრუნველყო რომ ყველაზე დიდ ორდენს მონაწილეობა ვერ მიეღო ამ ომის დარჩენილ ბრძოლებში. ერებუსმა საშინელი ვარპის შტორმი გამოიწვია რის გამოც ლოიალისტებმა ვერ შეძლეს გაეფრთხილებინათ დანარჩენი იმპერია თუ რა მოხდა ვერიდანის სისტემაში. ეს ქარიშხალი მომავალში გაძლიერდა და იმპერია ნაწილებად დაშალა, დედამიწაზე არავინ არ იცოდა რა ხდებოდა იმპერიის სხვა ნაწილებში.
კალტის ბრძოლის კიდევ ერთი შედეგი იყო ის რომ მეორე დაარსებისას რობუტ გილიმანმა აღადგინა ბიბლიოთეკარები ორდენებში რადგან თავისი თვალით ნახა რომ ჩვეულებრივი ასტრატესი ვერ შეებრძოლებოდა თანაბარ ბრძოლაში ვარპის საშინელ ქმნილებებს.
This post has been edited by @lex on 27 May 2012, 17:14