7 წელია ადამიანთა იმპერია სისხლში და ტერორშია ჩაფლული, ნადგურდება მთლიანი პლანეტები, სიგიჟე და ძალადობა მართავს გალაქტიკას, განწირული ადამიანები იმპერატორზე ლოცულობენ და ემუდარებიან დახმარებას, მაგრამ თვით იმპერატორია ახლა განსაცდელში, რადგან წმინდა ტერას ჩრდილი ადგება, ჩრდილი ჰორუსის მოახლოვებული ფლოტისგან და მის მიერ მოტანილი ბოროტებისგან.
დედამიწას და იმპერატორს ამ გადამწყვეტ ბრძოლაში ახლდნენ, "იმპერიის მუშტები", "თეთრი იარები", "სისხლის ანგელოზები", ლოიალისტი Adeptus Mechanicus-ის ნაწილები, 3 ტიტანთა ლეგიონი და მიახლოებით 2 მილიონი იმპერიული არმიის სამხედრო, მიუხედავათ ამხელა არმიისა, ჰორუსის ძალები გაცილებით მრავალრიცხოვანი იყო.
ბრძოლა დედამიწის ორბიტაზე დაიწყო, ლოიალისტთა ფლოტი მედგრად ებრძოდა მოღალატეებს და მთვარეზე არსებული თავდაცვითმა სისტემამ ჰორუსის ფლოტის 1/4 გაანადგურა, მაგრამ მტრის მრავალრიცხოვნობამ გაჭრა და ლოიალისტთა კოსმოსური ძალები უმოწყალოდ განადგურდა. ამას მოყვა ბევრჯერ ნაცადი ორბიტალური ბომბარდირება.
რამდენიმე დღის შემდეგ მოღალატეების ფლოტმა როგროც იქნა შეწყვიტა შეუბრალებელი ბომბარდირება, დაიწყო პლანეტაზე დესანტირება. დედამიწაზე დაშვებულმა მოღალატეებმა დაიწყეს 2 კოსმოპორტზე იერიში, ორივე "ლომის კარიბჭეც" და "მარადისობის კედელიც" რამოდენიმე საათში მტრის ხელში აღმოჩნდა, ამ კოსმოსური პორტებიდან დაიწყო აჯანყებულთა მთავარი ძალების გადმოსვლა დედამიწაზე, მოღალატე ორდენების ასტრატესები, მექანიკუსები, ტიტანები უწყვეტად მოედინებოდნენ ორი კოსმოპორტიდან. ქაოსის კულტის მიმდევრებმა პირდაპირ დედამიწაზე გადმოიყვანეს ვარპიდან საშინელი დემონები! ლოიალისტების ჰაერსაწინაამღდეგო სისტემებმა მოღალატეების ბევრი სატრანსპორტო ხომალდი ჩამოაგდეს, მაგრამ კიდევ უფრო ბევრმა შესძლო პლანეტაზე დაშვება და სულ ახალახალი ტანკები, ტიტანები და ცოცხალი ძალა ემატებოდა მოალყეთა რიგებს. მიუხედავათ განსაცდელისა ლოიალისტებმა კარგათ იცოდნენ რა იდო სასწორის პინაზე, მათი ოჯახების, მათი პლანეტის, იმპერატორის და მთლიანად კაცობრიობის ბედი ამ ბრძოლაში უნდა გადამწყდარიყო.
ლოიალისტები იძულებულები გახდნენ სასხლის კედლებისთვის შეეფარებინათ თავი, სანამ მთავარი ძალები კედლებზე იკავებდნენ პოზიციებს და ახალი ბრძოლისთვის მაგრდებოდნენ, ათასობით ლოიალისტი ეწირებოდა და დროს იგებდა მათთვის.
საბოლოოდ მოღალატეები მიადგნენ კედელს, გუშინდელი ძმები და დღევანდელი მოღლატეები ქვემოდან უყურებდნენ კედლებზე მდგარ მცველებს, ანგრონი გამოვიდა ჯარისკაცების რიგებიდან და ლოაილისტებს მოუწოდა რომ იარაღი დაეყარათ და ტყვედ ჩაბარებულიყვნენ რადგან ისინი იყვნენ უმცირესობაში მოწყვეტილები და კაცს რომელსაც ისინი იცავდნენ არ იყო ამის ღირსი. ამდროს რომ არ გამოჩენილიყო სანგვინიუსი ბევრი მცველი ალბათ მართლაც დაყრიდა იარაღს. სანგვინიუსი და ანგრონი რამდენიმე წუთი თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს, შემდეგ ანგრონი შემობრუნდა და ნასიამოვნებმა უთხრა თავის მეომრებს, რომ მტერი არ დანებდებოდა და ხოცვა-ჟლეტვის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო.
სანამ ჰორუსის ძირითადი ძალები სასახლეს უტევდნენ, "იმპერატორის შვილების" ორდენი იმას შვებოდა რაც მათმა ღვთაებამ დაავალა, სიამოვნებას იღებდნენ, ისინი აუპატიურებდნენ, სასტიკად კლავდნენ და ათასგვარ საშინელებებს უკეთებდნენ მილიარდობით ხელში ჩავარდნილ მშვიდობიან მოსახლეობას.

სამჯერ შეუტიეს მოღალატეებმა სასხლის კედლებს და სამჯერვე ლოიალისტებმა სანგვინიუსის და "სისხლის ანგელოზების" მეთაურობით ისინი მოიგერიეს. ამ დროს ჩაღათა ხანი, "თეთრი იარები" და იმპერიის არმისს ნაწილები წარუმატებლად ცდილობდნენ მოეცილებინათ მოღალატეთა არმია კედელს. ნელენლა სასახლეში მყოფი ლოიალისტების ძალები სუსტდებოდა, ჰორუსმა ეს დაინახა და იერიშის ძალა გაზარდა. მან უბრძლანა ტიტანთა ლეგიონს Legio Mortis რომ კედლის ნაწილი ჩამოენგრიათ, ბევრი ტიტანი ამ დავალებას შეეწირა მაგრამ ერთმა Dies Iraem-მ მაინც შეძლო კედლის სექციის განადგურება. შექმნილ გასავლელში, უამრავი მოღალატე შევარდა.
მოსალოდნელი დამარცხების წინაშე, ჩაღათა ხანმა სტრატეგიის შეცვლა გადაწყვიტა და მოღალატეთა ფლანგებზე წარუმატებელი იერიშების ნაცვლად გადაწყვიტა მტრითვის ზურგში დაერტყა, გამთენიისას "თეთრი იარები" და იმპერიის არმიის ტანკები უცაბედათ და ელვისებურად დაესხნენ თავს "ლომის კარიბჭეს" , აღების შემდეგ ხანმა ბრძანა პორტის დაბლოკვა რომ მოღალატეებს აღარ შეძლებოდათ ამ პორტში ახალი ჯარების გადმოსროლა კოსმოსიდან, მოღალატეებმა რამდენჯერმე მიიტანეს სასტიკი იერიში "ლომის კარიბჭეზე" მაგრამ ყველა უშედეგო აღმოჩნდა, ეს იყო ლოიალისტების პირველი და ბრწყინვალე გამარჯვება ამ ბრძოლაში, ჰორუსის სახმელეთო ძალების მომარაგება ნახევრამდე დაეცა. გახარებულმა ლოიალისტებმა "მარადისობის კედლის" დაკავებაც მოისურვეს, მაგრამ მოღალატეებმა უკვე იცოდნენ რას მოიმოქმედებდა მტერი და პორტი მძიმედ გაამაგრეს, მათვის დიდი პრობლემა არ ყოფილა "მარადისობის კედლის" შენარჩუნება.
სასახლეში მყოფი ლოიალისტების საქმე კიდევ უფრო გართულდა, მათ "მარადისობის კარიბჭისკენ" დაიხიეს, ეს იყო ერთადერთი შესავლელი თვით სასახლეში, სანამ ლოიალისტი ჯარისკაცები სასხლის შიდა ნაწილში გადადიოდნენ "იმპერიი მუშტები" და "სისხლის ანგელოზები" მათ უკან დახევას ფარავდნენ.

ბრძოლაში ჩაერთო დემონი კაბანდა, ის და სანგვინიუსი ერთმანეთს სიგნუს პრაიმიდან იცნობდნენ, იქ კაბანდამ კინაღამ მოკლა პრიმარქი, ჯერ დემონმა გაუქანა სანგვინიუს, პრიმარქმა აიცილა დარტყმა და ორივე ცაში აიჭრა, კაბანდამ შეძლო დაღლილი პრიმარქის ციდან ჩამოგდება, სანგვინიუსი პირდაპირ მიწაზე დაემხო, ლოიალისტებმა მწარედ ამოიგმინეს, მაგრამ სანგვინუსი არ მომკვდარა ის წამოდგა ისევ აფრინდა და კაბანდას კოჭში და მხარში წაავლო ხელი, შემდეგ კი მუხლზე დაიმხო და ხერხემალში გადაამტვირა (ეს უყვართ ამ სამყაროში), გვამი კი მოღალატეებს მიუგდო.
ალყის დაწყებიდან 55 დღე გავიდა, ორივე მხარე ხვდებოდა რომ ლოალისტების დამარცხება მხოლოდ დროის ამბავი იყო, ჰორუს უნდა დაეწრო გზაში მყოფ ორდენებისათვის და მოეკლა მამამისი ლუპერკალმა გადაწყვიტა დედამიწაზე ტელეპორტირება და მისი ჯარის პირადად ხელმძღვანელობა ბოლო იერიშისას, მაგრამ ამ დროს ერბუსი (9-ჯერ წყაულიც იყოს მისი სახელი) მივიდა მხედარმთავართან მოახსენა რომ "კოსმოსური მგლები" "ულტრამარინები" და "ბნელი ანგელოზები" უკვე ახლოს იყვნენ. მთელი ეს აჯანყება ნამდვილი აზარტული თამაში იყო, ჰორუსმა ბევრჯერ გარისკა და არცერთხელ არ წაუგია, ახლაც მას კიდევ ერთხელ უნდა გაერისკა ოღონც ამჯერად ფსონი ყველაზე მაღალი იყო, თუ ის გააგრძელებდა ომს, მაშინ ლოაილისტი ასტრატესები მოასწრებდნენ მოსვლას და გაერთიანებული ძალებით დაამარცხებდნენ მას, საჭირო იყო იმპერატორთან პირადათ შებრძოლება, ჰორუსმა იცოდა ის რაც იმპერატორმა არ იცოდა, მისი ერთგული შვილები უკვე ახლოს იყვნენ, ჰორუსმა იცოდა რომ მამამისაც სურდა დროზე დაემთავრებინა ეს ომი და შეეწტვიტა სისხლისღვრა, და აი ჰორუსი დგამს ყველაზე უფრო რისკიან ნაბიჯს მისი ცხოვრების განმავლობაში, ის ხსნის მის ხომალდს "შურისმაძიელებ სულს" დაცვას, და ხაფანგში იწვევს მამამის და მის ძმებს, როგორც კი ლოიალისტებმა შეიტყვეს ჰორუსის ხომალდზე ფარების გამორთვის შესახებ, მაშინვე მის დასალაშქრად გაემზადნენ, იმპერატორი და მისი რჩეული მცველები, პრიმარქები სანგვინიუსი და როგალ დორნი მათი ორდენების საუკეთესო ასეულებით ტელეპორტირება მოახდინეს "შურისმაძიებელ სულზე" ოღონც ჰორუსმა ისე ქნა რომ იმპერატორი, და პრიმარქები თავთავიანთი მეომრებით ხომალდის სხვადსხვა ნაწილში მოხვდნენ. სამივე რაზმი ბრძოლით იკაფავდა გზას ხომალდის ბოგურისკენ. ჰორუსთან პირველი სანგვინიუსი აღმოჩნდა, მოღალატემ ბოლოჯერ სცადა ქაოსის მხარეზე გადაეყვანა ერთდროს საყვარელი ძმა, მაგრამ ბაალის ანგელოზმა მტკიცე უარი განუცხადა ჰორუს, ტერაზე ბრძოლით დაღლილი და დაშავებული სანგვინიუსმა ვერ შეძლო ჰორუსის დამარცხება, მაგრამ სიკვდილის წინ მისი ჯავშნის დაზიანება მაინც მოახერხა.
როდესაც იმპერატორი შევიდა ბოგურაზე, მან დაინახა სანგვინიუსის გვამი, ხოლო მასთან ჰორუს ლუპერკალი იდგა. ჰორუსმა და იმპერატორმა ცოტახანი ისაუბრეს ქაოსის და მისი სიკეთის თუ საშიშროების შესახებ

და შემდეგ ბრძოლა გააჩაღეს, ჰორუსმა რამდენჯერმე ესროლა მამამის პსაიკერულ ელვები მაგრამ იმპერატორმა ისინი გაანეიტრალა, ის გაცილებით უფრო ძლიერი იყო ფიზიკურადაც და რათქმაუნდა პსაიკერულადაც, მას შეეძლო უცებ მოეთავებინა ჰორუსის საქმე მაგრამ ისე უყვარდა მისი პირველი შვილი რომ მთელი ძალით არ უტევდა მას

მაინც ადამიანი იყო თავისი სისუსტეებით და შეცდომებით. იმპერატორმა ბევრი ჭრილობა მიიღო ფარიკაობისას, ჰორუსმა მამის ჯავშანი გაჭრა რამდენიმე ადგილას, მარჯვენა მაჯის მყესები დაუმსხვრია, და ამით იარაღი გააგდებინა იმპერატორს ხელიდან, პსაიკერული დარტყმით ერთი თვალი აუმოუგდო მამამის, მაგრამ ეს არ იყო ბოლო, შემდეგ ჰორუსმა მარჯვენა მხარი მთლიანად ამოუგდო მამას, თავზევით აიტაცა და თავის მუხლზე დაანარცხა ხერხემლით (ეს ეტყობა ოჯახური ტრადიცია იყო) და ძირს დააგდო, ამ დროს ბოგურაზე "იმპერიის მუშტების" ტერმინატორი შემოვიდა, მან უშიშრად შეუტია ჰორუს, მხედარმთავარმა პსაიკერული ძალით გაატყავა ლოიალისტი, დაშავებულმა იმპერატორმა დაინახა რომ მისი საყვარელი შვილი სრულებით გადავიდა ქაოსის მხარეზე და მისი ხსნა შეუძლებელი იყო, მან თვალნათლივ დაინახა თუ რა მოელოდა მის საყვარელ კაცობრიობას თუ ჰორუს არ დაამარცხებდა, იმპერატორმა მთელი მისი ძალები მოიკრიბა და უძლიერესი პსაიკერული დარტყმით მოკლა მისი საყვარელი შვილი, სიკვდილი წინ ჰორუს ლუპერკალს, იმპერატორის საყვარელ შვილს, ორდენის პრიმარქს, "ჯვაროსნული ლაშქრობის" მხედარმთავარს, აჯანყების მოთავეს, ქაოსის რჩეულს, მხოლოდ ერთი ცრემლი ჩამოუვიდა სახეზე, ის ნანობდა მამისადმი ღალატს, ასე მოკვდა ჰორუსის სხეული, მაგრამ იმპერატორმა იცოდა რომ ქაოსი მისი შვილის სულსაც გამოიყენებდა, კაცობრიობის მწყემს არ შეეძლო ამის დაშვება, მითუმეტეს ახლა, როდესაც ის შეიძლებოდა მომკვდარიყო და ვეღარ დაეცვა ადამიანთა მოდგმა მომავალში, მან გვერდზე გადამდო მისი შვილისადმი სიყვარული და ჰორუსის სულიც მოსპო.
ჰორუსის სიკვდილი ექოსავით გავრცელდა ვარპში, ქაოსის ღვთაებებმა დროებით დაკარგეს გავლენა, დედამიწაზე მოვლენილი დემონები, იმატერიუმში დაბრუნდნენ, მოღალატეთა არმია პანიკამ მოიცვა, ისინი უკან კი არ იხევდნენ, არამედ თავქუდმოგლეჯილები მირბოდნენ, ამ დროს "სისხლის ანგელოზებს" შავი მძინვარება დაეწყოთ, ეს იყო მოღალატეების ჟლეტვის დასაწყისი, ათასაობით და ათასობით მოღალატე იჩეხებოდა ლოიალისტების ხელისგან, სასახლის წინ ერეტიკოსების სისხლის ტბა დადგა.
როგალ დორნი როგორც იქნა მივიდა ბოგურამდე და ნახა მკვდარი ძმები და მომაკვდავი მამა, იმპერატორმა მას ჩასჩურჩულა რომ მხოლოდ ოქროს ტახტზე დაჯდომით გადარჩებოდა, როგალმა მაშინვე მოახდინა მამასთან ერთად სასხლეში ტელეპორტაცია, ასე "გადარჩა" დიდი იმპერატორი.
წმინდა ტერას ალყის მოხსნით სამოქალაქო ომი არ დასრულებულა, მიუხედავათ იმისა რომ მოღალატე ორდენების და სხვა შენაერთების უმრავლესობა "ტერორის თვალში" გაიქცა, იმპერიის ტერიტორიაზე მშვიდობამ მიანც არ დაისადგურა, მაგალითად "რკინის მეომრები" მათ დაკავებულ პლანეტებზე დაბრუნდნენ, მათ იქიდან გაგდებას ათწლეულები დაჭირდა, სწორედ მათთან გამართეს "იმპერიის მუშტებმა" უმძიმესი ბრძოლა სებასტუს IV-ზე. "ღამის მბრძანებლები" გალაქტიკის აღმოსავლეთ საზღვრებს ატერორებდნენ, ეს დასრულდა მას შემდეგ რაც "ღამის მონადირე" ასასინმა მოკლა, ცოტა მოგვიანებით რობუტ გილიმანმა და ულტრამარინებმა სიცოცხლეს გამოასალმდეს ალფარიუსი, რის შემდეგაც ორდენს მისი საიდუმლო ტყუპი ძმა ომეგონი ჩაუდგა "ალფა ლეგიონს" სათავეში. მოღალატე ორდენების გარდა ომი სხვებთანაც მიდიოდა, მწყემსის გარეშე დარჩენილ იმპერიას ორკები და ელდარი მეკობრეები შეესივნენ. ლოიალისტებმა "დიდი წმენდა" დაიწყეს, ის პლანეტები რომლებიც მიემხრნენ ქაოს, გამოეყვნენ იმპერიას ან ნეიტრალიტეტს იცავდნენ ომის დროს, ახლა ლოიალისტებისგან ისჯებოდნენ, რამდენიმე პლანეტა რომელზეც ქაოსი ბუდობდა, მაგალითად დავინი და ისტვაან V სრულებით გაანადგურეს.
ეს ომი, (ადამიანთა ისტორიაში ყველაზე დიდი) დამანგრეველი აღმოჩნდა, იმპერიისათვის და საერთოდ კაცობიობისათვის. 2.3 ტრილიონი ადამიანი მკვდარი იყო ომის დასრულებისას, მრავალი პლანეტა მთლიანად მოისპო, იმპერატორი ვეღარ მართვადა, მის ნაცვლად ძალაუფლება ხელში აიღეს ბიუროკრატებმა რომლებისთვისაც სულერთი იყო ინდივიდუალური ადამიანის სიცოცხლე, იმპერიაში ტოტალიტარიზმი დამკვიდრდა, რომელსაც "მალკადორის ქოფაკები" ინკვიზიტორები დარაჯობდნენ, განსახავებული აზრისადმი და საერთოდ ყველაფერი უცხოსადმი შეუწყნარებლობა იმპერიის პოლიტიკა გახდა, ადამიანთა მოდგმას მოევლინა ახალი რელიგია რომელიც კორუფციაში და ინტრიგებში იყო ჩაფლული, ყველაზე დიდი ირონია ამ რელიგიასთან დაკავშირებით იყო ის რომ მათ ღმერთად გამოაცხადეს იმპერატორი, სწორედ ის იმპერატორი რომელიც ათეიზმის მცველი იყო და უმკაცრესად უშლიდან ლორგარს მის გაღმერთებას. მეცნიერული პროგრესი მთლიანად ჩაკვდა, ადამიანის სიცოცხლე გროშიც არ ღირს, პატარა თუ დიდი ომები დაუსრულებლად მიმდინარეობს მთელს იმპერიაში, ის შიგნიდან ლპება. 41 ათასწლეულის დასაწყისში კაცობრიობა ისევე იბრძვის გადარჩენისათვის როგორც ჰორუსის ერესის 7 წლიან სისხლიან ომში. "დიდი ჯვაროსნული ლაშქრობის" სიკაშკაშე შეიცვალა "იმპერიული ხანის" სიბნელით.
თუ ვიტყვით რომ ჰორუსის ერესში კაცობრიობამ გაიმარჯვა ეს იყო დამარცხების ტოლფასი გამარჯვება.