"ჩვენ მუნჯები ვართ, მაგრამ არ ვართ უძლურნი, ჩვენ გაჩუმებულები ვართ მაგრამ გაბედულობა არ გვაკლია, ჩვენ ვართ ხელშეუხებელნი მაგრამ მამაცობა არ გვაკლია, ჩვენ ვართ დები და გვყავს ერთი მამა. ჩვენ ვართ მაძიებლები და ჩვენ ვიპოვით ჩვენს ნადავლს, ჩვენ ვართ მეომრები და ფიცს ვაძლევთ მათ ვისაც ვეწინაამღდეგებით რომ იმპერატორის ნიშანი ჩვენს შუბლზეა, ყველა ვინც ვარპთან არის შეკრული ფრთხილად უნდა იყოს რადგან მის სამართალს და შურისძიებას ჩვენ აღვასრულებთ"
დუმილის დების დევიზი

"დუმილის დები" ასევე ცნობილნი როგორც "კუდიანებზე მონადირეები" იყო მთლიანად ქალებისგან შემდგარი სამხედრო ორგანიზაცია რომელსაც ევალებოდა კანონგარეშე პსაიკერებზე ნადირობა. "დუმილის დები" წარმოადგენდნენ Adeptus Astra Telepathica-ს სამხედრი ფრთას და ოფიციალურ დოკუმენტაციაში იხსენიებოდნენ როგორც Departmento Investigates. მათი მთავარი შტაბბინა იყო მთვარეზე. ეს ორგანიზაცია შეიქმნა "დიდი ჯვაროსნული ლაშქრობის" პერიოდში, როდესაც Adeptus Astrates-ის ლეგიონებიახალ პლანეტას მიუერთებდა იმპერიას, "დუმილის დები" თავიანთი შავი ხომალდებით იქ მიდიოდნენ პსაიკერების მოსაძებნად.
"კუდიანებზე მონადირეები" ინიციაციისას დებდნენ ფიცს რომ აღარ ამოიღებდნენ ხმას, თუნდაც დაჭრილები ყოფილიყვნენ, დუმილის დები ერთმანეთთან დასაკონტაქტებლად ჟესტებს იყენებდნენ. უფროსი დების მაგივრად ახალწვეულები ელაპარაკებოდნენ სხვებს სანამ ინიციაციას გაივლიდნენ. როგორც ზევით დავწერე "დუმილის დების" დავალება იყო პსაიკერების კონტროლი მთელს იმპერიაში, ეს კი ნიშნავდა რომ დები ნადირობდნენ კანონგარეშე მყოფ პსაიკერებზე, შეპყრობილი პსაიკერების ნაწილს ისინი ცნობილი "შავი ხომალდებით" აგზავნიდნენ დედამიწაზე სადაც წყდებოდა ამ სპაიკერების ბედი ან Adeptus Astra Telepathica მათ ჩათვლიდა ვარგისად და ჩააყენებდა იმპერიის სამსახურში ან უბრალოდ დახოცავდნენ, იმპერატორის ოქროს ტახტზე აღზევების შემდეგ ასეთ გამოუყენებელ ან საშიში პსაიკერების სულებს სწირავდენენ იმპერატორს, თუ დუმილის დები ჩათვლიდნენ რომ პსაიკერი ძალიან საშიში იყო დასაჭერად და დედამიწაზე ჩასაყვანად, ასეთს იქვე სპობდნენ. პსაიკერებთან ბრძოლაში ფიზიკური მომზადება თუ ჩვეულებრივი იარაღის ფლობის უნარი არ იყო რათქმაუნდა საკმარისი, ამიტომ ნებისმიერი ვერ გახდებოდა "დუმილის და" ამ ორგანიზაციაში ყველა ქალს ქონდა უიშვიათესო გენეტიკური მუტაცია რომელსაც ეწოდება პარიას გენი, ყველა პარია უხილავია ვარპში, ეს კი ნიშნავს რომ მათზე არ მოქმედებს არანაირი პსაიკერული ძალები, მათი აზრების წაკითხვა არცერთ პსაიკერს არ შეეძლო, დუმილის დებს იქით შეეძლოთ ვნების მიყენება პსაიკერებისთვის, დუმილის დების ახლომახლო ყოფნა უკვე დისკომფორტს უქმნიდა პსაიკერებს რადგან პარიები არღვევდნენ ვარპს, ხოლო თუ პარია ახლოს მივიდოდა პსაიკერთან ეს უკანასკნელი აუტანელ ტკივილს გრძნობდა.
"დუმილის დების" იერარქია შემდეგი იყო
მოლოდინში მყოფი და ეს არის ყველაზე დაბალი დონე, მათი დავალება იყო ყოველდღიური მიხედვა შტაბბინის და "დების" მოკლედ ქალური საქმეები, და რადგან მათ ჯერ არ ქონდათ დადებული ფიცი შეეძლოთ ჩვეულებრივ ელაპარაკად.
დამწყები და ამ დონეზე ახალბედას აღარ ავალებდნენ საშინაო საქმეების კეთებას, ისინი იწვრთნებოდნენ სამხედრო საქმეში და სწავლობდნენ ჯადოქრებს. თუმცა ლაპარაკი უფლება კიდევ ქონდათ.
Null Maiden ორგანიზაციის სრულ უფლებიანი წევრი რომელმაც ცოტახნის წინ მისცა ფიცი.
Vigilator "დუმილის და" რომელიც ხშირად თან ახლავს "დავიწყების რაინდს"
დავიწყების რაინდი არის ორგანიზაციის ხერხემალი, ისინი ხელმძღვანელობენ სხვა დებს მათ მისიებზე.
წამებული წამებულები არიან დები რომლებმაც მოკლეს 100 კუდიანი მაინც. თვალების მაგივრად მათ დაყენებული ქონდათ წითელი ბიონიკური ვიზორები.

წამებული მის რაზმთან ერთად.
კუდიანებზე მდევარი კუდიანებზე მდევრები იყვნენ მაღალი დონის დები, რომლებიც უფრო მაღლა იდგნენ ვიდრე დავიწყების რაინდები.
მეთაური და უმაღლესი წოდება დუმილის დების ორგანიზაციაში.
როგორც ჩემს წინა პოსტებში დავწერე "დუმილის დებმა" მონაწილეობა მიიღეს "პროსპეროს დასჯაში" სადაც ნადვილი წყევლა იყვნენ "ათასი შვილის" ბიბლიოთეკარებისათვის და დიდი როლი ითამაშეს დედამიწის დაცვაში, როდესაც სასხლის ჯურღმულებში იმატერუმიდან გადმოსულ დემონებს ებრძოდნენ.
"დუმილის დების" საბოლოო ბედი არავინ არ იცის, ზოგი ფიქრობს რომ ისინი დედამიწის დაცვისას მთლიანად განადგურდნენ დემონებთან ბრძოლაში, მაგრამ ზოგი ფიქრობს რომ "დუმილის დები" ინკივიზიციას შეერწყა, ასეა თუ ისე "ხელშეუხებლებისგან" მხოლოდ მოგონებებიღა დარჩა 41 ათასწლეულში.
This post has been edited by @lex on 19 Jun 2012, 22:47