აბა გამოვცოცხლდეთ.....
მოკლედ რომ ვთქვათ ისე შევატყვე და ალბათ თქვენც მიხვდებოდით, რომ ნელ-ნელა წამოვა თამასები აგვისტოს ომზე;
საერთოდ თამაშების გამკეთებლებისთვის ბევრჯერ ქცეულა რომელიმე კონფლიქტი შთაგონების წყაროდ- ამის დამადასტურებელი უამრავი თამაში არსებობს(ჩამოთვლას არ დავიწყებ), თუმცა აქამდე ჯერ არ ყოფილა ბოლომდე ან ნახევრად მაინც ისეთი თამაში სადაც იქნებოდა ასახული 90-იანი წლების საქართველო და ეს გასაგებიცაა, თუმცა ახლა , როცა უკვე საქართველო გამოვიდა ჩრდილიდან და უკვე პოპულარულია, და თან მოგვივიდა ომი რუსეთთან , ჩემი აზრით გამოვა და გამოვა ისეთი თამაშები სადაც იქნება ეს კონფლიქტი ასახული და მათ შორის საქართველოც. ჯერ-ჯერობით და ეს გასაგებიცაა ასეთ თამაშებზე მუშაობენ რუსები და თამაშებითაც კი ახვევენ თავს თავიანთ აზრებს და შეხედულებებს მთელ მსოფლიოს(ეს ერთგვარი ინფორმაციული ომიცაა, რომელშიც ჩვენ ძალიან ჩამოვრჩებით და ვაგებთ), ასეთი თამაშია 'პრინუჟდენია კ მირუ'; თავისთავად ამერიკელებიც არ გაუშვებენ შანსს ხელიდა და მოგვამარაგებენ თამაშებით ამ თემაზე, მითუმეტეს როცა საქმეში რუსეთია გარეული; ამ შემთხვევაში ველი თამაშს Tom Clancy-სგან, მემგონი სირცხვილი იქნება რომ ასეთი თამაში არ გამოვიდეს (რომელსაც ექნება პრეფიქსად Tom Clancy's), რადგანაც ბიძია თომი ითვლება პირველ რუსოფობად

;
ჩემი აზრით ასევე გამოვა ცნობილი თამაშების მოდები(დამატებები, მოდიფიკაციები და სხვა)(რათქმაუნდა ისეთი თამაშების რომლებიც ადვილია დასარედაქტირებლად -- ამ შემთხვევაში მოდებით მოგვამარაგებენ შესაბამისი თამაშების ფანები )(და აგრეთვე ოფიციალური დამატებებიც, ოფიციალური შემქმნელებისგან) სადაც იქნება ასახული 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტი.
ნუ რა ვთქვა აღარ ვიცი ამ საქმეშიც გვაჯობენ რუსებმა, თითქმის გამოვიდა ArmA-ს მოდი სადაც არის რუსეთ-საქართველოს ომზე(forum.ge-ზე თამასების განყოფილებაში არის უკვე ამაზე თემა გახსნილი)
და როგორც ჩანს ქაღტველებით თამაში არ გამოვა და ეს კიდე იმაზე უარესი იქნება რუსებმა რო გააკეთეს 'პრინუჟდენია კ მირუ', რადგან მარტო სკრინშოტებიდანაც ჩანს მთელი მათი რიტორიკა....
მოდით გადავიდეთ ახალ სტადიაზე და შევაფასოთ ArmA-ს ახლაი მოდი:
'საქართველოს დამრტყმელი ძალების პოზიციებზე გასვლა'


'ჰაერში უპირატესობა ომის დასაწყისში ქართველების მქარეს იყო'

'ქართველების ჯავშან -ტექნიკა შედის ცხინვალში'

'რუსი მშვიდობისმყოფელების ბაზა'

'შეტეული იქნა მოწინააღმდეგის დიდი ძალებით'

'მშვიდობისმყოფელებიც ჩაებნენ ომში'

'ქართველმა მეომრებმა უკვე იგემეს ადვილი გამარჯვება '

'მაგრამ ოსები იბრძოდნენ ბოლომდე, ყოველი სანტიმეტრისთვის'


'დრო გადიოდა მაგრამ სამშობლოს დამცველები ბოლომდე იბრძოდნენ'



'პატარა რესპუბლიკამ უხმო დიდს დასახმარებლად და დახმარებაც მოვიდა'

* * *

'ოპერაცია პრინუჟდენია კ მირუ გრძელდება'

'58 არმია არტილერიული ცეცხლის ქვეშ'

'სუ-25, ქართული ავიაციის სიამაყე'

'მტერი განადგურებულია თუმცა გაწმენდა მაინც გრძელდება გარეუბნებში'
* * *
პ.ს-ები:
იმედია არ იფიქრეთ რომ სქრინების სათაურები ჩემი მოგონიალია, მე უბრალოდ ვთარგმნე თორე ასეთ საზიზღრობას როგორ დავწერდი, თანაც ხელები არ მემორჩილებოდა ამის წერისას უბრალოდ მინდოდა ხალხისთვის დამენახებინა მათი პოზიცია(მაგათი დე#$% მო^&ყ@ნ!!!!)---
მე-15 სურათზე როჟა როგორ გავს პუტინს...
---
სქრინები აღებულია
http://armedassault.kiev.ua/forums/forum16/thread1709.htmlროგორც ვხედავთ საიტი უკრაინულია... დასანანია...
ცალკე თემა ჩვენს ფორუმზე
Armed assault * * *
ეეეეუფ რამდენი ვწერე, დამიფასეთ ნაწვალები....
This post has been edited by Top-Gun on 23 Apr 2009, 16:46