თვითონ Flatland და ბრტყელი სამყაროს იდეა ახალი არაა. ედვინ აბოტის კლასიკური ნაწარმოებში მოქმედება ხდება ბრტყელ სამყაროში სადაც გეომეტრიული ფიგურები ცხოვრობენ. ამ ნაწარმოების რამოდენიმე სექველიც არსებობს და ფილმებიც, და თამაშის შექმნის იდეაც, ქვემოთ მოყვანილი ლინკი ასეთი თამაშის იდეის დიზაინ დოკზე (დოკის სტუქტურა შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც რეფერენსი):
http://e23.sjgames.com/media/ROW003_preview.pdfჩვენი სამყარო არ იქნება დასახლებული გეომეტრიული ფიგურებით.
ეს არის უცნაური ზღაპრული სამყარო, თავისი წესებით და ადათებით. უბრალოდ ერთი ავბედით დილას ვიღაცამ 1 განზომილება მოიპარა და სამყარო გაბრტყელდა !
გავიდა წლები, ხალხი უკვე მიეჩვია გაბრტყელებულ ცხოვრებას, გამოიცვალა თაობები...
თუმცა ლეგენდა მესამე განზომილებაზე მაინც არსებობდა.
"დიდი გაბრტყელების თეორიის" (The Big Flat Theory) მიხედვით ჯერ იყო ღვთაებრივი წერტილი რომელიც ყველგან არის და ამავდროულად არსად და ყველაფერი მისგან წარმოიშვა.
რადგან ფლატლანდიაში ყველაფერი ბრტყელია. იქაური მაცხოვრებლები მხოლოდ 1 მხარეს იყურებიან. ამის გამო მოსახეობის უმეტესობა მხოლოდ ცალ მხარეს მოძრაობდა თავიდან და სამეფოს მარცხენა ნაწილი ნელნელა დაუსახლებელი გახდა და მას ბნელი ძალები დაეპატრონენ.
ზოგმა ცადა უკან სიარული და ჩამოყალიბდა ”ხელებზე მოცეკვავეთა” საძმო რომლებიც კურიერის და სხვა მოვალეობასაც ასრულებდნენ და მათი დაქირავება საკმაოდ ძვირი ჯდებოდა.
დიდი გაბრტყელებიდან 769 წელს მეცნიერებმა მოიგონეს უკანასკოპი (BackScope) რომლის დახმარებითან ადამიანებს უკან გახედვა და შესაბამისად მოძრაობაც შეეძლოთ.
ერთმანეთის გვერდის ასაქცევად ფლატლანდიაში დაინერგა ვერტიკალური ლიფტების სისტემა. მარცხნივ მომავალი როგორ წესი უთმობს, დგება ვერტიკალურ ლიფტზე ადის ზემოთ გაატარებს მარჯვნივ მომავალს და შემდეგ გააგრძელებს თავის გზას.
სახლები ასევე ზემოთ არის ჩამოკიდებული.
რამოდენიმე გაბედულმა ცადა მარცხენა სამეფოში გადასვლა მაგრამ უკან დაბრუნებული არავინ უნახავთ.
ასევე არსებობს ”გასხივოსნებული კუბის” სექტანტების მიმდევრობა, რომელთაც ჯერათ რომ არსებობს სხვა უკეთესი სამყარო და კუბი ყველას დაიცავს ამა სოფლის გასაჭირისაგან.
კუბის სექტანტების დაუძინებელი მტერია ”შავი კვადრატის” ორდენი.
ფლატლანდიის ამჟამად მართავს მისი უსიბტყეუსობა ფურცელიუს 7-ე (Papirus VII) და მისი მარჯვენა ხელი, 5 წერტილის კავალერი და შავი კვადრატის ორდენის მაგისტრი, ფოლდერ კვადრატუსი.
1290 წელს დაიბადა მხატვარი პიკა სოდალი რომელმად შექმნა (თავის ვერსიით) სრულყოფილი სფეროს ნახატი (რომელიც მოგვიანებით კუბის სექტანტებმა მოიპარეს) და ამტკიცებდა რომ 3-ე განზომილება არსებობს და მას შეუძლია მისი დანახვა. საზოგადოებამ მისი ნაშრომები არ მიიღო რადგან ყველამ იცის რომ არსებობს მხოლოდ სრულყოფილი წრე. ამჟამად მხატვარი განდევნილია და მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
ასევე 1295 წელს მეცნიერმა შტაინ აინმა შექმნა (მისი მტკიცებით) პროპელერი რომელიც გარკვეული სიხშირით ბრუნვისას სხვა სამყაროში პორტალს ხსნიდა, ან მისივე სიტყვებით "სამყაროს სხვა განზომილებიდან დამზერის საშუალებას იძლეოდა" მეცნიერი დაპატიმრებული იქნა ერესის გავრცელების ბრალდებით "შავი კვადრატის" ორდენის მიერ და მისი ნაშრომები განადგურებულია.
This post has been edited by Abnormalia on 26 Sep 2009, 17:12