გამარჯობა მოდერატორებო

ესეიგი რაშია საქმე.. ვიცი რომ რეფერალების დადება იკრძალება ნებისმიერი სახით.. როგორც გავიგე მხოლოდ იმ მიზეზით რომ თავიდან ავიცილოთ ფლუდი, ოფტოპიკი და სპამი ყველა თემაში.. გეთანხმებით მასეც უნდა იყოს მეთვითონაც მააღიზიანებს ფლუდერები და ოფტოპიკოსები თუ როგორ ქვიათ

მაგრამ ამავდროულად ხშირია შემთხვევები როდესაც მხოლოდ იმისთვის რეგისტრირდებიან ამ ფორუმზე რომ საკუთარი რეფერალი დადონ ან ბევრმა არც იცის წესები და თემას მაინც ხსნის.. შესაბამისად თქვენ გიხდებათ უზერის გაბრთხილება და თემის დაბლოკვა.. სხვათაშორის საკმაოდ ხშირადაც

ხოდა რა მინდა შემოგთავაზოთ: 1 ტოპიკი რომ გააკეთოთ (მიპინული) სახელად "მხოლოდ აქ გავცვალოთ რეფერალები" ან რაიმე მსგავსი და დაწესდეს რომ თუ ვინმეს მოუნდება რეფერალის დადება დაიდოს მხოლოდ იქ.. მე პირადად დიდი სიამოვნებით დავეხმარები ხალხს რეფერალებით და დარწმუნებული ვარ ბევრიც იქნება ჩემნაირი

მოკლედ მოგვეცით შანსი და თუ არ გაამართლა არასდროსაა გვიანი თემის ჩამოპინვა და მიბლოკვა და ისევ იმ აუტანელ რეჟიმში დაბრუნება როგორშიც ახლა ვართ

დიდი მადლობა რომ არ დაიზარეთ ჩემი ასე ვთქვათ suggestionის წაკითხვა

მადლობა თქვენი დროისთვის და ვთხოვ ყველას დააფიქსიროს ამასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი.. როგორც მოდერებმა და ადმინებმა ასევე ჩვეულებრივმა იუზერებმა და მემბერებმაც