ვისაც გიყვართ პაზლები ეს თამაში თქვენთვისაა. ეს არის ონლაინ თამაში სახელწოდებით Puzzle Pirates. შეგიძლიათ იმუშაოთ დაქირავებულივით,გახდეთ კაპიტანი და სხვადასხვა რანგის ოფიცერი,შექმნათ საკუთარი რაზმი(CREW) და უფრო დიდი გაერთიანება სადროშო (FLAG),რომელშიც შედის რამდენიმე რაზმი(CREW), იმეკობრეოთ და თავს დაესხათ სხვა მოთამაშეების გემებს, წახვიდეთ ექსპედიციებში და ზღვის მონსტრებზე სანადიროდ, რითაც იშოვით ფულს. შეიძენთ ახალ ზმანებს, იარაღს ან/და გემებს. შესაძლებელია ომი გამოუცხადოთ სხვა სადროშოებს, დაიპყროთ მათი კუნძულები და მართოთ ის. შეგიძლიათ გქონდეთ საკუთარი მაღაზია (ტანსაცმლის) , სამჭედლო (იარაღის) ან ვერფი (გემების). მოკლედ საინტერესო თამაშია. აი რამდენიმე სკრინშოტი:



ჩემი პირატის სახელია colonelo, შემეხმიანეთ და უკეთ გაგარკვევთ ყველაფერში! თუკი გადაწყვიტეთ დარეგისტრირება შედით Emerald ოკეანეში როგორც სურათზეა და ერთად ვიქნებით!
This post has been edited by COLONELO on 19 Oct 2012, 18:16
.:₮õℊℰ₮ℏℰℛ .::. ₩ℰ .::. Åℛℰ .::. ℒℰšş .::. Åℓõηℰ:.