7 გვერდს რა წაიკითხავს, დარწმუნებული ვარ კრიტიკა და ეს არ ვარგა ის არ ვარგა ეს გაასწორეთ ის ჩაასწორეთ ბლომად იქნებოდა...
მინდა ვთქვა რომ პირველი ნაწილის გამოსვლის დროსაც პოზიტიური დავწერე, რადგან ყვლამ ვიცით რომ ზოგადად თამაშის კეთება საქართველოში არავინ იცის...
არავინ ამაში ფულს არ იხდის, და რატო ისწავლიდნენ...
პირველი შუტერისთვის კი არაუშავდა რა, ჩანდა რომ სასწავლო პლატფორმა/დემო ვერსია იყო და გასაგებია რომ შორს იყო იდეალისგან, თუმცა დეტალებზე ყურადღება რომ
იყო მიქცეული ეგ მაშინვე მომეწონა (რემონტი როა ოთახში "ჰაიდელბერგცემენტის" პაჩკაა იმენოი შეფუთვით

მაგაზე მაგრა ვიხალისე...
მეორეს რო ვრთავდი ვფიქრობდი ეხლა თუ იგივე წავიდა რო ბანძი ხმები (ხმამაღალი) და არავითარი წინსვლა... მაგარი გამიტყდებათქო...
მეორესთვის იმენნა საკაიფო წინსვლაა, გაასწორა... ეხლა BattleField 3 არაა მარა იმ BF3-ის მკეთებლების პირველი თამაში რო ვნახოთ შეილება უარესც ყოფილიყო ტაკ შტო...
მომეწონა მაგრა RPG ელემენტები... გამოძიების მაგვარი რო გაიჩითა... (Deus X გამახსენდა

) მარტო "ესროლე რაც მოძრაობს" რომ არაა კაია, ისე კარგა ხანს ვიარე ბათუმის ქუჩებში სანამ პლაკატს მივაგენი და ჩამოვხიე...

ბოტები რო იმალებიან კარგია, ცოტა თავიდან ვერავინ მარტყავდა, უნდა გეშინოდეს უაზროდ თავის გამოყოფის... სადაა ეგრე რემბოსავით გამოხტები და 4 კაცს ბრიდავ... ხოდა დავდიოდი ლაღად, მერე კი მაგრა მიმლურსმნეს და 3 ჯერ რო დამბრიდეს სანამ გავიდოდი ოთახს მერე დავიძაბე და ნელნელა გამოვყავი თავი, მანდ უკვე საინტერესო ბათქები წავიდა

ნუ ბოტები სროლას იწავლიან რა არაა ეგ პრობლემა...
მოკლედ ვინც აქ ხართ დეველოპერ გუნდიდადნ, nice job!!! ნელნელა მაგრა ამუღამებთ დვიჟოკს...
დარწმუნებული ვარ მესამე უფრო კარგი იქნება...