Grim Fandango - არ მიყვარს კვესტები და ადვენჩერები, მაგრამ თავისი ატმოსფეროთი და უნიკალური მუღამით ერთერთი ჩემი უსაყვარლესი თამაშია
The Elder Scrolls: Morrowind - უსაზღვროდ (იმ დროისთვის ეგრე მეჩვენებოდა) დიდი სამყარო და თავისუფლება. მრავალფეროვნება და უცნაური ლანდშაფტები
Warcraft II - 10 წლის ვიყავი პირველად რომ ვითამაშე და პლატფორმერებზე გაზრდილს წარმოდგენა არ მქონდა სტრატეგიის თამაში რა უნდა ყოფილიყო. მაგ თამაშმა მომცა სტრატეგიების ჟანრის დაუოკებელი სიყვარული, რომელიც დღემდე მაქვს
Starcraft - ...და ამ თამაშმა საბოლოოდ ჩამოაყალიბა ეს სიყვარული
Unreal Tournament - სულ პირველი, 2000ში გამოსული. უძლიერესი ექშენი. იმ დროს ეგ და Quake 3 იყვნენ კონკურენტები საუკეთესო მულტიპლეიერ შუტერის ამბავში და კვეიკიც მაგარი იყო, მაგრამ ანრიალმა გამისწორა განსაკუთრებით
Homeworld - შედევრალური სტრატეგია.
Total Annihilation: Kingdoms - ეს ნაკლებად ცნობილი გაგრძელებაა ძალიან ცნობილი სტრატეგიის, მაგრამ მე ეგ მიყვარდა მაგ სერიებში
Crash Bandicoot -

Mortal Kombat 3 - სუპერ ნინტენდოზე. წარმოუდგენელი ნოსტალგია. ემულატორზე ითამაშებ კაცი, დაჟე სადმე სუპერ ნინტენდოს და კარტრიჯს დაითრევ და ითამაშებ კაცი, აი იმ გრძნობას, ბავშვობას და ვერცერთ განვლილ დღეს ვერ დააბრუნებ

Fifa 98 -

ასევე სენტიმენტალური მოგონებები ამ თამაშთან.