#61275947 · 21 May 2024, 13:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | ევროპა და ამერიკა შეადარეთ ერთმანეთს აბა რომელი ჯობია?
|
ევროპაზე გეტყვი. ვმუშაობ და ვცხოვრობ ბუდაპეშტში, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაა. შესაბამისად არაა ხელფასები მაღალი.
მაგრამ მეორეს მხრივ არის ულამაზესი ქალაქი, ძალიან მაგარი ინფრასტრუქტურით და საკაიფო გართობის წერტილებით.
ვმუშაობ ჩემი პროფესიით, მულტინაციონალურ კომპანიაში. მაქვს ძალიან მაგარი work/life balance, დილის 8:30 ზე ვიწყებ სამსახურს და 5 ზე რომ ლეპტოპს ვხურავ, მეორე დილამდე არ ვაღებ. შაბათ კვირას არასდროს ვმუშაობ. შესაბამისად უამრავი დრო მრჩება ოჯახისთვის და ჩემი ჰობებისთვის.
ხელფასი, რათქმაუნდა ნაკლები მაქვს ვიდრე ამერიკაში, ან თუნდაც გერმანიაში მექნებოდა, თუმცა სულ მცირე ორჯერ მეტი აქაურ საშუალო ხელფასზე. ცხოვრებაც იაფია აქ უფრო.მე და ჩემმა მეუღლემ ნულიდან, ანუ საწყისი კაპიტალის გარეშე, შევიძინეთ ბუდაპეშტის პრესტიჟულ უბანში ლუქს ხარისხის ახალაშენებული ბინა. სამსახურიდან ლიზინგით მაქვს ორი ახალთ ახალი ჯიპი, ჩემთვის და მეუღლისთვის. ბავშვი დამყავს კერძო სკოლაში, პიანინოზე, ცურვაზე და კარატეზე. ერთია რომ სეივინგებს პრაქტიკულად ვერ ვაკეთებ, რადგან ძაან ბევრი გასავალი მაქვს. რაც არ უნდა გამეზარდოს ხელფასი, მაინც თვიდან თვემდე მეხარჯება.
ასევე, მაქვს სამედიცინო დაზღვევა. სერვისი არაა ძალიან კარგი, მაგრამ საკმაოდ ნორმალურია. შარშან ხელი მოვიტეხე ველოსიპედიდან ჩამოვარდნისას და კარგად მიმკურნალეს, თავისი ოპერაციით და რამე. სამსახურმაც 3 თვე ჰოუმ ოფისი მომცა ეს პერიოდი, სანამ გიფსს ვატარებდი. პლუს მაძლევს უფლებას რომ დისტანციურად ვიმუშაო ხოლმე, ამიტომ წელიწადში ერთ თვეს ოჯახთან ერთად საქართველოში ვატარებ. დასვენების დღეებიც ბლომად მაქვს. 40 დღე გამომდის წელიწადში.
სამსახურშიც ძალიან კარგი გუნდი მყავს - მსიამოვნებს მისვლა და მუშაობა. მეგობრული გარემო გვაქვს და ერთმანეთს სულ გვერდში ვუდგავართ. კვარტალშე ერთხელ გვიწევს ბიზნეს მოგზაურობები.
მეგობრებს და სოციალიზაციას რაც შეეხება, აქაც გვაყვს მეგობრების წრე. არაა იმდენად დიდი, როგორც საქართველოში, თუმცა თბილ ამინდში კვირაში ერთხელ ან ჩვენ ვპატიჟებთ ბარბექიუზე, ან იქით გვპატიჟებენ. ოჯახურ პონტებში. პლუს საქართველოსთან რომ ახლოა, ძალიან დიდი პლუსია. ჩემები ჩამოდიან ხოლმე და ნახევარი წელი არ გავა ისე რომ რომელიმე ძმაკაცი არ ჩამოვიდეს.
|