#61291931 · 27 May 2024, 16:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოვითხოვოთ ამ ფულით შეიქმნას კიბოსთან ბრძოლის ყველაზე ძლიერი ცენტრი ევრაზიის გასაყარზე თუ შესაყარზე,მეორე გერმანია გახდეს საქართველო მედიცინის მხრივ მაინც. აშენდეს როგორც კვლევითი ცენტრები-ასევე კიბოს სამკურნალო დაწესებულებები,მოხდეს წარმატებული სტუდენტების უცხოეთში განათლების დაფინანსება,უახლესი ტექნიკის და ლაბორატორიების შესყიდვა და ეს ყველაფერი უფასო იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის. თურქეთის ნაცვლად საქართველოში უნდა ჩამოდიდოდნენ სამკურნალოდ არამარტო ჩვენი სამეზობლოდან-არამედ აზიის პოსტ საბჭოთა ქვეყნებიდანაც. ძალიან მურტალი საქმეა როცა კიბოში აბანდებ შენ დანაზოგს-მაგრამ კიბო ისეთი რამეა აქლემივით ვის კარებზე როდის დაიჩოქებს არავინ იცის,ძალიან ძვირი ჯდება მისი მკურნალობა თან კიდევ ყოველ წელს სტატისტიკურად კიბოთი დაავადებულების რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება-ეს იქნება ხალხზე ზრუნვის პროექტიც და პლიუს ამას გრძელ ვადიანი სტაბილური შემოსავალი ქვეყნისთვის. თუ ეს მოხდება მზად ვარ ჩემი ხელფასიდან სიამოვნებით ვიხადო + 3 % (სულ ჯამში 5 %) კიბოს გადასახადი-როცა მეცოდინება ეს უდიდეს სახელმწიფო პროექტს ხმარდება,როცა მეცოდინება რომ თუ კიბო დამემართება სახლ კარის გაყიდვა არ მომიწევს სამკურნალოდ.
This post has been edited by giorgevich23 on 27 May 2024, 16:40
--------------------
ოღონდაცა რაა[b] [/b]
|