1995 წლის 22 მარტს რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნდა 4 რუსული სამხედრო ბაზა:
1) 137-ე სამხედრო ბაზა ვაზიანში;
2) 50-ე სამხერდო ბაზა გუდაუთაში;
3) 62- სამხედრო ბაზა ახალქალაქში;
4) მე-12 სამხედრო ბაზა ბათუმში.
ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების შტაბი მდებარეობდა თბილისში, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე.
სამშვიდობო ძალების სტატუსით საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე განთავსებული იყო რუსეთის შეიარაღებული ძალები ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში.
ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო ძალები განთავსდა 1992 წლის 24 ივნისს სოჭში გაფორმებული ე.წ. დაგომისის შეთანხმების საფუძველზე - ,,შეთანხმება ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების პრინციპების შესახებ“, რომლის ძალითაც შეიქმნა საკოორდინაციო ორგანო, შერეული საკონტროლო კომისიის სახით: საქართველოს, ,,სამხრეთ ოსეთის“, რუსეთის და ჩრდილოეთ ოსეთის შემადგენლობით. ასევე შეიქმნა შერეული სამშვიდობო ძალები, საქართველოს, ,,სამხრეთ ოსეთის“ და რუსეთის შეიარაღებული დანაყოფების შემადგენლობით. საქმიანობაზე დაკვირვებას ახორციელებდა ეუთოს სადამკვირებლო მისია.
1994 წლის 14 მაისს მოსკოვში გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტისა და ძალების დაშორიშორების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე აფხაზეთში განთავსდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) კოლექტიური ძალები, რომელიც დაკომპლექტებული იყო მხოლოდ რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებით (?). საქმიანობაზე დაკვირვებას ახორციელებდა გაეროს სადამკვირვებლო მისია.
1999 წლის 24 აპრილს შევწყვიტეთ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრობა.
1999 წლის 17 ნოემბერს ეუთოს სტამბულის სამიტზე რუსეთმა აიღო ვალდებულება 2001 წლის პირველ ივლისამდე დაეხურა ვაზიანის და გუდაუთის სამხედრო ბაზები, ხოლო ბათუმისა და ახალქალაქის ბაზების დახურვის ვადებზე, მხარეები უნდა შეთანხმებულიყვნენ 2000 წელს.
https://www.kvirispalitra.ge/politic/47053-...=1597330828.171 რუსეთმა დახურა ვაზიანის ბაზა და ასევე განაცხადა რომ გუდაუთის ბაზამაც შეწყვიტა არსებობა, თუმცა ფაქტის გადასამოწმებლად ადგილზე არ დაუშვა საერთაშორისო ან ადგილობრივი მონიტორები.
ახალქალაქის და ბათუმის ბაზების დახურვის ვადებზეც ვერ ხერხდებოდა შეთანხმება.
2003 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაძლიერდა საერთაშორისო მხარდაჭერა, რის შედეგადაც 2006 წლის 31 მარტს ქ. სოჭში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც 2008 წელს რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან უნდა გაეყვანა 62-ე (ახალქალაქის) და მე-12 (ბათუმის) სამხედრო ბაზები.
2006 წლის 23 დეკემბერს ფუნქციონირება შეწყვიტა ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების შტაბმა.
2007 წლის 27 ივნისს ახალქალაქის სამხედრო ბაზა გადმოეცა საქართველოს და ამავე წლის 21 სექტემბრისთვის, სრულად დაიცალა რუსული სამხედრო ტექნიკისგან.
2007 წლის 13 ნოემბერს ბათუმის სამხედრო ბაზა გადმოეცა საქართველოს და უკანასკნელმა რუსულმა ეშელონმა 15 ივნისს დატოვა ბაზის ტერიტორია.
2006 წლის იანვარში შევწყვიტეთ დსთ თავდაცვის მინისტრთა საბჭოს წევრობა.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/97114?publication=0 პარალელურად საქართველო ახერხებს და შეუფერხებელ მმართველობას აღადგენს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე და კოდორის ხეობაზე, რეგიონებზე რომლებიც ნომინალურად ექვემდებარებოდა საქართველოს ხელისუფლებას.
საქართველო ასევე ცდილობს ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში განთავსებული სამშვიდობო ძალების ფორმატის შეცვლას და მის ჩანაცვლებას საერთაშორისო საპოლიციო ძალებით.
საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილებები, რომლის საფუძველზეც უნდა მომზადებული სამშვიდობო ძალების მანდატის შეწყვეტის სამართლებრივი და პრაქტიკული საფუძვლები.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/43282?publication=0https://matsne.gov.ge/ka/document/view/43594?publication=0https://matsne.gov.ge/document/view/43984?publication=0 ხელისუფლება, მოსალოდნელი პროვოკაციების და გართულებების გამო თავს იკავებს იმ შეთანხმებებიდან ცალმხრივად გასვლაზე, რომელთა საფუძველზეც საქართველოს ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან რუსეთის სამშვიდობო ძალები. ამასთანავე, პერიოდულად ხდება მცირე დაპირისპირებები და რუსი სამხედროების გადაადგილების შეზღუდვა.
https://civil.ge/ka/archives/137093 2007 წლის მაისში, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე იქმნება, დროებითი ადმინისტარციულ-ტერიტორიული ერთეული და მისი მმართველი ორგანო, დროებითი ადმინისტარციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია. ადმინისტრაციის შექმნა მიზნად ისახავს, სეპარატისტულ რეჟიმს ჩამოერთვას მთელი რეგიონის მოსახლეობის სახელით საუბრის საშუალება და ქართულ-ოსური ინტერესების გათვალისწინებით, რეგიონის მოსახლეობის დაახლოებით 35%-ის სახელით ილაპარაკოს ქართული მხარისადმი ლოიალურად განწყობილმა წარმომადგენლობამ.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/44410?publication=0https://matsne.gov.ge/ka/document/view/100630?publication=1 საქართველო ცდილობს შეცვალოს შერეული საკონტროლო კომისიის შემადგენლობა შემდეგი სახით: საქართველო, დროებითი ადმინისტარციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია, რუსეთის ფედერაცია, ,,სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ სეპარატისტული მთავრობა, ეუთოს და ევროკავშირის წარმომადგენლობები.
საქართველო ასევე ცდილობს რუსეთის სამშვიდობო ძალები ჩაანაცვლოს საერთაშორისო საპოლიციო ძალებით, თუმცა მითითებული იდეის საერთაშორისო მხარდაჭერა არასაკმარისია.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ხაინდრავა შსკ-ს ფორმატში მუშაობის გაგრძელების აზრს ვერ ხედავს - 25.10.2005
https://civil.ge/ka/archives/136379პოპოვი: რუსი სამშვიდობოების გაყვანის საკითხის დაყენება ნაადრევია - 16.08.2006
https://civil.ge/ka/archives/138809ევროკავშირის როლის ზრდაზე თბილისის იმედი “არარეალურია“ – 26.10.2006
https://civil.ge/ka/archives/139436საქართველო გაეროს მისიისა და სამშვიდობო პროცესის სრულ გადახედვას მოითხოვს - 27.09.2007
http://www.saakashviliarchive.info/ge/Pres...News?p=3491&i=1იაკობაშვილი შსკ-ს ფორმატის შეცვლის ინიციატივით გამოდის - 01.03.2008
https://civil.ge/ka/archives/142926რა საფუძველი აქვს საქართველოს ხელისუფლების ინიციატივას შერეული საკონტროლო კომისიის გაუქმების თაობაზე? – 04.03.2008
https://www.radiotavisupleba.ge/a/1556731.htmlთბილისი შსკ-ს ფარგლებში მუშაობას წყვეტს - 04.03.2008
https://civil.ge/ka/archives/142942იაკობაშვილმა რუს დიპლომატებს შსკ-ს ფორმატის შეცვლის ინიციატივა გააცნო - 06.03.2008
https://civil.ge/ka/archives/142962იური პოპოვი: საქართველოს პოზიცია შსკ-ს მიმართ ”ზედაპირულია” – 06.03.2008
https://civil.ge/ka/archives/142956ევროკავშირი ამჟამად არ განიხილავს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებშიმ იმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის საკითხს. – 02.05.2008
https://www.radiotavisupleba.ge/a/1557526.htmlევროპარლამენტის თქმით, რუსული სამშვიდობო მისია უნდა შეიცვალოს - 05.06.2008
https://civil.ge/ka/archives/143766აშშ აფხაზეთში საერთაშორისო საპოლიციო ძალის შექმნისკენ მოუწოდებს - 08.07.2008
https://civil.ge/ka/archives/144016სემნები ევროკავშირის პოზიციაზე საუბრობს - 10.07.2008
https://civil.ge/ka/archives/144042ეუთოს თავმჯდომარე: რუსეთის როგორც შუამავლის დღეები ამოიწურა - 10.08.2008
https://civil.ge/ka/archives/144303 უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის სამშვიდობო მისიის შეწყვეტის ან ფორმატის ცვლილების საკითხის გააქტიურებისთანავე იწყებოდა რუსეთის სახელმწიფო დუმის მიერ აფხაზეთისა და ,,სამხრეთ ოსეთის“ აღიარების საკითხის განხილვა და მთავრობისთვის შესაბამისი რეკომენდაციის მიცემა. ამასთანავე რუსეთმა ომის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე მიანიჭა რუსეთის მოქალაქეობა აფხაზეთის და ცხინვალის მოსახლეობას და ამ რეგიონებთან ,,დამოუკიდებლობის“ აღიარებამდე დაამყარა ოფიციალური ურთიერთობები.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
რუსეთი აფხაზეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ შეთანხმებას ტოვებს
https://civil.ge/ka/archives/142964რუსეთი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ლეგალიზებას იწყებს
https://civil.ge/ka/archives/143301რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება - სრული ტექსტი
https://old.civil.ge/geo/article.php?id=18016ომის წინა პერიოდის ქრონოლოგია ამ პოსტშია ასახული
განყოფილების მთავარი თემა (post #53754035) ომის შედეგად დამატებით დავკარგეთ დიდი და პატარა ლიახვის ხეობები, ახალგორის რაიონი და კოდორის ხეობა.
მიუხედავად რუსეთის იმ სამზადისისა და გეოპოლიტიკური ვითარებისა რაც ომის დაწყებას უძღვოდა წინ, საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთი ვაიძულეთ, რომ ომი დაეწყო.
საზოგადოების ნაწილი ასევე ამტკიცებს, რომ 2007 წელს მოხდა ,,სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ აღდგენა, რაც რუსეთის მიერ ახალგორის დაპყრობის საფუძველი გახდა, ხოლო კოდორის ხეობა იმიტომ წაგვართვეს, რომ მას ზემო აფხაზეთი დაერქვა. ასევე დღემდე გამოითქმის საყვედური, რომ კოდორის ხეობა დავტოვეთ უბრძოლველად. ვიბრძოლებდით, მეტი მსხვერპლი გვექნებოდა და მაინც მოგვიწევდა გამოსვლა, ვინაიდან კონფლიქტს აღარ ჰქონდა ლოკალური სახე და წარმოადგენდა სახელმწიფოთაშორის ომს, საქართველოს და რუსეთს შორის.
ასევე დიდი სიამაყით ხდება ტალიავინის დასკვნიდან ერთ ამონარიდზე მითითება და მისი იმგვარი განმარტება, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი და შემდეგ ხელმოწერითაც დავადასტურეთ აღნიშნული.
სრული ანგარიში აქ არის, რომელიც უფრო ნათელ წარმოდგენას შექმნის რა მოხდა
https://smr.gov.ge/uploads/prev/66c4e7.pdf ალბათ კარგი იქნება, ერთი კაცის ან პოლიტიკური ჯგუფის ჯინაზე საქვეყნოდ ნაცარს არ ვიყრიდეთ თავზე და ხვალ გადასადგმელ ნაბიჯებზე ვიფიქროთ, თუნდაც იმ სამართლებრივი საფუძვლების და ფორმატების პირობებში, რაც დღეს გვაქვს სახეზე.
This post has been edited by leqso0077 on 8 Nov 2021, 03:37