ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებების ფონზე, წინსწრებით დავძენ:
1. მსგავსი საკითხებისთვის (ფორუმის შეზღუდვები, ცვლილებები, ქვეყნიდან გატანა და ა.შ.) აუცილებლად უნდა არსებობდეს გაერთიანებული თემა.
2. არ ვიზიარებ მსგავსი თემების პათოსს.
ახლა კონკრეტულად /
მიუხედავად იმისა, რომ 2009 წლიდან ვარ აქტიური ფორუმელი, თანაც ღიად, ხოლო პოლიტიკური შეხედულებების გამო, მეტი არ ვთქვა, მუდმივად ვიმყოფები უმცირესობაში, დიახ, მიუხედავად ამისა, ფორუმზე საკუთარი ხედვის გამოხატვის პრობლემა არასდროს მქონია, არც შინაარსის და არც ფორმის საზრისით.
მეტიც, დღემდე არათუ ბანი, ერთი ვორნი არ მიმიღია!
მეტისმეტი, არ ყოფილა შემთხვევა, რამე დახმარება მეთხოვოს და ფორუმის ხელმძღვანელობას უარი ეთქვას ჩემთვის.
ასე რომ, გულითადი მადლობა ფორუმის დამფუძნებელ ტიმს და მოდერატორებს!
მუდამ სიყვარულით ვიხსენებ მოდერატორს WOMAN IN LOVE, რომელმაც 2009 წელს, თავისი ინიციატივით (!), პოლიტიკის განყოფილებაში გადმოიტანა ჩემი პირველი თემა/პოსტი, რის გამოც მაშინდელი პოლიტბომონდის რისხვა დაიმსახურა. იხ.
შენენთო სამპარლამენტოვანი საქართველოსთვისრაც შეეხება ფორუმის ტექნიკურ მხარეს (მას შიგნიდანაც ვიცნობ, რადგან თავად ვიყენებ ამ ძრავს ჩემი ოფიციალური საიტისთვის): ფორუმის ძრავი არის საუკეთესო კლასიკური ძრავის მოდიფიცირებული ვარიანტი და მას არაფერი აქვს საერთო ნარატივების სოცქსელებთან.
და თუ ფორუმმა, გარკვეულწილად, დაკარგა აქტუალობა, ამის მიზეზი, პირველყოვლისა, ფორუმელთა მხრიდან სპეკულაციური ნარატივების პოლიტიკით გატაცებაა, ცხადია, პოლიტიკური აზროვნების საზიანოდ.
ამჯერად, ჩემგან სულ ესაა და თქვენ რას იტყვით ფორუმის ერთგულო იუზერნო?
This post has been edited by Queeestion on 17 May 2024, 14:40