პირველი - დავიწყოთ იქიდან რომ თუნდაც სიმართლე იყოს რაც დაწერე, მაინც ჩვილი ბავშვის გაუფრთხილებლობით სიკვდილს ვიღებთ და ყველა ვარიანტში სისხლის სამართლის დანაშაულია.
მეორე - რანაირად ჩასვეს ბავშვი ქვევრში ისე, რომ ვერ გაიგეს რომ სავსე იყო? ან რატომ ქვევრი? ქვევრში როგორ აპირებდნენ ბავშვის ჩაშვებას? თუ ეგონათ რომ ცარიელი იყო, ნელ-ნელა უნდა ჩაეშვათ არა? ხომ ვერ ჩააგდებდნენ 9 თვის ჩვილს ცარიელ ქვევრში? ხოდა მაგ დროს შიგნით რომ კიდევ იყო სითხე როგორ ვერ დაინახეს?! სულ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წყალში ჩავარდნის ხმაც ვერ გაიგეს? წარმოუდგენელია. მაშინ ბრმები და ყრუებიც ყოფილან და ინტერვიუებში მთლად მასეთები არ ჩანან.
მესამე - თუ მარტო გატაცების გათამაშება იყო, ტროლი ზარზეიმები საეჭვოდ, ძალიან მალევე გადაერთვნენ ბავშვის გარდაცვალების შესახებ პოსტვაზე. ნახევარ საათში. აქ ამ თემაში არაერთხელ აქვთ დაპოსტილი თან. სხვებს საერთოდ უკვე სამოქალაქო ომისკენ მიჰყავდათ დისკუსია, ხოდა რაღაც არ ჩანს მარტო გათამაშებული გატაცება რომ იყო დაგეგმილი. ცოტა ხანი მაინც გაჩუმდებოდნენ, თუ გათამაშებული გატაცების ნაცვლად ჩვილი რომ შემთხვევით დაღუპულიყო. იმ მეორეს პოსტზე გავჩუმდები, რაფალიანცამდე ერთი თვით ადრე ნაცების მხრიდან ძუძუთა ბავშვების დახოცვაზე რომ საუბრობს. ესე იგი მანდაც ფანტასტიკური დამთხვევა მოხმდარა და რა ვიცი არ ხდება მასეთი დამთხვევები ბუნებაში.
![user posted image](https://img.forum.ge/P_Vijji39iKbWj.png)
აი უბედური შემთხვევის ვერსია ხომ უკვე აბსურდია, მაგრამ ახლა რაც დაწერე მხოლოდ ოდნავ უფრო ნაკლებ აბსურდს წარმოადგენს. უბრალოდ რის მიღწევას ცდილობდნენ ამ გატაცების გათამაშებით? ჰა, არჩევნების წინა ღამეს რამდენიმე საათით ბოროტმა ნაციანალებმა გაიტაცეს ჩვილი, რომელიც მერე მალევე იპოვეს. მაგით რა შედეგი დაიდებოდა?
This post has been edited by Hiksos on 9 Jun 2024, 10:17