#61205321 · 29 Apr 2024, 05:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
exe
თურქეთში სწორედ რომ "გათურქების" პოლიტიკა იყო მთავარი და არა "ნაციონალიზმი" მის ევროპულ კონტექსტში.
ნაცია, ევროპულ პოლიტიკურ თეორიაში, არის ხალხის ერთიანობა რომელსაც აერთიანებს საერტო გეოგრაფია, ისტორია, ენა და ტრადიცია.
როგორც ხედავ, ეთნოსი, როგორც ასეთი, ნაციონალზმთან კავშირში არ არის. ამიტომაც საქართველოში ეს კონცეფცია ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის დროიდან მოდის. მან თბილისი რომ გაანთავისუფლა რელიგიური უმცირესობები (მუსლიმები, ებრაელები) მეფის დაცვის ქვეშ გამოაცხადა და რაც ყველაზე საინტერესოა, ნაკლები გადასახადები დაუნიშნა.
ისტორიულად, ინგუშები, ოსები/ალანები, სომხები, ქურთები, ალბანელები და მოგვიანებით აზერები, დაღესტანის რამოდენიმე ტომი ქართული სახელმწიფოს ისეთივე სრულფასოვანი ნაწილი იყვნენ როგორც ქართველები. ანუ, ქართული სახელმწიფო არ ატარებდა აუცილებელ "ეთნიკურ" დატვირთვას. ისტორიული საქართველოს სამეფო იყო უფრო ევროპული კონცეფცია 1000 წლით ვიდრე ეთნიკური, თუმცა ქართველი ეთნოსი იყო ძირითადი ბირთვი. * * * მეტსაც ვიტყვი, არაბეთის სულთნები პატივს ცემდენ ქართულის სახელმწიფოს ინტერესებს სოწრედ იმიოტმ რომ საქართველოში მუსლიმები ისეტივე უფლებებით სარგებლობდენ როგორც ქრისტიანები და ებრაელები.
|