ვნახე ერთად ორივე ბროდვეიზე 2022-ში. Tougher than the Rest იმღერეს
სხვა რაღაცებიც, მაგრამ ეს სიმღერაა ჩემთვის სიყვარულზე დაწერილი საუკეთესო სიმღერა. მთელს დარბაზში ბრუსის მერე პოპულარობით მეორე ადამიანი გავხდი ოღონდ, ყველამ გაიგო, რომ ქვეყანა ჯორჯიადან სპეციალურად ამ კონცერტისთვის ჩავედი (შესასვლელად რიგში რომ ვიდექი, იქ ვუთხარი გვერდზე მდგომებს, ტრაბახობდნენ მე ილინიოისიდან და მე ფლორიდიდან და სხვადასხვა შტატებიდან ჩამოვედიო) და ერთმანეთს აჩვენებდნენ, ეს არისო. ცოტა შემრცხვა
სამწუხაროდ, ბრუსამდე ვერ მიაღწია ამ ინფორმაციამ, თორემ დარწმუნებული ვარ, ერთ სიმღერას მომიძღვნიდა