https://www.foreign.senate.gov/press/dem/re...reign-agent-lawთარგმანი (არაფრის):
თავმჯდომარე კარდინი წარადგენს აშშ-ს მთავრობის ტრანს-ატლანტიკურ საგაერო საქმეთა კომისიის ერთობლივ განცხადებას, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რუსულ-სტილის "უცხო ქვეყნის აგენტის" კანონის შესახებ:
დღეს, აშშ-ს სენატორმა ბენ კარდინმა (მერილენდის შტატი), რომელიც ხელმძღვანელობს სენატის საგაერო საქმეთა კომისიას, წარმოადგინა საგარეო საქმეთა კომისიების, მათ შორის ბელგიაში, ჩეხეთში, ესტონეთში, ფინეთში, გერმანიაში, ისლანდიაში, ირლანდიაში, იტალიაში, ევროკავშირში, ლატვიაში, ლიეტუვაში, ნორვეგიაში, პოლონეთში, უკრიანაში და დიდ ბრიტანეთში ხელმძღვანელების ერთობლივი განცხადება, რომელიც ეხმიანება საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული სტილის უცხოური ძალების აგენტის კანონის მიღებას და რომელიც ავალდებულებს ორგანიზაციებს რომლებიც იღებენ 20 პროცენტზე მეტ დაფინანსებას საერთაშორისო წყაროებიდან დარეგისტრირდნენ როგორც "ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება უცხოურ ძალებს"
მიუხედავად მეგობრებისგან და მოკავშირეებისგან მრავალგზის გამოხატული შეშფოთებისა, საქართველოს პარლამენტმა გადადგა საგანგაშო და რეპრესიული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას და ეწინააღგმდეგება მის გაცხადებულ მიზანს - დასავლეთში ინტეგრაციას.
როგორც ევრო-ატლანტიკურ კანონმწარმოებლებს, ჩვენ გვესმის რომ პარლამენტის როლია გამოხატოს მისი ხალხის ნება და ქართველებმა ერთიანად უარყვეს კრემლით-შთაგონებული კანონი, როგორც შეუთავსებელი მათ იდენტობასთან, ევროპულ ღირებულებებთან და დემოკრატიის პრინციპებთან.
გასაგები რომ იყოს - ეს ე.წ. "უცხოური აგენტის" კანონი, სარკისებრი ანასახია ვლადიმერ პუტინის პოლიტიკისა, რომელიც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის არალეგალურ ოკუპაციას.
ისეთი პატივსაცემი ქართული ორგანიზაციები, როგორიცაა ტრანსპერენსი ინთერნეიშენალ (გამჭვირვალობა საქართველო), ისფედი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ასრულებენ გადამწყვეტ როლს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
ეს კანონი კი სახეში სილის გაწნასავითაა ამ ძალისხმევის მიმართ და პირდაპირი შეტევაა სამოქალაქო საზოგადოებაზე და დამოუკიდებელ მედიაზე, ანუ ნებისმიერი დემოკრატიის ფუნდამენტურ ელემენტებზე.
აშშ და ევროკავშირი გააგრძელებს მათ მხარდაჭერას, რადგან მათი ხედვა საქართველოსთვის და მათი ლიდერშიფი წარმოადგენს ნამდვილ პატრიოტიზმს და პირდაპირ კონტრასტში მოდის პარლამენტის იმ 84 დეპუტატთან, რომლებმაც სწორება რუსეთზე გააკეთეს, გუშინდელი კენჭისყრით.
ჩვენ არასდროს მივატოვებთ ქართველ ხალხს, რომლებმაც გვიჩვენეს ურყევი გამბედაობა დემორკატიის ღირებულებების დაცვისას, მშვიდობიანი წინააღგმდეგობით. ასევე არ მოვერიდებით პასუხი ვაგებინოთ მათ, ვინც პასუხისმგებელია რუსული-სტილის კანონის მიღებაზე და დაუნდობელ თავდასხმებზე მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ - მათ შორის ბიძინა ივანიშვილს და მის ძმაბიჭებს.
ქართველ ხალხს კი ვუცხადებთ - არ ხართ მარტო!