#61250116 · 12 May 2024, 23:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რა მოვუხერხოთ ამ იმედს? უბრალოდ გადართეთ ამ ნაწყლ ტელევიზიაზე და გადაირევით! ტიპები რაღაც საშინელ სცენარს ამუშავებენ ვითომ ნაცებმა ბავშვები მოატყუეს და რაღაც რევოლუციის მოწყობის სახელმძღვანელოთი ხელმძღვანელობენ, ვითომ არგუმენტი არ გვაქვს რუსული კანონის წინააღმდეგ, ამდენი ახალგაზრდა გატლუებულია გირჩების და ლომჯარიების მიერ...
ამ ტელევიზიაში მუშაობენ აბსოლუტურად უნამუსო ხალხი, სანამ ამ სირობას მოამზადებენ ხომ ცხადია რომ წინასწარ საუბრობენ მანიპულაციაზე, ანუ ყოველი გადაცემის წინ ეს შუბლისძარღვგაწყვეტილი ბიო ნაგავი განიხილავს ხალხის მოტყუების, ინფორმაციის გადაკეთების, პროპაგანდის სასარგებლო ფაქტების ამოკრეფის და რეინტერპრეტაციის პროცედურას და შემდეგ სრულიად უსირცხვილოდ ხალხს აბოლებენ. ცხადია ეშმაკის ადვოკატობა დიდი ფული ღირს და ეს ტყუილი დიდი ხელფასი უჯდებათ, მაგრამ ეს მახინჯები რასაც კადრულობენ არც ერთ ჭიშკარში ეტევა.
ახლა გეტყვი რა მოხდება თუ ყველაფერი ცუდად განვითარდა:
წარმოიდგინეთ რომ არჩევნები ტოტალურად გააყალბეს ქოცებმა და ევროკავშირმა შეგვიჩერა არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსი არამედ ვიზალიბერალიზაცია, გააუქმა DCFTA შეთანხმება.
ესენი ეტყვიან: გლობალური ომის პარტია რომელიც გაბატონებულია ევროპაში ცდილობს საქართველოს სუვერენიტეტის შელახვას, მათ მოახერხეს ახალგაზრდობის მოტყუება და ცდილობენ ნაცები მოიყვანონ ხელისუფლებაში, რომ დაკანონდეს ერთსქესიანთა ქორწინება, შეგვირყვნან მართლმადიდებლური ეკლესია. ამ მიზნის შესასრულებლად მოაზრებული ჰყავთ ნაცები რომლებიც დაიწყებენ რეპრესიებს.
აი მე გარწმუნებთ რომ ეს ბოდვა, იმ შემთხვევაშიც კი როცა არჩევნები ტოტალურად გაყალბდება გაზიარებული იქნება საქართველოს მოსახლეობის 30% მიერ. იმედის გამო საქართველოში უკვე მომზადებულია შულავერის კომიტეტი, ქართული მოსახლეობის სახით. თუ ქოცებმა რუსები შემოიყვანეს, იმედი ამას ნაცებს დააბრალებს და ქოცებს ვითომ იძულებით კავშირში გამოიყვანს იმიტომ რომ ღალატი ნაცებმა ჩაიდინეს.
რა ვუქნათ ამ ტელევიზიას? ამათ გამო საქმე საქმეზე რომ მიდგეს მე 11 არმიის როლს ქართველები შეასრულებენ!
This post has been edited by mepar on 12 May 2024, 23:46
--------------------
ამის წაკითხვა ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო!
|