#61280263 · 23 May 2024, 00:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბატონებო - ბორენკა, კობახა, შალვა პაპუასა, მამუკა ცრუ მდინარა და ყველას, ვისაც ეხება... გთხოვთ მიმიღოთ თქვენს დინასტიურ-მარადიულად ხელისუფლებაში ყოფნის მსურველ და მსწრაფ პარტიაში (ჯერ გამოსაცდელი ვადით რიგით წევრად). შემინდეთ და მაპატიეთ, რომ სრულებით არ მომწონს თქვენი მოღალატე და გულისამრევი პარტია, მაგრამ თქვენი იმედი მოშლილი რახან მაქვს, ეს ვერ მექცევა დაბრკოლებად და მზად ვარ გასაქოცებლად. თქვენთვის გასაგები იქნება ჩემი თხოვნა, რადგან თქვენც ჩემს დღეში ხართ. თქვენც, როგორც ამბობთ და ყველამ ვიცით, რომ ტყუიხართ, ხომ გინდათ ევროკავშირში შესვლა და სინამდვილეში რუსებს რუსეთი გინდათ?! მეც ასე ვარ. სრულებით არ მსურს გაქოცება და მოღალატეობა, მაგრამ ევროკავშირის მსურველს, მინდა თქვენს დიად პარტიაში შემოსვლა. რა თქმა უნდა ვაცნობიერებ, რომ მომთხოვთ - მოიქეცი როგორც ჭეშმარიტ ქოცს შეეფერება, ირწმუნე ჭეშმარიტი ღმერთი ბორენკა, მოქოცდი, მოიპარე, მოიტყუე და მიგიღებთო. ამგვარი პასუხის მომლოდინეს მე ჩემი პასუხი მაქვს: თქვენ ევროკავშირში "შესვლა ხომ გინდათ?" ჰოდა, ევროკავშირი გეუბნებათ, რომ მიგიღებთ, მაგრამ მოიქეცით ისე, როგორც ევროკავშირის წევრთა ქცევის სტანდარტებია! ხომ გთხოვენ ამას და თუ ასე მოიქცევით, მართლა მიგვიღებენ. თქვენ პასუხობთ: თვითონ თქვენ მოიქეცით ისე, როგორც ჩვენი რუსული სტანდარტებია და ასეთ შემთხვევაში გენაცვალოთ ჩვენი თავიო. ხომ მიმიხვდით, ერთ დღეში ვართ - მე მინდა თქვენს პარტიაში შემოსვლა, მაგრამ არ მინდა მოვიქცე თქვენებურად, არამედ თვენ მოიქეცით ჩემებურად და მაშინ გენაცვალოთ ჩემი თავი! თქვენ რუსეთის სტანდარტებით გინდათ ევროკავშირის წევრობა და მე კი, ევროკავშირის სტანდარტებით მსურს თქვენთან გაწევრიანება! ჩვენს შორის არავითარი განსხვავება არაა (ერთის გარდა, რომელზეც ქვემოთ მოგახსენებთ) - მე არ მიმიღებთ იმის გამო, რომ ქოცურ ღალატში ვერ შემოგყვებით, თქვენ კი ევროკავშირისთვის არასასურველ, რუსული სტანდარტების გამო არ მიგიღებენ. განსხვავება ჩვენს მიდგომებში ისაა, რომ, მე თუ არ მიმიღებთ თქვენს ურწყულ პარტიაში, ამით მხოლოდ მე "დავზარალდები" პიროვნულად. თქვენ კი მთელ ჩვენს ქვეყანას მიათრევთ ორჯონიკიძის მანერით რუსული ტალახისკენ. ხომ შევთანხმდებით მოლაპარაკებათა სუფრასთან?
--------------------
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!... ... ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ? ... ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა. ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.
|