ჩემი აზრით ამ თემას უნდა მივუდგეთ სხვანაირად... ანუ ტერორისტი ვისთვის როგორ... რუსეთისთვის და რუსებისთვის ჩეჩნები არიან ტერორისტები, თვითონ ჩეჩნებისთვის ესენი გმირები არიან, ხოლო ჩემთვის, როგორც მესამე პირისთვის ისინი არიან ტერორისტები, რომლებიც საკუთარი მიწისთვის ომობენ, ანუ შეიძლება გმირიც ვუწოდო, რადგან თავს დებენ სამშობლოსთვის...
რაც შეეხება ქართველებთან მიმართებაში, ჩეჩნები არასდროს გვწყალობდნენ, თუმცა ის ჩეჩნები, ვინც აფხაზეთის და ოსეთის ომებში იბრძოდნენ არც არიან ჩეჩნები, ანუ მათ გაყიდეს საკუთარი სამშობლო და დიდი ამბავი ჩვენ თუ დაგვარტყეს...
კიდევ ერთი. სახელი არ მახსოვს, მნიშვნელობაც არ აქვს ვინ დაწერა... ანუ ლაპარაკი იყო იმ უსამართლობაზე, რასაც ქალების და ბავშვების კვლა ჰქვია...
ჩემი აზრით ქართველ კაცს არ უნდა გაუკვირდეს ქალების და ბავშვების კვლა... გავიხსენოთ თუნდაც სვანეთი... სადაც გვარებს ხოცავდნენ დ არც ბავშვებს ინდობდნენ იმის გამო რომ გაძრდილთ სამაგიერო არ გადაეხადათ... თუნდაც გავიხსენოთ რა ვუქენით იმ ბორჩალოს ტომს სპარსელებმა რომ ჩამოგვისახლეს... ანუ ამ შემთხვევაში ამაზე ყურადღების გამახვილება და განსაკუთრებით აღშფოთება - ქართველმა როგორ უნდა თქვას ამისთანა რამ- ცოტა ზედმეტია...
ომში ყველაფერი ხდება, კაცს რომ ოჯახს ამოუწყვიტავენ, ის კარგავს ყველაფერ ადამიანურს და იქცევა არაადამიანურად... ამიტომ რუსებმა საკუთარ თავს დააბრალონ. ეს ის შემთხვევაა როდესაც დათვმა აბეზარი ფუტკრების ბუდე მოშალა