mtasiqiteli
High voltage

     
ჯგუფი: Members
წერილები: 6006
წევრი No.: 141474
რეგისტრ.: 12-January 12
|
#57381888 · 7 Jan 2021, 20:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (ამირანი @ 13 Jun 2010, 04:52 ) | 12-06-2010 [IMG]http://www.ambebi.ge/images/pictures/politika/opozicia/natelasvili.jpg[/IMG]შალვა ნათელაშვილი: ”გიგი უგულავა ქურდობისათვის გერმანიიდან გამოაბუნძურეს და ეს დადასტურებულია”
"ეს იყო ურცხვად გაყალბებული სამწუხარო დადგმა, რომელმაც სააკაშვილის დანაშაულებრივ ჯგუფს სიცოცხლე გაუხანგრძლივა," - ამბობს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომელმაც ანტიკოლონიური საზოგადოებრივი ცენტრის შექმნით მოქმედების ახალი გეგმა შეიმუშავა.
- ახალი მერის არჩევა შეგვიძლია მივულოცოთ იმ კიკუებს, რომლებმაც ხმა მისცეს ქალაქის მკვლელს, არსებას, რომელმაც საკუთარ ქალაქში, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გაუშვა მომწამვლელი გაზი, გამოიყენა რეზინის ტყვიები... გაიხსენეთ, ვინ იყო 7 ნოემბრის იდეოლოგი, ვინ მართავდა დილიდან შეკრებებს და ვინ აცხადებდა, გამოსვლებმა მიიღო ანტისახელმწიფოებრივი ხასიათი და უნდა დაიშალოსო.
ამ კიკუების სინდისზეა პასუხისმგებლობა, რომლებმაც გაათრიეს და ხმა მისცეს არსებას, ვინც ქრიტიანობის წინააღმდეგ ბრძოლას დაუდო საფუძველი, ვინც შექმნა თევზაძეების, თუთბერიძეების, რამიშვილებისა და მინდიაშვილების ჯგუფი, ვინც გამოსცა ანტიმართლმადიდებლური ჟურნალი და იყო მისი რედაქტორი. უგულავა არ იყო, გერმანიიდან თავგადაპარსული რომ გამოაპანღურეს სუპერმარკეტში ქურდობისთვის?! - ვერაფერი ხუმრობაა, ბატონო შალვა... - რა ხუმრობა, უგულავა დეპორტირებულია და ეს ოფიციალურადაა დადასტურებული. გიგი უგულავამ თავისი მეუღლის პლასტიკური ოპერაციისათვის ქალაქის ბიუჯეტიდან გამოყო თანხა. ახლა, ალბათ, საკუთარი ტუჩების ან სხვა რაღაცების დასაბერადაც გამოყოფს ფულს.
- გამართლდა თქვენი წინასწარმეტყველება, როდესაც ამბობდით, ეს არჩევნები ნაცხელისუფლების სამართლებრიობას დაუსვამს ბეჭედსო. - ეს იყო უბედურება, სააკაშვილისადმი ნდობის გამოკითხვა, და არა - ადგილობრივი არჩევნები, რითაც სააკაშვილი 2013 წლამდე დატოვეს ხელისუფლებაში. ამას ვეუბნებოდი ჩვენს კოლეგა პარტიებს, რომლებიც ახუნტრუცდნენ და გავარდნენ არჩევნებში მონაწილეობისთვის. მათ სიკვდილის მანქანის საბურავების მოვალეობა შეასრულეს. სხვა წყაროებიდან ვიცი, ეს არჩევნები რომ ჩაშლილიყო, შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნები გარდაუვალი იქნებოდა.
- ამბობენ, რომ ეს არჩევნები უგულავასთვის საპრეზიდენტო ტრამპლინი იყო. - მგონია, რომ უგულავასთვის და მთელი ამ ხროვისთვის ძალიან ცუდი ტრამპლინი მზადდება და ჯობია, ახლავე მოემზადონ დასახტომად. ყველაფერს ხელმძღვანელობს ვაშინგტონი, ის პოლიტიკური წრეები, რომლებიც ანგარებით არიან დაკავშირებული საქართველოსთან. ამერიკელები მზად არიან, ყველა გაგვწყვიტონ, ოღონდ კი ეს ძალა დარჩეს ხელისუფლებაში. სააკაშვილს ვეთანხმები, რომ ჩვენ წლების განმავლობაში რუსებისთვის სუფრის გამშლელები ვიყავით, მაგრამ მერე გავხდით ამერიკის მონები, - მაგათ სუფრის მუღამიც ვერ გაიგეს და იმიტომ.
როცა ნაძირალა ბრაიზამ ქორწილი გადაიხადა, მისი ცოლის, ზეინო ბარანის გრძელი კაბის ბოლო სააკაშვილს ეჭირა. მან და ბოკერიამ დაუქირავეს ამ ნაძირალა წყვილს იახტა სასეირნოდ. ერთის მონობიდან რომ გამოდიხარ, მეორესთან აღარ უნდა შეძვრე! ამათი მთავარი მიზანია, ჩვენ, ლეიბორელები, არ მოვიდეთ ხელისუფლებაში. ჩვენ გამო მოაწყო ამერიკამ "ვარდების რევოლუცია", რადგან სხვანაირად ვერ გვაჩერებდა. 1999 წელს ამერიკამ დაგვტოვა პარლამენტის გარეთ, - ამ პროცესს ამერიკის ელჩი ხელმძღვანელობდა. 2003 წელსაც ამერიკამ გამოგვყარა პარლამენტიდან.
მათთვის იმიტომ ვართ მიუღებელნი, რომ არ ვართ მართვადები და ეკლესიათმნგრეველები, ტრადიციების შემბილწავები, მათი მლოკავები და მათი გრანტების გამთეთრებლები, მათ ომებში ჩვენი ბიჭების გამშვებნი... 15 წელია აშშ-ის რესურსი მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენ არ დაგვიშვან ხელისუფლებაში და გარშემო გალავანს, სარეზერვო პარტიებს გვიქმნიან.
- სარეზერვო პარტიებში ვის გულისხმობთ? - ვის და, ალბათ, არ ეწყინებათ, - "მრეწველებს". მათ არც იციან, რომ ეს პარტია ამერიკელების პიარტექნოლოგიების პროდუქტია, ისინი მათი ხაფანგის მსხვერპლი გახდნენ. "მრეწველები" შეუშვეს ჩვენს ნაცვლად პარლამენტში, - აგერ, კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელსაც მრეწველობის ამუშავება უნდაო. ამან რომ არ უშველათ, დაშალეს "მოქკავშირი" და სააკაშვილი, ჟვანია და ბურჯანაძე შემომიგდეს ოპოზიციურ ფლანგზე. ვერც ამან გაგვაჩერა, მოვიგეთ 2002 წლის ადგილობრივი არჩევნები. მანამდე კი შემომთავაზეს ჟვანია-სააკაშვილის ბლოკში მონაწილეობა, ეს პირადად ჟვანიამ შემომთავაზა შალვა ოგბაიძის სახლში, რაზეც უარი ვუთხარი. მერე იყო "ვარდების რევოლუცია" და 2004-ში პარლამენტიდან გამოგვყარეს.
ეს ყველაფერი ამერიკამ გააკეთა, მათი ნების გარეშე ამას ვინ გაბედავდა? ესენი არიან მათი "პაიკები". ამ წუთში ოპოზიციაში ჩვენს ირგვლივ .გალავნის სახით ორი პარტიაა შექმნილი (მათი დასახელებისგან თავს შევიკავებ), რომლებიც ჩვენი ტექსტებით საუბრობენ, სურთ, ჩვენი ელექტორატი გადაიბირონ. ამიტომ მივმართავ ამერიკელებს, რომ ამ მამაძაღლობას თავი დაანებონ!
- ევროპელ დამკვირვებლებზე რას იტყვით, რომლებმაც არჩევნებს უმაღლესი შეფასება მისცეს? - ადრე მოსკოვიდან ჩამოდიოდნენ რევიზორები ფულის საკეთებლად. თუ ბევრ ფულს აიღებდნენ, კარგ დასკვნას დაწერდნენ, თუ არა - დამანგრეველს. ახლა შეიცვალა იმპერიის ცენტრი და ის ბრიუსელ-ვაშინგტონში გადავიდა. ამიტომ ვამბობ, რომ თუ მონობისგან გათავისუფლება გინდა, ახალი მონათმფლობელი არ უნდა ეძებო. მაშინ ჯობია, შეჩვეულ ბატონთან იყო, ან ამერიკას შევუერთდეთ შტატად და ვიქნებით კაცურად. მაგრამ ამერიკას უკანონო ცოლად ვუნდივართ, მაგის ჩიტია, თავის ბიუჯეტზე დაგვსვას? გასაგებია, რომ რუსი ტანკით მოდის. ხედავ, - ოხერია და ოკუპანტი. ეს ამხელა სახელმწიფო კი უხილავად ძვრება ჩვენს საარჩევნო ყუთში, ბიულეტენებში, წესებში, სარწმუნოებაში, სულში, გონებაში გადატრიალებებს გვიტარებს... გაგონილა?!
- ამბობენ, რომ ოპოზიცია არც იყო ორიენტირებული გამარჯვებაზე. როდესაც უგულავამ ეგზიტპოლების მონაცემებით ტრიუმფი იზეიმა, მას მეორე დღესვე მიულოცეს მისმა კონკურენტებმა, ამის შემდეგ კი სააკაშვილმა ბრძანა, 2013 წლამდე არჩევნები აღარ იქნებაო. - ეს იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ერთი უფროსი, პატრონი ჰყავთ ამერიკის სახით, რომელმაც ეს დანაშაულებრივი ჯგუფი არა მხოლოდ 2013 წლამდე გადაარჩინა. ესენი არჩევნების გაყალბებას უწოდებენ არჩევნებს. ყველაზე წუნკლიან უბანშიც კი ვერც ერთი ოპოზიციონერი ვერ გავიდა მაჟორიტარად. ეს არ არის სირცხვილი და თავის მოჭრა?! თავმოყვარე ოპოზიცია უნდა ულოცავდეს ქალაქის მკვლელს გამარჯვებას?! ოპოზიციის მოქმედებამ "უიმედობა" გამოიწვია სამომავლოდ და ხელისუფლების ცვლის მიმართულებით, მათ ამ ხელისუფლების 2013 წელს წასვლაც კი ეჭვქვეშ დააყენეს.
ჩვენს მეტი ოპოზიცია ქვეყანას არ ჰყავს, მაგრამ ეს ჩვენმა ყუმმა, კიკუ და კორუმპირებულმა ხალხმა - ყველას არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა - ამდენი წელიწადია, ვერ გაიგო. მარტო ხელისუფლებაში კი არა, საზოგადოებაშია წინაღობა. რომ არა გამყიდველი, უზნეო, ხუთლარიანი, საზოგადოება, ამერიკა და სააკაშვილი ვერ გაგვტეხდნენ.
- ბატონო შალვა, რა დატვირთვა ექნება თქვენ მიერ შექმნილ ანტიკოლონიურ საზოგადოებრივ ცენტრს და სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ? - ჩვენ ვამხელთ ყველა პოლიტიკურ ძალას, არასამთავრობო ორგანიზაციას, ფრონტს, ინსტიტუტს, რომლებიც უცხოეთიდან ფულიანდებიან. ეს მხილება იქნება მიზნობრივი, კონკრეტული, გვარობრივი, გამჭვირვალე, თანხების მითითებით - ვინ რამდენი აიღო სამშობლოს წინააღმდეგ სამოქმედოდ.
ასევე შევთავაზებთ საზოგადოებრივ ჯგუფებს ანტიკოლონიურ თანხმობას, სადაც იქნება ვალდებულებები, რომ ჩვენ არ გავიზიარებთ დაქირავებული უცხოელების მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვებისა და მოქრთამული მეთვალყურეების დასკვნის შედეგებს, არ ავიღებთ ფულს უცხოური ცენტრებიდან, არ შევქმნით არასამთავრობოებს ამ ფულის სატრიალებლად. ვინც მოგვიწერს ამაზე ხელს, დავრწმუნდებით, რომ მართლა ეროვნული გაერთიანებაა. ნანა ფიცხელაური, ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე” |
კაცო ესენი ერთად არა ხვრეპდნენ ჩაის შალიკოს ფანჩატურში?
--------------------
Tu natus es non tibi, non mihi, sed patriae! Vivere militare est! ნანა, მაკარონი დადგი, ორნი ვართ! მე ვარ დავუშვათ ბაიდენის დელეგატი, შენ ჯვარი გწერია და ტრამპის@AGENT007
|