ივერიელისაქმე იცი რა არის? არ ვიცი დააკვირდი თუ არა, მაგრამ მე მგონი ფორუმზე ყველა ვინც კი შენთან დისკუსიაში შევიდა, საბოლოო ჯამში მივიდა იმ დასკვნამდე რომ შენთან კამათი არ ღირს. ნუთუ არ დაფიქრებულხარ იმაზე თუ რატომ მოხდა ასე? ხომ არ შეიძლება აბსოლუტურად ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ხალხი, მივიდეს ერთსაიდამავე დასკვნამდე შენს შესახებ და შენ ეს არ დაინახო? პრობლემა შენშია და კარგი იქნება თუ ამას დაინახავ. არ შეიძლება ახლა შენ დადგე და ამ ფორუმის ყველა მონაწილეს იდიოტი და ნაძირალა უწოდო, იმის გამო რომ შენს აზრებს არ იზიარებს? ალბათობა იმისა რომ ამ ფორუმზე ყველა იდიოტი და ნაძირალაა და მხოლოდ ივერიელია ყველაზე კარგი და ჭკვიანი, ისეთივე მცირეა როგორც უცებ შენს ოთახში ჟანგბადის ყველა მოლეკულა ერთ კუთხეში რომ შეიკრიბოს და შენ უჰაერობისაგან დაიხრჩო

ასე რომ შენც ნუ ფიქრობ იმას რომ ამ ფორუმზე მარტო მოცლილები იკრიბებიან. დაუკვირდი საკუთარ თავს და ნაწერებს და იქნებ მიხვდე რატომ გადაწყვიტა ყველამ თავი დაენებებინა შენთან დისკუსიას.
აქ ცუდი შენთვის არავის უნდა, ან რატომ უნდა უნდოდეს? მაგრამ ადამიანებს რომ გამოიყვან მწყობრიდან ისტერიული პოსტინგებით, შესაბამის რეაქციას მიიღებ.
შეხედე ცხოვრებას უფრო მარტივად და ეცადე იყო უფრო მომთმენნი ადამიანებისადმი, მით უმეტეს რომ სასულიერო აკადემიაში გისწავლია
აბა ჰე