მოკლედ ვერაფერს ვიტყვი რა
ძალიან ჭკუადამჯდარი ხალხი აქ მასონებზე,ებრაელებზე, იეღოველებზე, ჰომოსექსუალისტებზე და სომხებზე და კიდევ ბევრ განსხვავებულ ადამიანზე საუბრობს. ბოდიშით ბატონებო, მაგრამ ყველას თავისი ცხოვრების გზა აქვს და იმ გზაზე გაუმარჯოს რაც აურჩევია. არ მესმის თუ რატომ უნდა ქონდეს ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს უმცირესობების წარმომადგენლებზე ასეთი შეხედულება. პირდაპირ მაოცებთ ბატონებო. ისინი ხომ იმავე საზოგადოების წევრები რომელი საზოგადოების წევრებიც თქვენ ხართ. ისინი ისეთივე ქართველები და პირველ რიგში კი საქართველოს მოქალაქეები არიან როგორებიც თქვენ. აი სად ჭედავთ თქვენ, ჩემის აზრით.
ძალიან დიდი ბოდიში და ერთ საგულისხმო რამეს შეგახსენებთ. ესე იგი კომუნისტების დროს ეს ჩვენი ქართველი მამაკაცები ხშირად სტუმრობდნენ მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებს, ესე ვთქვათ ნაშების მოსანახულებლად. ბევრ მათგანს შვილიც ყავს და ეს შვილები დღეს საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან. არავის არ დაუძრახავს არცერთი რომ შენ დედა გყავს რუსიო ან მამა. რუსები ხომ ამდენი ხნის განმავლობაში გვიშრობდნენ სისხლს. რატომ? რა რუსი ქალის ალერსი ისე გაუჯდა ჩვენ ერს სისხლში რომ იმათ ვერ აღიქვავს უცხოებად და გვერდზე მცხოვრებ სომხებს მტრებად?! ისე შეგახსენებთ რომ სოქართველოში ბევრი ლატვიელი, რუსი, ებრაელი, ესტონელი, თათარი, გერმანელი და კიდევ მრავალი სხვა ერის წარმომადგენელი ცხოვრობს და მათ სწორედ რომ ქართული ოჯახები აქვთ შექმნილი. მოდით ყველა შევავიწროვოთ, ვცემოთ, ვაწამოთ, გავასახლოთ და მოკლედ გავჟლიტოთ. მერე ვიქნებით მარტო ქართველები და ამქვეყნის მოსახლეობის 100% ქართველი იქნება და პრობლემებიც მოგვეხსნება. ანდა შეგიძლიათ რომ ნამდვილი ქართველები რომელსაც სისხლში არცერთი წვეთი სხვა სისხლი არ ურევიათ ერთად შეიკრიბოთ, რაზგონი აიღოთ გაექანოთ და მოიზღუდოთ საქართველოს რომელიმე მხარე (აი მაგალითად აჭარა) და იქ დააარსოთ ნამდვილ ქართველთა რესპუბლიკა. აბა ცადეთ იქნებ გაფრინდეთ ეგრე?! ხო მეფე არ დაგავიწყდეთ ან უკეთეს შემთხვევაში თეოკრატიული სახელმწიფო იქნებ გაახერხოთ როგორმე.
ჩვენ კი თავი დაგვანებეთ რა. დიახაც პიდარასტებსაც არ ვეხები და მათ უფლებებსაც ვაღიარებ, იეღოველებსაც, სომხებსაც და კიდევ ბევრი უმცირესობის წარმომადგენლებსაც. ესაა ჩემი პრინციპი რომ სხის უფლებას პატივი ვცე და არ შევლახო. აი თქვენ კი არც არაფერი გეშველებათ. უბრალოდ ელოდეთ თქვენთვის სანატრელ მონარქიას ან თეოკრატიას სანამ ამ ლოდინში სული არ ამოგხდებათ.
ისე უკვე ერთი ტენდენცია შევნიშნე ივერილესა და ალფს შორის. ისინი უკვე ერთმანეთში ვერ იყოფენ რაღაცას და ერთმანეთს აჩუმებენ. ჩვენ კი ბატონები, მიუხედავად იმისა რომ ყველას განსხვავებული აზრი გვაქვა მაინც ერთამანეთის აზრს პატივს ვცემთ და ერთ რაღაცაზე ვთანხმდებით რომ ამ ქვეყანაში უნდა დაიწყოს ის ძვრები რომელიც სიკეთემდე მიგვიყვანს.
დარწმუნებული იყავით რომ კმარა ფართოდ გაიშლება საქართველოში და მიაღწევს იმას რაც ასე სჭირდება საწართველოს. ფეხზე მკიდია ვისი მართულიც უნდა მიძახონ. საღ აზრს ყოველთვის ასე ესვრიან ტალახს მოშურნე ქართველები. თავად არაფრისმკეთებლები და სხვისი კარგის აუგადმხსენებლები. ილაზღანდარეთ ბატონებო რამდენიც გენებოთ ჩვენ კი ჩვენს საქმეს მაინც გავაკეთებთ. ამ ტოპიკში დაახლოებით 10 კაცი მოღვაწეობს და თუ 5 მაინც ფიქრობს რომ კმარა დადებითი მომენტია, ეს ძალიან დიდი მიღწევაა.
ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ მე ახლა თავისუფლების ინსტიტუტისა და კიდევ ლევან ბერძენიშვილის დაცვას აღარ დავიწყებ, იმიტომ რომ ეს არ მიმაჩნია საჭიროდ. მათ თქვენგან ჩემი დასაცველი არაფერი ჭირთ. და თუ რა არ დაუქცევია თავისუფლების ინსტიტუტს და რა გაუკეთებია ადამიანის უფლებების დარგში შეგიძლია იხილოთ შემდეგ საიტზე: www.liberty.ge
კმარამდის
This post has been edited by ketok on 17 May 2003, 17:41