teushkiმადლობა ღმერთს, რახან წესიერად გამოხატე აზრი და აქაც არ მომდექი და მლანძღე:D, ეს ხუმრობით, ახლა სერიოზულად.
კარგია რომ უკვე იმ აზრამდე მიხვედი, თუ ვინ უნდა იყოს მეფე, მართალია ეს არც ისე ადვილია და მრავალი წელი სწირდება ამას, მაგრამ თუ ჩვენ მოვინდომებთ და მიზნად გავიხდით იმას, რომ გადავარჩინოთ საქართველო და ქართული სახელმწიფოებრიობა ასე მომრავლებული ქართველთყლაპიებისაგან, მაშინ ყველამ უნდა დავივიწყოთ ცინიზმი, სარკაზმი და სრულიად რეალურად და პრაგმატულად მივუდგეთ ამ ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესს საკითხს.
1. ყველაზე მტკივნეული თემა, ვინ უნდა იყოს ტახტის მემკვიდრე?
ეს იმდენად სერიოზული თემაა, რომ რეალურად რომ დაიწყოს მონარქიაზე საუბარი, შეიძლება ისეთი ამბავი ატყდეს. და ამისათვის არის საჭირო ერთი რამის დაცვა: მემკვიდრეობითობა!
ა) ძალიან საინტერესო ფაქტი: დიდი ოქტობრის რევოლუციის მოხდენამდე ბაგრატიონ-მუხრანსკების (აწი მუხრანელებს გამოვიყენებ) პირდაპირმა შთამომავალმა ირაკლი ბაგრატიონმა ოჯახთან ერთად საქართველო დატოვა და საფრანგეთს გადასახლდა. ირაკლი ბაგრატიონმა ჩამოაყალიბა უცხოეთში ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, მისი ეხლანდელი მემკვიდრისა რა მოგახსენოთ? კომენტარს ვერ გავაკეთებ.
ირაკლი ბაგრატიონის მხრიდან სისხლის აღრევა მდაბიო წარმოშობის ხალხზე არ ყოფილა (მომიტევეთ ამ ტერმინს რომ ვხმარობ "მდაბიო", მარა ასე ეს მეც მაგათ რიცხვში შევდივარ) იგი დაქორწინდა ფრანგი ბურბონების ქალზე, ხოლო მისი ბიძაშვილი კონსტანტინე ბაგრატიონი დაქორწინდა ფრანგი ჰერცოგის ნამდვილად აღარ მახსოვს გვარი, რომლისგანაც ჰყავს ქეთევან ბაგრატიონ-ორსინი, იგი იტალიაში ცხოვრობს ამჟამად.
ეხლა მივადექით ყველაზე მთავარს, ირაკლი ბაგრატიონის დას ბატონიშვილ ლეონიდა ბაგრატიონს. 1940-იან წლებში, პარიზში მცხოვრებმა რუსეთის სამეფო ოჯახის უფროსმა, მიხეილ რომანოვმა გადაწყვიტა ბოლოს ხსენებული ბაგრატიონის ცოლად მოყვანა, მოუნდათ რუსებს სისხლის გამდიდრება, მაგრამ ქორწინებამდე, მან ოფიციალური შეკითხვა გამოუგზავნა საქართველოში მეცნიერებს და ისტორიკოსებს: ი. მუსხელიშვილს და თუ არ ვცდები სიმონ ჯანაშიას, დანარჩენები არ მახსოვს, შეკითხვა იყო ასეთი: რამდენად კანონიერად ითვლებიან ირაკლი ბაგრატიონი და მისი ოჯახი საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრეობის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა ქართველმა მეცნიერებმა საფუძვლიანად შეისწავლეს ყველა ქართული და უცხოური წყაროები და გაიგზავნა საფუძვლიანი ნაშრომი, რომ ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი იყო ერთადერთი პირდაპირი შთამომავალი საქართველოს მეფეებისა და ყველა ასპექტით ისინი იყვნენ სამეფო ტახტის მემკვიდრები.
მოვლენა: მიხეილ რომანოვმა, როგორც რუსეთის იმპერატორის მემკვიდრემ და რომანოვების სამეფო სახლის მეთაურმა, თავისი ხელმოწერით გააუქმა გეორგიესკის ტრაქტატი და აღდგენილად გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა და ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, ეს არ გაუკეთებია იმისათვის რომ ლეონიდა ბაგრატიონი მოეყვანა ცოლად, არა ეს იყო მისი მხრიდან ძალიან დაგვიანებული მონანიებული ჟესტი. 1943 წელს მოხდა ქორწინება და ამავე დროს ევროპის ყველა სამეფო სახლმა აღიარა ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელის მემკვიდრეობა.
უმთავრესი და ჩვენთვის საინტერესო არის ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი; მას ეყოლა სამი შვილი: გიორგი (ხორხე) ბაგრატიონი - მემკვიდრე - აღმსარებლობით მართლმადიდებელი; ბაგრატ ბაგრატიონი და მარიამ ბაგრატიონი.
აღნიშნული ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ესპანეთში მას შემდეგ, როდესაც კვლავ აღსდგა მონარქია და ტახტზე ავიდა ხუან კარლოს I, ამ მეფეზე და ესპანეთის მონარქიულ მოდელზე ქვემოთ ვისაუბრებთ.
მანამდე უნდა ყველა შევათანხმდეთ, რომ თუ არ გამოიძებნა მექანიზმი მემკვიდრეობითობის დაცვის არაფერი გამოვა და აი რატომ: ბევრი ადამიანი აღნიშნავდა, რომ მონარქია საქართველოში გახდება ოლიგარქებისათვის შირმა და ახალი დასაყრდენი დიახ, ასეც მოხდება თუ გამოჩნდება რამოდენიმე მემკვიდრე თავისი მხარდამჭერებით საქართველოში და ამას საქართველო მართლა ვეღარ გადაიტანს.
რა მდგომარეობაა დღეს:
1. პატივცემული ხორხე ბაგრატიონი, მიუხედავად თავისი მართლმადიდებლობისა, ისიც შეგნებულად მამის ირაკლი ბაგრატიონის სურვილის გამო, წარმოადგენს საქართველოს სამეფო ოჯახის მეთაურს და ტახტის მემკვიდრეს.
ა) ამჟამად ცხოვრობს ესპანეთში, ქ. ბარბელაში, იმყოფება ესპანეთის სამეფო ხაზინის დაფინანსებაზე, როგორც სამეფო ოჯახს აკრძალული აქვს სამეწარმეო საქმიანობა ე.ი. ბიზნესი, სხვათა შორის კარგ ტრადიციას არიან შეჩვეულები უკვე.
ბ) ჰყავს ოთხი შვილი, ახლა მათი სახელები არ მომთხოვოთ თორემ მათი პირადი ბიოგრაფობისაგან წოტაღა მიკლია , პირველი სამი შვილი: ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავს პირველი ცოლისგან, რომელთანაც ამჟამად გაცილებულია!, ხოლო მეორე ცოლისაგან ჰყავს ერთი ვაჟიშვილი სახელად გურამი, ჩემი ინფორმაციით ჩამოყალიბებული ქართველი ნაციონალისტი, რაშიც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მის დედას. გარკვეულ წრეებში მოიაზრება მამის მემკვიდრედ, რასაც ასევე მისი დედა ლობირებს და სიმართლე, რომ ითქვას ყველაზე მეტად მისაღებია.
2. ხორხე ბაგრატიონის შუათანა ძმა ბაგრატი:
ძალიან უყვარს სასმელი, ფაქტიურად უკვე გალოთებულია, ჰყავს შვილი რომელსაც მიღებული აქვს განათლება შვედეთის სამეფო აკადემიაში, როგორც სამეფო ოჯახის წევრს და ძალიან დიდ ლობირებას უწევდა თავის დროზე ბატონი გიორგი ჭანტურია (ედპ) და ქეთევან ბაგრატიონ-ორსინი, მისი კანდიდატურა ძალიან საეჭვოა, ვინაიდან უფროსი შტოდან ხუთმა ადამიანმა უნდა თქვას უარი მემკვიდრეობაზე, თქვენ თვითონ შეაფასეთ.
3. მარიამ ბაგრატიონი ამჟამად ცხოვრობს თბილისში, მონათლულია მართლმადიდებელ ქრისტიანად სიონის საკათედრო ტაძარში, ნათლია - ჯაბა იოსელიანი, (ნათლობა ჩატარდა აფხაზეთის ომის დროს). გაცილებულია მეუღლეს, ჰყავს ერთი ქალიშვილი და აქვს საკუთარი სტომატოლოგიური კლინიკა თბილისში.
4. ვინ უნდა იყოს მეფე და როგორ უნდა მოხდეს ყოველივე ეს:
ვერსია პირველი: გიორგი (ხორხე) ბაგრატიონი; ყველასთვის მიუღებელია და მათ შორის ჩემთვისაც;
ვერსია მეორე: მისი უფროსი შვილი; საერთოდ არ აინტერესებს; ან თუ აინტერესებს მაინც მიუღებელია; მის ძმაზე და დაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
ვერსია მესამე: გურამ ბაგრატიონი ხორხეს უმცროსი შვილი მეორე ცოლისაგან; შესაძლებელია, მაგრამ მისი ქართული ენის ცოდნა, მისი ცნობიერება, მისი განათლება არ არის ჩამოყალიბებული იმისათვის, რომ ჰქონდეს პრეტენზია მეფობაზე.
ვერსია მეოთხე: ავტორი: აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე:
ა) მოხდეს ხორხე ბაგრატიონის რომელიმე შვილის ჩამოყვანა საქართველოში, სასურველია თუ აღიზრდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მეთვალყურეობის ქვეშ, იგულისხმება განათლება ყველა სფეროში.
ბ) აღნიშნული ბატონიშვილი დააქორწინონ კახეთის ბაგრატიონების შთამომავალზე, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის ერთ-ერთ ქალიშვილზე; რითაც მოხდება გაერთიანება ქართლისა და კახეთის ბაგრატიონების დინასტიისა;
გ) მათი შვილი გამოცხადდეს საქართველოს მომავალ მეფედ.
თქვენი მონა მორჩილის ვერსია:
1. ძირითად ასპექტში ვეთანხმები ქალბატონ მარიკა ლორთქიფანიძეს, მაგრამ:
ა) სასურველია მემკვიდრეობა მიენიჭოს უმცროსს, გურამ ბაგრატიონს (სხვათაშორის ესპანეთის მეფის კარზე ჩატარებულ ყველაზე მიღებაზე, პატივცემული გურამ ბაგრატიონი ჩვეულებისამებრ ცხადდება ქართული ჩოხა-ახალუხით);
ბ) შეიქმნას სპეციალური ორგანო, რომელშიც შევლენ მხოლოდ მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები და არავითარ შემთხვევაში პოლიტიკური პარტიები, აღნიშნული ორგანო საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად მონაწილეობას მიიღებს გურამ ბაგრატიონის, როგორც საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის ჩამოყალიბებაში, ვიმეორებ მეთაურის და არა მეფის;
გ) იმ შემთხვევაში, როდესაც მოხდება მისი დაქორწინება (არ არის აუცილებელი გრუზინსკების ქალიშვილები, მითუმეტეს მათ უკვე დარღვეული აქვთ არისტოკრატული წარმომავლობა), სასურველია რომელიმე ევროპული სამეფო ოჯახის წარმომადგენელი, ჯვრისწერა მოხდება მართლმადიდებლურ ეკლესიაში;
დ) საქართველოს ეკლესიის და სპეციალური ორგანოს საბოლოო თანხმობის შემდეგ გურამ ბაგრატიონი გამოცხადდეს სამეფო ტახტის რეგენტად და არა მეფედ;
ე) გურამ ბაგრატიონმა მეფობაზე უარი უნდა თქვას თავისი შვილის სასარგებლოდ, რომელიც დაიბადება და გაიზრდება საქართველოში, ქართველი ხალხის თვალწინ და მის გვერდით;
ვ) ალბათ ხვდებით მეგობრებო თუ რა გრძელი და ძნელია ყოველივე ამის გაკეთება, მაგრამ არა შეუძლებელი.
2. სამეფო ოჯახს უნდა აეკრძალოს ყოველგვარი სამეწარმეო საქმიანობა, შესაძლებელია რაიმე გარკვეული ტერიტორიების გადაცემა სამეფო ოჯახის სარგებლობაში;
3. უნდა დაფინანსდეს სახელმწიდო ბიუჯეტიდან მხოლოდ სამეფო ოჯახი და მისი უშუალო მემკვიდრეები (ხოლო ბიძაშვილ-მამიდაშვილები და ა.შ. ისარგებლებენ იგივე უფლებებით, როგორც საქართველოს ყველა მოქალაქე). აქ დიდი ჟრიამული ატყდება; წამოძახილები: ახლა კიდევ ესენი შეინახე, ბატონებო სრულიად საკმარისი იქნება საქარველოს დღევანდელი პრეზიდენტის ბიუჯეტის ნახევარი, დამერწმუნეთ, თან თუ გავითვალისინებთ, იმასაც რომ შევარდნაძეების მთელი ბიზნესი მომავალში გათეთრდება (მე ნამდვილად მომხრე არ ვარ ანგარიშსწორების) ბიუჯეტში თანხები საგრძნობლად მოიმატებს, სამეფო ოჯახი იცხოვრებს ისე როგორც საქართველოსთვის იქნება შესაფერისი.
4. თავისთავად იარსებებს კონსტიტუციური მონარქია (მისაღებია ესპანური მოდელი), პარლამენტი და პრემიერ-მინისტრი. ეს ყველაფერი დღეს ისედაც არის სახელმწიფო მინისტრისა და პარლამენტის სახით.
5. არ მოხდება არც ერთი ქართული არისტოკრატული წარმომავლობის გვართა პრეტენზიების მიღება ყოფილი ქონების დაბრუნებაზე, ვინაიდან - 1918 წელს (მგონი წლის სიზუსტეში არ ვცდები) საქართველოს მთელმა თავად-აზნაურობამ შეადგინა დოკუმენტი, რომლის ძალითაც მთელი მათი უძრავი ქონება გადაეცა საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკას, მათ უარი თქვეს ქონებაზე და თავად-აზნაურთა წოდებებზე რაც დაფიქსირებულია მათივე ხელმოწერებით.
6. შესაძლებელია ტიტულატურის აღდგენა, მაგალითად ბატონ ჯანო ბაგრატიონზე ვერავინ იტყვის, რომ ბაგრატიონი არ არის ან ბატონ კონსტანტინე ჩოლოყაშვილზე, ვინც რეალურად და დოკუმენტურად დაადასტურებს თავის არისტოკრატულ წარმომავლობას მას აღედგინება სტატუსი და ამით მოხდება მათი რეაბილიტაცია.
7. შესაძლებელია შეიქნას დარბაზის მსგავსი ორგანო, რომელიც საქართველოს ღირსეულ შვილებს, მაგალითად ჟიული შარტავა მიენიჭებათ ერისთავის, თავადის ან აზნაურის წოდება. დამეთახმებით არც ერთ ქართველ არისტოკრატს იაფეთიდან არ მოჰყვება თავისი წოდება.
მაგალითად თავისუფალი გლეხის წოდება შეიძლება მიენიჭოს ედუარდ-გიორგი შევარდნაძეს
This post has been edited by ივერიელი on 9 May 2003, 18:57