კავკასიელი - ჩემო კარგი, ბედნიერი ვარ რადგან ვანსხვავებ ერთმანეთისგან პროვინციაში დაბადებულ/აღზრდილს და პროვინციულ აზროვნებას და გეთანხმები, რომ ეს უკანასკნელი არისა ზუსტად საკამათო თემა და არა თელაველობა ან ზუგდიდელობა, მაგარმ საბჭოთა სინამდვილემ ისე გამიჯნა ერთმანეთისგან დედაქალაქები და სხვა ქალაქები, რომ ათწლეულების ნამძილზე ეს უკანასკნელნი ყურადღებას იყვნენ მოკლებულნი ყველას მხრიდან, მათ შორის თუ კი ვინმე ნიჭიერი და გენიოსი სადმე სხვა ქალაქში იბადებოდა, სამწუხაროდ იქ დამკვიდრებასა და თავისი შესაძლებლობების წარმოჩენას ვერ ახერხებდა და მოდიოდა დედაქალაქში. მე ამაზე არ ვლაპარაკობ, (ისე არ დაგიმალავ და გეტყვი, რომ ჩემი პირველი შეყვარებული, ღრმა ბავშვობაში, თელაველი იყო). რა თქმა უნდა პროვინციალიზმში არ ვგულისხმობ მოდის აყოლილობას, როგორც სენ იძახი, ან იმას, რომ კარგად უნდა არჩევდე ერთმანეთისგან გუტიეს და მაკა ასათიანს (თუმცა კარგი იქნებოდა საერთო ხედვისთვის), არამედ აზროვნების, ქცევის პროვინციალიზმს და რაც ძალიან სამწუხაროა, რა თქმა უნდა ბევრი მდაბალი თბილისელი მინახია, მაგრამ თუ ვინმე შემხვედრია ცხოვრებაში და პრობლემებს ქმნიდა, სამწუხაროდ მხოლოდ ის კატეგორია, რომელზეც ვლაპარაკობდი. მე ზემოთაც ავღნიშნე, რომ მე მხოლოდ ასეთები შემხვედრიან - მე.
ინდიანა+ მე და შენ ერთ ერთ ტოპიკში მგონი ეთიკის საკითხებზე ვისაუბრეთ. არ გავაგრძელებ, ხოლო რა და როგორ წაიკითხო, ეგ მხოლოდ შენი საქმეა, მე ვერაფერს გირჩევ. კაჟდიი ზაბოტიტსია ო სებე, ობ ოსტოლ'ნიხ ზაბოტიტსია დიავოლ
რემედიოსი - ხოდა თუ პირადად სენთვის არ ყოფილა შეურაცხმყოფელი რაიმე, გთხოვ კომენტარებს ნუ გააკეთებ. მე ასე ვფიქრობ, მე ასეთი გამოცდილება მაქვს და ჯერჯერობით სამწუხაროდ იგივე აზრზე ვდგევარ.
რაც შეეხება შარაძეს - არ მინდა კიდევ ერთხელ ამ ტემაზე დისკუსია, მაგარმ იგი თბილისელი არაა, ანუ დაბადებულია და გაზრდილი გურისს რომელიღაც სოფელში (თუ არ ვცდები)

და საერთოდ ეგეთი პიროვნება სადაც არ უნდა დაიბადოს, მაინც ვერ იწვევს სიმპატიებს
მე მთელს სამყაროს დუელში ვიწვევ. ვნახოთ რა იქნება, ვნახოთ!