#299690 · 5 Dec 2003, 21:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
be brave!
ყმაწვილო აჭარელო, ვინ რა ხმა წაგართვა, ან რატომ გეხამუშება ავტონომია?! არ გნებავთ ავტონომია დაერქმევა სხვა რამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ როდესაც შენ ასაკი მოგემატება მერე მიხვდები თუ რა არის საჭირო და რატომ.
კიდევ ერთხელ გიმეორებ, აჭარის ავტონომია ასლან აბაშიძეს არ შეუქმნია და ვერც ის გააუქმეს და ვერც მისი წასვლის შემდეგ გაუქმდება, ის იქნებდა და დარჩება ყოველთვის სანამ იარსებებს საქართველო, ვინაიდან ფედერაციის შემანარჩუნებელი ყოველთვის ქართული აჭარის ავტონომია იქნება მრავალეროვნულ საქართველოში - გაიეგეთ ეს და დაიმახსოვრეთ.
როდის არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის არჩევნები?! როცა იქნება მიბრძანდით და დაადასტურეთ თქვენი პოზიცია, ხოლო თუ ვინმე დაინახამს რომ თქვენი და სხვა აჭარლების ხმა გაყალბდა ამას შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვება, ის დრო უკვე წავიდა, როდესაც ამღვრეულ წყალში ნიანგებს იჭერდნენ!
და მოეშვას ყველა აქ ძველ ბიჭობას და ერთი ადგილის თამაშს და მიეჩვიოს ყველა კანონის დაცვას და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას. შევარდნებით და მუქარებით სამოქალაქო საზოგადოება ვერ ყალიბდება, პირიქით ინგრევა, ხოლო ამ ნგრევას სათავე სწორედ ნაციონალურის მოძრაობის სპექტაკლმა დაუდო სათავე და ამის მავნე შედეგებს ძალიან მალე ყველა თავის ზურგზე იგრძნობს!
--------------------
შენც მიდიხარ იქ საითკენ ქართველები იჩქარიან, გული სევდით მეკუმშება და თან.. და თან მიხარიან! ჩემი სისხლი და ხორცი ხარ და მისმინე, რის ვარ მთქმელი: შენ მიყვარხარ მე იმდენად, რამდენადაც ხარ ქართველი. საქართველოს მე ვაღმერთებ, არას ვეტრფი იმის გარდა, ეხლა მით ვარ ბედნიერი, რომ შენც იგი შეგიყვარდა.
|