ძალიან ცუდი ამბავია!!!
ძალიან გამიხარდა რომ არავინ დაშავდა.
ისე ჩემში ძალიან დიდ ეჭვს იწვევს რამდენიმე გარემოება:
1. ადამიანმა, რომელმაც ქუჩაში ტანკსაწინააღმდებო რეაქტიული რაკეტა დაუმიზნა შენობას და ისროლა, როგორ ააცილა? თუ მას არ ჰქონდა სურვილი ფანჯარაში მოერტყა?
2. მაშინ ის ხომ იცოდა რომ შეიძლებოდა სახელდახელოდ მომზადებული და დამიზნებული რაკეტა არაზუსტად გაფრენილიყო, და კედელს მოხვედროდა. მაშინ უფრო ძლიერი რამ უნდა აეღო.
3. მგონი ეგეთი რაკეტები ეგრე ადვილად არ ემიზნება და ვერც ერთი კაცი ისვრის (გასათვლელია ტრაექტორია, გარემოს გათვალისწინებით)
4. თუ მას უნდოდა რუსთავი 2 და ონლაინი გაეთიშა, მაშინ რატომ შენობის თავზე მოთავსებულ გადამცემებს არ ესროლა?
5. თუ მას უნდოდა დაშინება, მაშინ 500გრ ტროტილი მანქანაში დამონტაჟებული მაგ საქმეს ვერ იზამდა? თანაც სად რაკეტის მიტანა ვაჟაზე, და სად დანაღმული მანქანის?
6. თუ მსხვერპლი უნდოდა მაშინ სხვა უფრო გარანტირებული შედეგის აქციაც შეიძლებოდა ვიდრე, შუა ღამეზე რაკეტის დამიზნება და სროლაა, თანაც მაშინ როცა რუსთავი-2-ში ხალხის მინიმალური რაოდენობა იყო.
7. თუ საუბარია იმაზე რომ უნდოდათ როტალური კრიზისის შექმნა, მთაწმინდაზე ასულიყო და ანძისთვის რომ ესროლა ყველა ტელევიზია გაითიშებოდა, თანაც სად ვაჟაზე რაკეტის სროლა და სად პლატოზე.
8. რატომ ამოირჩიეს ასაფეთქებლად მაინცდამაინც ის მხარე, სადაც არც ისეთი მნიშვნელოვანი აპარატურა იდგა (ვგულისხმობ ძირითად გადამცემებს და სხვა საკვანძო აპარატურას) თუ ვინც რაკეტა ისროლა არ დაფიქრებულა ისეთ ადგილას ესროლა სადაც მაქსიმალურ ზიანს მიაყენებდა კომპანიის გამართულ მუშაობას.
ამ ყველაფერს რაღაც ძალიან დიდი ეჭვის თვალით ვუყურებ!
მახსოვს 23 ოქტომბერი, კურიერის პირდაპირ ეთერში აცხადებენ "ვაიმე გვიშველეთ მთავრობამ სპეცნაზი გამოგზავნა, ჩვენი და ანძის გათიშვა უნდათო! და მოდით დაგვეხმარეთო"
ლოლ
თუ ვინმეს რამე უნდოდა, სანამ მაგენი გაიგებდნენ მანამდე იზამდნენ! ჰოდა შეკრიბეს ხალხი და იაფფასიანი პრომო გაიკეთეს.
არც ეხლა მგონია მთლად ყველაფერი ისე როგორც ამბობენ.
1. რუსთავი-2-ს არანაირი მატერიალური ზარალი არ მიუღია. მაგ ოფისში ყველაფერი დაზღვეულია კარებების "რუჩკების" ჩათვლით.
2. არავინ დაზარალებულა! რა თქმა უნდა ეროსი თავის ხალხს არაფერს დაუშავებდა.
3. რაკეტა ისეთ ადგილას მოხვდა სადაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტექნიკა არ იდგა! ანუ მაუწყებლობა მაინც მუშაობს.
4. გააგრძელეს ზემოთხსენებული, 23 ოქტომბრის პრომო, "აი მაშინ რომ გვესხმოდნენ თავს და თქვენ რომ დაგვიჭირეთ მხარი ვეღარ გაგვიბედეს, ახლა უყურეთ რას იქმნიან ბნელი ძალებიო" და ხელს ფარულად გიორგაძისაკენ, მამალაძისაკენ და კიდევ სხვა "ბნელი" ძალებისკენ იშვერენ!
იმედი მაქვს ჩემს მიერ გამოთქმული განსხვავებული შეხედულებები არ გამოიწვევს იმ ადამიანთა აღშფოთებას, რომელთაც უბრალოდ არ აინტერესებთ მოვლენების სხვაგვარი დანახვა, განსხვავებული იმისაგან რასაც კურიერში აცხადებენ. სხვებს ეს მოსაზრებები მოვლენების უკეთ აღქმაში დაეხმარება.