#324874 · 8 Jan 2004, 11:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იცით რა მიკვირს ხალხნო აი ასეთი ორმაგი სტანდარტები - ლია ელიაშვილმა თავის თავს ესროლა, ირინა სარიშვილმაც, მაგთის ოფისების აფეთქება თვითონ ჯოხთაბერიძის მიერ იყო მოწყობილი - ასეთი პოსტები მახსოვს ბევრი თქვენგანისაგან. ხოლო როდესაც აქ დაიწერა, რ2-მა საკუთარ თავს ესროლაო, ამის დამწერის მიმართ აგრესიის ტალღა წამოვიდა. მე არ ვიცი, რა იყო ეს - პროვოკაცია, თავდასხმა თუ რ2-ის მიერ გათამაშებული შოუ - ამას არ აქვს მნიშვნელობა ამ კონკრეტულ შემთხვევაში - მე ის მაფიქრებს, რომ თქვენ ასე აგრესიულად შეეგებეთ ალტერნატიულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ეს აფეთქება თვითონ რ2-ის მიერ იყო ორგანიზებული. მაშინ როდესაც თავდასხმები ამ ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებსა თუ კომპანიებზე ხდებოდა, თქვენგან მოდიოდა სწორედ ასეთი შინაარსის მოსაზრებები. რომელი მიუკერძოებლობასა და ობიექტურობაზეა საუბარი? არ გრცხვენიათ???
--------------------
მოგითყანთ დემოკრატია
|