#324530 · 8 Jan 2004, 00:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ივერიელი მე კონკრეტულად არავინ მიგულისხმია თორემ მაშინ სახელებს ჩამოვთვლიდი.
QUOTE | ჯერ მიმართვის და წერის სტილი შეცვალე, მერე სხვისი პატივისცემა დააზრის მოსმენა |
ჩემს პოსტში შეურაცხმყოფელი არაფერი არ დამიწერია და თუ შენ რამე არ მოგწონს მაშინ საკუთარი პოსტები გადაათვალიერე და გაიხსენე როგორი "პატივისცემით" მიმართავ ყველას ვისაც განსხვავებული აზრი გააჩნია (მათ შორის მანდილოსნებსაც).
QUOTE | ძალიან ბევრი დაიწერა და ითქვა უკვე და კარგად არის ნათქვამი: „ვისაც ყურები აქვს ისმინოსო” |
რა გითხრა? ამაზე ხომ უკვე დავწერე პირველივე პოსტში:
QUOTE | სამწუხაროდ ეს პიროვნებები შემოიფარგლებიან დღევანდელი ხელისუფლების გინებით |
QUOTE | და არაფერს ამბობენ რეალურს იმაზე თუ რა გამოიყვანს საქართველოს კრიზისიდან |
საკმაოდ ყურადღებით გადავხედე მთელს ფორუმს და ამ მხრივ საინტერესოს ვერაფერს მივაკვლიე
Sharky
QUOTE | იმდენი არგუმენტი მაქვს აქ მე პირადად დაპოსტილი იმის შესახებ, თუ რატომ არ ვენდობი ახალ მთავრობას, რომ ერთად რომ შეკრიბო, რამოდენიმე ტომი გამოვა. თქვენ არ კითხულობთ ეტყობა |
რატომ არ ენდობი ამას დაახლოებით ვხვდები, უნდა მოგახსენო, რომ ძალიან დიდი სიპათიით არც მე ვარ განწყობილი, მაგრამ ახალ ხელისუფლებაზე უკეთესს დღესდღეობით ვერავის ვხედავ. მე იმიტომ დავსვი შეკითხვა, რომ სწორედ ის გავარკვიო, თუ ესენი არა მაშინ ვინ? თორემ გამოდის, რომ ძველები უნდა გადაგვევგდო იმიტომ რომ ცუდები არიან, ესენი უნდა გავაძევოთ იმიტომ რომ ცუდები არიან და არავინ არ უნდა ავირჩიოთ იმიტომ რომ ყველა ცუდები არიან. სამწუხაროდ მეც იგივე შაბეჭდილება მრჩება რაც nino-მ უკვე დაპოსტა
QUOTE | რ ე ა ლ უ რ ი არგუმენტები არ აქვთ |
დღევანდელ ოპოზიციას
Remediosi
QUOTE | ოპოზიცია ვააააბშე არ გინდათ? სამი კაცი მაინც? |
ოპოზიცია რომ მინდა იმიტომ გავხსენი ეს თემა ოღონდ რეალური ოპოზიცია მინდა კონკრეტული გეგმით
This post has been edited by fighter on 8 Jan 2004, 00:58
|