ცნობისათვის: მარტო იმის გამო, რომ გვერდით რაღაცეები ეწერა, არ უნდა გაბათილდეს ავტომატურად. კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი გვეუბნება, რომ ბათილია ბიულეტენი მაშინ თუ "შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა". ასე, რომ თუ ერთი კანდიდატი შემოხაზულია, გვერდით "რა დედამ გშობა", "მიდი, მიაწექი", "გენაცვა, ბიჭო"

და მსგავსი მარგალიტები არანაირად არ ნიშნავს, რომ შეუძლებელია ამომრჩევლის ნების დადგენა, ამდენად ბიულეტენი სრულიად "ჯანმრთელად" ითვლება.
არ გამოვრიცხავ, რომ თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში, შესაძლოა ისეთი რამეები ეწერა, რომ მართლაც შეუძლებელი ყოფილიყო ნების გამოვლენა/არ გამოვლენის დადგენა (მაგალითად, შემოხაზულის გასწვრივ დედის გინება (?!)), ისე კი ზოგადი წესი ისეთია, ზემოთ რომ ვთქუი.
"ერთი დურაქი რომ დედას გტირობს, ეგ არ ნიშნავს რომ მეორე დურაქი აგაშენებს." - ვინცხას ნათქვამია