#327951 · 11 Jan 2004, 04:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ! დიდი მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის,რა თქმა უნდა არ ვარ წინაღმდეგი კვლავ დაუბრუნდე იმას,რასაც მთელი გულით და სულით ვემსახურებოდი ქართული ჯარის შექმნის დღიდან ,მაგრამ ერთი გარემოება , რის გამოც დავტოვე ჯარი 1995 წელს ,უფრო კორექტული იქნება,რომ ვთქვა თვითონ დამითხოვეს ,იმიტომ რომ ყელში გაჩხერილ ძვალს დავემგავსე ,რამეთუ არ ავყევი მათ რომლებმაც ჯარი საკუთარი კეთილდღეობის და კარიერის საუკეთესო საშვალებად გაიხადა . მე ვიყავი შემსწრე თუ როგორ ხდებოდნენ გენერლები, პოლკოვნიკები,ადამიანები რომლებიც, თავისი ქმედებით უფრო დამნაშავეებს წაგავდნენ ვიდრე ერის გმირებს, და დღესაც აგრძელებენ ,და ყველაფერ სიკეთესთან ერთად ,კვლავ ხელშეუხებლები გმირის ტიტულით დაბიჯებენ. არ მინდა მთლად ნეგატიური ვიყო რამეთუ ბევრი გმირობის მომსწრეც ვიყავი ,ბევრი სახელოვანი ერის შვილი შეწირა სამსობლოს, რომელთა სახელები , დავიწყებას მიეცა ..... ასე რომ ბატონებო ,გთხოვთ გამოხატოთ თკვენი ხედვა ქართული ჯარის შესახებ ...... სჭირდება საქართველოს ჯარი? და თუ ,როგორი პატივისცემით megobari P.S.ძალიან ხმამაღლა რომ არ გამომივიდეს .ინპორმაციის სახით,სამ სხვადასხვა ამხედრო შენაერთს ვმეთაურობდი.
|