მოკლედ,ჟორდანია ჯერ არ უნდა გამოუსვან,ბევრი აქ ჯერ მოსატანი,ალბათ ნელნელა ყველას მიხედავენ,იასნია,უნამუსოდ მოქცევას მიშას არ აპატიებენ,და არც მოიქცევა უნამუსოდ.ისე მიშას ერთი რაღაც მინდა მოვუყვე:
კაროჩე შახმა ერთი უპატრონო ბავშვი იპოვა დათავისთან წაიყვანა,მოუარა ,გაზარდა ასწავლა და ბოლოს ხაზინის უფროსად დანიშნა,მაშინ გამოუჩნდნენ ამ ბიჭს ნათესავები,ჰოდა ამანაც ზოგს რაში და ზოგს რაში ხელი მოუმართა ,ეს ამბავი შახმა გაიგო,გაურჩია საქმე ამ ბიჭს და გაროზგა,ტყეში წააყვანინა და გაშიშვლებული ხეზე დაბმული დატოვებინა,მესამე დღეს მივიდნენ ამ ბიჭის სანახავად მსახურები და ნახეს ამ საწყალს მთელ ტანზე კოღოები ესია,შეეცოდათ ამ ტიპებს ეს ბიჭი და კოღოების მოშორება დაუწყეს, მაშინ ამ ბიჭმა უთხრა ნუ მაშორებთო ამ კოროებს,იმიტომ რომ ამათ ადგილზე მშიერი კოღოები დამაჯდებიან და სანამ არ გაძღებიან უნდა მტანჯონ, სისხლი მწოვონო,ხოლო ესენი უკვე მაძღრები არიან და ისე მაზიანო სისხლს იმდენს არ მწოვენო. ჰოდა წავიდნენ ეს მსახურები, მოუყვნენ შახს ეს ამბავი,შახმა გაიცინა და მსახურებს უბრძანა ისევ მოეყვანათ ის ბიჭი დაებანათ და თავის ხაზინის საქმეები ჩაებარებინათ. მორალი...გაიგეთ, mad მაგრამ ისე არ გამიგოთ,რომ ყველას,ასე ვაპატიოთ,არა,ის ჭკვიანი ბიჭი იყო ,ჰოდა ჭკვიანებს დავაბრუნებინოთ მაყუთი და მერე კაი კონტროლით მივცეთ შანსი საქმის კეთებისა და კარგად ცხოვრებისა,მე ასეთი რამე ბევრჯერ გამომიცდია ტიპებთან და ისინიც უმეტეს შემთხვევაში დასტოინად იქცეოდნენ.