მგონი ჩემი აქ გამოთქმული მოსაზრებები შეისმინა ახლანდელმა ხელისუფლებამ

...
დღეს გავიგე სახელმწიფო კანცელარიას აუქმებენო... სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახური უკვე გაუუქმებიათ... დამატებით ყველა სახელმწიფო დეპარტამენტს აუქმებენ ან რომელიმე სამინისტროს უერთებენო...
ნამდვილად კარგი საქმე წამოუწყიათ... ეს ამხელა სახელმწიფო სტრუქტურები აქამდე იყო გასაუქმებელი და შესამცირებელი.
რაც შეეხება საზღვარგარეთ სწავლას და განათლებას...
საქართველო თითქმის არცერთი გაცლითი პროგრამის წევრი არ არის (მაგალითად ისეთის როგორიცაა ერასმუსი).... არ გვაქვს ხელშეკრულებები უცხოურ ქვეყნებთან განათლების სფეროში, რაც თითქმის შეუძლებელს ხდის ქართველი სტუდენტების სასწავლებლად საზღვარგარეთ წასვლას...
გასაგებია, რომ ამ გაცვლით პროგრამებში ჩართვა და ამ ხელშეკრულებებზე მიერთება არც ისე ადვილია, მაგრამ აბა რას მიკეთებს ეს ამხელა განათლების სამინისტრო? სასწრაფოდაა საჭირო მუშაობა ამ მიმართულებით.
ასევე შესაქმნელია სპეციალური განათლების ფონდი, რომელიც დააფინანსებს და გამოყოფს სტიპენდიებს (ან თუნდაც სესხებს) ნიჭიერი სტუდენტებისათვის საზღვარგარეთ სასწავლებლად...
და საერთოდ, არაა აუცილებელი საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა, ჩვენი განათლების სისტემაა მისახედი... მსოფლიოში მგონი ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც არაფერმა არ უშველა... თვით რუსეთშიც კი (რამდენადაც ვიცი) ცდილობენ დასავლურ სტილზე გადასვლას.. ჩვენი უნივერსიტეტები კი ისევ ჭაობშია ჩაფლული... ან რას უნდა მოველოდეთ დღევანდელი რექტორების ხელში, რომლებსაც რევოლუციაც კი ვერ მოერია...
სასწრაფოდ საჭიროა სახელმწიფოს ჩარევა ამ საქმეში, სწრაფი და აგრესიული რეფორმების გატარება... ეს ძნელი საქმე არაა... ავიღოთ თუნდაც ბალტიისპირეთის მაგალითი... უკვე კარგახანია მათი უნივერსიტეტები საკმაოდ პრესტიჟულად ითვლება იმის გამო, რომ თავის დროზე მიხვდნენ რაც იყო გასაკეთებელი.
მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების რაიმე კონკრეტული გეგმა არსებობს?... უამისოდ შორს ვერ წავალთ...
ამ სახელმწიფო სამსახურებიდან გამოყრილი ხალხი დაგვეხოცება შიმშილით.
და კიდევ, მაინტერესებს ტარდება თუ არა (და როდის) სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმების მსურველთა კონკურსი?