shoshiaრაც შეეხება აფხაზების მიერ აფხაზობის დაბრალებას.
აფხაზის ცნებას სხვადასხვა დროსა და ვითარებაში სხვადასხვა დატვირთვა ჰქონდა. დრო იყო, როდესაც აფხაზი მთელი დასავლეთ საქართველოს მკვიდრი მოსახლეობის სახელი იყო (ამ ნაკრებში შედიოდნენ თანამედროვე აფხაზების აფსარულენოვანი წინაპრებიც). დროთა განმავლობაში ქართულში, მეგრულსა და სვანურში მნიშვნელობა შეიცვალა, და იმ ხალხის სახელად დამკვიდრდა, რომელიც თავს აფსუას უწოდებს... აფსუა არის ყურით მოთრეული სიტყვა ქართულში. მე-20 საუკუნემდე ვერავინ მომიძებნის ვერცერთ ქართულ წყაროს, სადაც აფხაზის სახელად აფსუა იხსენიება.
მეგრულადაც მათ ჰქვიათ - აფხაზა
სვანურად - მუჲფხაზ
ლაზები იყენებენ თურქულ სახელს: აბაზა, რომელიც აბჰაზა-დან მოდის...
თავად მათ სახელად ისტორიულად აფსუაზე მეტად გამართლებული აფსარი გამომიყენებია არაერთხელ, მაგრამ ამასაც ნაძალადევობის ელფერი დაკრავს დღესდღეობით და მთლად გამართლებულად ვერ მივიჩნევ... თანაც ეს პრობლემის მოგვარების საქმეს არამცთუ შეუწყობს, პირიქით შეუშლის ხელს. აფსარი ერქვა, აფშილი, თუ აფხაზი, იგი ჩვენი საერთო ოჯახის წევრი იყო...
თუ ვმსჯელობთ აფხაზების ავტოქტონობაზე, უსამართლობაა ამტკიცო, რომ ისინი არ არიან ამ მიწის ძირძველ მკვიდრთა შთამომავალნი... არგუმენტაციას აღარ გავიმეორებ...
ეს ხალხი არ არის ჩვენთვის უცხო. ჩვენი სისხლი და ხორცია, რომელიც მიზანმიმართულად გადაგვამტერეს და გადავიმტერეთ ჩვენც ჩვენი აგდებულ-უდიერი დამოკიდებულობით. ახლაც ბევრი იგივეს აგრძელებს და იმის მაგივრად, რომ ჩვენი სისხლისმიერი ძმების დაბრუნებაზე ვიფიქროთ, სიცრუეს ვამრავლებთ, თავსაც ვიტყუებთ და მათაც უფრო ვაზიზღებთ თავს...
ძალიან სამწუხაროა...
ჭკონი (ჭყონი)
* * *
lakadaროგორა ხარ ძამი

გიორგი სიჭინავას სხვა ლექსებსაც ვერ გამოაქვეყნებ?
ჭკონი (ჭყონი)