#381690 · 26 Feb 2004, 13:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ორი მანქანა მყავს ჩამოყვანილი , ერთი 96 წელს და მეორე 98 წლის ნოემბერში. ორივეს განბაჟება მოხდა გურჯაანში, იქ არის კახეთის საბაჟო, გააფორმეს საბუთები დაწერეს ბოლო დასკვნა, გადავიხადე დაახლოებით 350 დოლარი ერთ მანქანაში (მბეჭდავს ცალე მიეციო 20 ლარი მითხრეს თვითონვე) და გამაგზავნეს თელავის გასაფორმებელ განყოფილებაში, იქაც გავიარე პროცედურა, მომცეს ნომრები, თანხაც დაახლოებით 100 დოლარამდე წავიდა. მახსოვს, ერთ ქვითარზე ეწერა გადასახადი 5 ლარი და მდივანი კი 11 ლარს მთხოვდა, მე ვუთხარი აქ 5 წერია მეთქი, მანდ არ ვიცი რა წერიაო, მე 11 უნდა გადამიხადოვო, აი ასე იყო ორივე შემთხვევაში. მერე ახლობელმა მითხრა, სად გარბოდი გურჯაანში, აქვე თელავში მაგის ნახევარ ფასში გამოხვიდოდიო გაფორმებაშიო, და ასე აკეთებდა ბევრი, ანუ ყველამ იცოდა რომ გვერდის ავლით ხდებოდა განბაჟება და არაა გასაკვირი ახლა, რომ ის საბაჟოს თანხა გადაახდევინონ, და ღირსებიც იქნებიან.
|