#403879 · 18 Mar 2004, 02:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Max
კიდევ ერთხელ გაგიმეორებ და იქნება მიხვდე რას გეუბდები, თუმცა თუ გაგება არ გსურს ან არ შეგიძლია, მაშინ აზრი არა აქვს შენთან ლაპარაკს.
კონსტიტუციური ცვლილებების დროს დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 102, რომელიც სახალხო განხილვას ითვალისწინებს. ასევე არ არის დამაკმაყოფილებლად დაბალანსებული ურთიერთობა სამთავრობო ხელისუფლებასა და აღმასრულებელს შორის. მუხლი 102 დაირღვა არა პრეზიდენტის (!!!) არამედ პარლამენტის მიერ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ საქართველოში სახელმწიფოებრიობა აღარ არსებობს. მუხლ 102-ს როგორც ასეთს, სამართლებრივად საქართველოს სახელმწიფოებრიობასთან არანაირი კავშირი არა აქვს, რადგან იგი განსაზღვრავს კრიტერიუმს, თუ როგორ უნდა მოხდეს კონსტიტუციური ცვლილება. ის მუხლი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის ერთ ერთი განმსაზღვრელია არის არა მუხლი 102, არამედ მუხლი 3 !!! წინა წერილში აღარ ავღნიშნე მუხლი 3 სიტყვიერად, რადგან მეგონა კონტექსტში მიხვდებოდი, თუ რომელ სახელმწიფოებრიობის განმსაზღვრელ მუხლზე მქონდა საუბარი.
და საერთოდ, რატომ ლაპარაკობ შენ ცალმხრივად მხოლოდ ცენტრალურ ხელისუფლებაზე? დაგავიწყდაა თუ რატომ წამოვიწყეთ ჩვენ საუბარი ?
QUOTE | Max
QUOTE კითხვა მაქვს ასეთი: შარშან, შარშანწინ,..... როცა აჭარაში ისვენებდით ვერ ახერხებდით ამას, ვინმე არ გაძლევდათ ნორმალური გართობის და დასვენების საშუალებას ანუ გავიწროებდათ ვინმე ან რაიმე ასეთი იყო ქართველებო ? არეული იყო იქაურობა? წესრიგი არ იყო? დავფიქრდეთ: რას გვაძლევს ჩვენ იქ ასლანა მოუვლის იქაურობას თუ დიმა სვანაძე? ან რაში ჭირდება სააკაშვილს აჭარაზე ხელის მოსმა ? რა ინტერესებია? |
შენ თუ მიშაზე გინდა გული მოიფხანო, გახსენი ცალკე თემა. რაც შეეხება შენ კითხვიან ბრალდებას მის სამშობლოს ღალატის შესახებ, ცოტა ფრთხილად იყავი, საოქროაშვილოდ არ გაიხადო თავი.
შენგან, როგორც კაცისაგან ველი პირდაპირ პასუხს, და ამიტომ არ მიუხ მოუხვიო: მიგაჩნია თუ არა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა შენარჩუნებული უნდა იყოს (???), და უნდა დაისაჯოს თუ არა ასლან აბაშიძე, თუ იგი მისი საქციელით საქართველოს სახემწიფოებრიობას ეწინააღმდეგება ???
შენ კითხვას კიდევ და კიდევ ვიმეოდრებ:
რას გვაძლევს ჩვენ იქ ასლანა მოუვლის იქაურობას თუ დიმა სვანაძე?
და კიდევ ერთხელ ვცემ პასუხს:
ასლანა არღვევს თავისი ქმედებით საქართველოს უმაღლესი ორგანოების განსაკუთრებულ გამგეობის ქვეშ დაქვემდებარებულ კომპეტენციებს. ესენია მაგალითად სახელმწიფოს თავდაცვა, უშიშროება, საბაჟო, საგარეო პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობანი, საგადასახადო კანონმდებლობა, ტრანზიტისა და საჰარეო ტრანსპორტის კონტროლი, საჰაერო ტრანსპორტის რეგისტრაცია და ა.შ. აქედან გამომდინარე შეიძლება თქმა, რომ იგი ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევა.
--------------------
sapere aude, incipe.
|