ამას წინათ რუსთავი2-ზე თბილისელი სომხების რაღაც ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო მოწვეული და საუბრობდნენ სხვადასხვა პრობლემებზე. ჯავახეთთან დაკავშირებით კლიენტმა იბაზრა სეპარატისტული განწყობები ზედმეტად გადაჭარბებულიაო, თუმცა ეგება სხვადასხვა გაუგებრობების თავიდან აცილების საუკეთესო გამოსავალი საქართველოს ფედერაციული მოწყობა იყოსო!
ანუ ყველა ვისაც ფეხებზე კიდია საქართველო და მისი ბედი, ან უკეთეს შემთხვევაში ზერელედ უყურებს ამა ყველაფერს, საქართველოს ფედერალიზაციაზე საუბარი არ ეზარება და მიესალმება კიდეც, ეს კი იმის რისკს, რომ პატარ-პატარა ბინძური "ბაბუ"-ები გამოიჩეკონ ძალიან ზრდის!
იმავე გერმანიასა და შტატებზე რომ საუბრობ კეთილო, ეს ისეთი დიდი ტერიტოირების მქონე ქვეყნებია რომ შესაძლოა მათთვის ეს საუკეთესო გამოსავალია, მაგალითად თითოეული გერმანული ფედერაციის სუბიექტი მთლიანად საქართველოზე დიდია, რომ აღარაფერი ვთქვა ამერიკის შტატებზე, რომლებიც 4-5 საქართველოს ხელა ტერიტორიებს მოიცავს, თუ უფრო მეტს არა. ანუ ის მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ფედერაციულ მოწყობაზე საუბარი მისი გათითოკაცების საუკეთესო საშუალებაა საქართველოს ისტორიის და ქართული ხასიათიდან გამომდინარე. ისეთი შედეგიც შეიძლება მივიღოთ, რომ თითოელი სუფრის თამადა ფედერაციის სუბიექტად აღიარებას მოითხოვს და მერე ნახე შენ "ბაღდადური"!
P.S. ისე, ინფორმაციისთვის - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპულიკის დროს უპარტიოთა პარტიაც კი არსებობდა...
This post has been edited by ზარაზა on 19 Mar 2004, 10:36