1. ასლანა ხალხს იარაღს ურიგებს
2. ასლანას ჰყავს არაფორმალური "შაიკა" ხალხის დასარბევად
3. არ ემორჩილება არანაირ კანონს
4. რუსეთს მოუწოდებს ჯარის ამოქმედებისკენ (და დაძვრება რუსეთში ყველა გადაწყვეტილების მიღების წინ)
5. აკეთებს ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს
6. ხშირად მსჯელობს დაბოლილივით, - არც ერთი ენა არ იცის მაგ უპატრონომ და უკვე აზრსაც ვეღარ აყალიბებს გამართულად, ეს რეფერენდუმები და ამდაგვარი რაღაცეები კი ფაშიზმის გამოვლინებაა და მეტი არაფერი.
თუ რომელიმე პუნქტში ეჭვი გეპარება, ანუ გგონია, რომ უბრალოდ პროპაგანდის შედეგად ვიცი და არასწორად ვარ ინფორმირებული თქვი და გავარჩიოთ კონკრეტულად და დაწვრილებით შესაბამისი ფაქტების მოშველიებით.
თუ არ გეპარება ეჭვი ამ პუნქტებში (კიდევ დავამატებ თუ გინდა

) მაშინ ასლანა ...
ისე აღარაა საჭირო მსჯელობის გაგრძელება ამავე პოსტში თვითონვე დაწერე, რომ ასლანა ნაძირალაა

ვერ გავიგე რა გინდა

რუსთავი 2-ს კი რატომ ჩააცივდი? მე ვუყურებ საკმაოდ ბევრ არხს, საიდანაც მაქვს ეს ინფორმაციები:
1. აჭარის ტელევიზია (ხანდახან ვუყურებ, რომ ვიცოდე რას გადასცემს)
2. იბერია (ხანდახან ვუყურებ, რომ ვიცოდე რას გადასცემს)
3. მე-9 არხი (ძალიან დამენანა დახურვა, იხილე ჩემი პოსტი)
4. მზე
5. იმედი
6. რუსთავი2
7. НТВ
+ მაქვს კონტაქტი ბათუმელებთან და იქიდანაც ვიცი ზოგიერთი რამე.
ახლა რაც შეეხება
მე არ ვარ ტერაქტების სპეციალისტი

, მაგრამ კარგად ვიცი, რომ არ არის მარტივად ეგ საქმე: როცა ტერაქტი ხდება უნდა დამალული იყოს შემკვეთის კვალი! სწორედ ამიტომ არის, რომ დიდი ტერაქტების დროს ხშირად პოულობენ სწორედ ამ ტიპის დილეტანტ ადამიანებს.
ასე, რომ "ცოტა ლოგიკურად დაფიქრება" არ შველის ამ საქმეს, - უფრო მეტად ლოგიკურად უნდა დაფიქრდე ხოლმე.