თუნდაც ყველაზე მარტივი და უბრალო არ გადავაგდო ნაგავი ქუჩაში, ჩავიდო რაღაც ქაღალდის ნაკუწი ან რამე ჯიბეში მივიტანო ქუჩაში ნაგვის ყუთამდე ან სახლამდე და იქ ჩავაგდო. რათქმაუნდა ეს ცოტა სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მეორეს მხრივ ესეც ხომ საქმეა თორე აგერ თბილისი ევროპის ყველაზე ბინძურ ქალაქად აღიარეს. ამიტომ რაღაცაა საქნელი და ყველამ ის უნდა ქნას რაც შეუძლია თავის ქვეყნის, ქალაქის და ხალხისათვის, თუნდაც ნაგავის არ დაყრა, მემგონი ეს ყველას შეუძლია

დავიწყოთ მარტივით და რაც უფრო მოგვარდება მარტივი დავინახავთ ნათლად ცოტა უფრო რთულს და ა.შ.
არ არი აუცილებელი რომ ამაზე მასმედიამ ილაპარაკოს მე ისიც მეყოფა რომ ვიღაცას ჩემს გვერდზე მაგალითს ვაძლევ. საქართველო პატარა ქვეყანაა და საბოლოო ჯამში ყველა ყველას იცნობს ასე რომ აქ არ არი ძნელი ხალხთან ურთიერთობა.