#458712 · 7 May 2004, 13:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლტოლვილების დაბრუნება აფხაზეთში არარეალურია რომოდენიმე მიზეზის გამო. 1. ძველი ხელისუფლება ლტოლვილებს იყენებდა ცოცხალ ფარად და მიზეზად, რათა მოლაპარაკებები განეხორციელებინა. პლუს ამას შესაბამისი სტრუქტურები ძაბავდნენ სიტუაცია, ლტოლვილთა რიცხვს ხელოვნურად ზრდიდა, რათა შესაბამისი სემწეობები და დახმარებები ჯიბეში წაეღო. 2. აფხაზეთი ლტოლვილებს ცოცხალი თავით არ მიიღებს, ვინაიდან ვარდების რევოლუციის შეეშინდება, ეს ერთი, და მეორე, აფხაზები მიიჩნევენ, რომ ქარტველები ოკუპანტები არიან და მათ არაფერი ესაქმებათ მათ მიწაზე. 3. თუ წინა ორ პრობლემას არ ჩავთვლით, მაშინ ისმის კითხვა სად უნდა ჩავიდნენ ლტოლვილები? მათი ძველი სახლები ან გადამწვარია, ან აფხაზების და ჩამოსახლებული სხვა ერების მიერაა დაკავებული. რომელი ჭკუათმყოფელი იტყვის მერე, ჩამოდით ახლავე დავცლი თქვენს სახლებს და თქვენ შეგიშვებთო. არ დათმობენ. მოვლენ ქართველები, აფხაზები სახლებში არ შეუშვებენ, ატყდება ერთი ალიაქოთი და სისხლისღვრა. ---- არარეალურია ----
აფხაზეთის მოგვარება სხვა გზით უნდა წავიდეს. (მე აფხაზეთზე მარტო იმიტომ ვლაპარაკობ, რომ მგონია რომ ცხინვალი მარტივმოგვარებადია) არის რამოდენიმე მიმართულება მაგ საკითხში. 1. სამხედრო გემებმა უნდა გააკონტროლონ აფხაზეთის აკვატორია, რათა შეწყდეს ყოველგვარი ტვირთბრუნვა სოხუმის მიერ. 2. რუსეთს მოსთხოვონ პსოუს გამშვები პუნქტის ჩაკეტვა, გააკონტროლონ და ჩაკეტონ საჰაერო სივრცე. 3. ზუგდიდთან უნდა განთავსდეს რაიმე სატანო ბრიგადა დასაშინებლად. ეს ყველაფერი შიშის ფაქტორს გაზრდის აფხაზეთის მოსახლეობაში. დაიწყება პანიკა. მის მერე 4. სააკაშვილმა უნდა გაავრცელოს თავისი ინტერვიუები აფხაზეთში, მოუწოდოს თავისებურად დააბოლოს ხალხი. 5. სპეცხალხი უნდა "მოისყიდოს" აფხაზეთში. გარკვეულ ჯგუფებს - პარტიებს დაუკავშირდეს, შესთავაზოს თანამდებობები ახალ აფხაზეთში, მოკლედ გაიჩინოს მომხრეები სოხუმში, რომლებიც მხარს დაუჭერენ და შიგ სოხუმში ააგორებენ მიტინგებს. 6. გამოძებნოს კომპრამატები და გამამტყუნებელი მასალა აფხაზების მთავრობაზე, ხალხში გაუტეხოს სახელი. 7. მოკლედ მიშამ უნდა ილაპარაკოს როგორც აფხაზების დამცველმა და გადამრჩენელმა ბოლოს. ეს თუ უშველის მაგ საქმეს. მთავარი მაინც იქ აფხაზების გადმობირებაა, თანამებრძოლები იქაა საჭირო და არა თბილისში
|