არა, ყურებით ყველას უნდა უყურო
საღი და კრიტიკული თვალით და არა წინასწარაკვიატებული განწყობებით
იმიტომ რომ ახლა რ2-ზეც მინახავს ხელისუფლებისადმი არაერთი წაკბენაც სხვათა შორის და არც იმედს აკლდა შიგადაშიგ ხელისუფლების მიღწევების აღიარება
პროსტა ახლა ქათამს კვერცხი რომ მოაწვა, მთლა გაგიჟდნენ
გაივლის
აქვე ვაფიქსირებ ჩემს ზოგად და ამავე დროს ურყევ პრინციპს, შეხედულებას და პოზიციას;
1. არ მწამს და უტოპიურ მონაჩმახად მიმაცნია 'თავისუფალი მასმედია' ასეთ რამ არ არსებობს და დემაგოგთა ლექსიკის ნაწილია
2. მისაღებია (და საინტერესოა! და სასურველიცაა! ბოლოს და ბოლოს, აუცილებელი და გარდაუვალიც...) ნებისმიერი ინტერეს-დაჯგუფების მიერ კონტროლირებადი და მის მიერ მეტ-ნაკლებად 'მოდერირებული' ტელეკომპანია და შესაბამისი საინფორმაციო პოლიტიკა, ოღონდ რომელიც ეყრდნობა პოლიტიკურ-ფილოსოფიურ პლატფორმას, იდეოლოგიას, ხედვას. სანამ ეს ყველაფერი საკუთარი ძალიან ვიწრო მერკანტილური და სოციოპათიური ინტერესების გადასარჩენად ორგანიზებული კომპანიებისაგან და ორგანიზაციებსგან არ გავარჩიეთ, ანალიზის უნარი ამ და მსგავს თემაში დარჩება ზუსტად იმნაირი, როგორიც არის.
3. რუსთავი 2 თავისი ისტერიით ჩემთვის სრულიად მისაღები მოვლენაა, რადგან ეს არის პროსახელისუფლებო. ის ლეგიტიმური ხელისუფლების თუნდაც მახინჯი დანამატია, ისევე როგორც იყო პირველი არხი, ოღონდ სწორედ რომ თანამედროვე სახით გაფორმებული, როგორც ნორმალურ ქვეყანაში უნდა იყოს და ყველგან ეგრეცაა. რა მართველი ელიტაცაა, ის ტელევიზიაა - თავისი პატარა სიმახინჯეებით და წარმატებებით. მომწონს ხელისუფლების იდეოლოგია? მომეწონაება არხიც. არა, და ნუ... არც ეგაა პრობლემა. რ2 შევარდნაძის დროსაც იყო, სააკაშვილის დროსაც არის და მის მერეც იქნება

4. რაც შეეხება 'იმედს' და მსგავს რევანშისტურ ან თავისგადამრჩენელ 'კამპანია-ტელევიზიებს'.
ეს არ არის ის, რაც მმართველი ელიტის გვერდით და მის კონკურენტად უნდა მოგვევლინოს.
ქვეყანაში კარგია პროკომუნიტური, პრორუსული, კონსერვატული, ნაციონალისტური, რა-გინდა-რა პლატფორმაზე დაყრდნობილი კაპიტალი და მისი განხორციელება, დიდი უბედურებაა მათი არარსებობა.
მაგრამ კრიმინალების, გაკრიმინალურებული პიროვნებების ან უბრალოდ ხელისუფლებაზე პირადი ვიწრომერკანტილური მოტივებით ამხტარი ელემენტების კამპანია არ არის ნორმალური მოვლენა და ადრე თუ გვიან, ძალადობრივად თუ ბუნებრივად, ისინი მაინც აღესრულებიან. ეს მედიისა და პოლიტიკის თანაცხვორების აქსიომაა. ვისაც ეჭვი ეპარება, ამ თემის სათაურს გადახედოს. მოყირჭდა ავანტიურისტი დამფინანსებელიც, მოყირჭდა არხიც. იმიტომ რომ დროებით ღირებულებას ეფუძნებოდა.
რატომ 'იმედიც'?
პასუხი: 'იმედი' არც მეტი, არც ონდავ ნაკლები - რუსეთიდან დევნილი ერთი ცალი ოლიგარქის ავანტიურაა, მისი პირადი პროექტი და მისი პათეტიკა მაშინვე გაქრება ღრუბელივით, როგორც კი ბადრის ჩაამუხლებენ, ან როცა იგრძნობს, რომ ტელევიზიამ პრაქტიკული მნივნელობა დაკარგა. მგონი არავის მიუღია სერიოზულად ის, რომ 'მას უყვარს 'თავისუფალი მასმედია' იცავს სიტყვის თავისუფლებას. სიტყვის თავისუფლებას დიდი პატივი უზღო თავის პირველ 'სამშობლოში' თავის დროზე და აქ რომ ჩამოვიდა, პირველი ჟურნალისტები გააკრიტიკა, თქვენი არა მწამს არაფერიო.
არ უდნა ამას ოქრუაშვილი ან მერდოკი. ეს არ არის იდეოლოგია, ეს არის ავანტიიურა. გაარჩიეთ ერთმნეთისგან.
This post has been edited by ი ს ტ ე რ ი კ ა on 13 Oct 2007, 04:03